3M DBI-SALA EZ-Stop AJ512Y/0 User Instructions page 154

En 355:2002 energy absorbing lanyard
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
6.0 მოვლა-შეკეთება, ტექმომსახურება და შენახვა
;
საჭიმრების გაწმენდა და დეზინფიცირება აწარმოეთ მხოლოდ იმ მეთოდით , რომელიც მითითებულია
"გაწმენდის ინსტრუქციებში" ქვემოთ . სხვა მეთოდებს შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს
საჭიმარზე ან მომხმარებელზე
6.1
გაწმენდა: ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრის გაწმენდის წესები შემდეგია:
პერიოდულად გაწმინდეთ საჭიმრის გარე ნაწილი რბილი წყალხსნარით. წყლის ტემპერატურამ არ უნდა
გადააჭარბოს 40 °C-ს (104 °F). ისე დაიჭირეთ საჭიმარი, რომ ზედმეტი წყალი იქიდან დაიწრიტოს. ნუ
ჩადებთ საშრობში. ნუ გააუთოვებთ. გაასუფთავეთ ეტიკეტები ინსტრუქციების მიხედვით.
გაავლეთ და კარგად გააშრეთ ჰაერზე. ნუ გააშრობთ გახურებით.
;
საჭიმრების გასუფთავების დროს გამოიყენეთ სარეცხი საშუალება , რომელიც გამათეთრებელს არ
შეიცავს . საჭიმრების გაწმენდის ან გაშრობის დროს „არავითარ შემთხვევაში" არ უნდა გამოვიყენოთ
ქსოვილის დამარბილებელი ან გასაშრობი ქაღალდები
6.2
რემონტი: საჭიმრის შეკეთება დაუშვებელია. თუ დათვალიერების დროს სახიფათო მდგომარეობა
გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის ძალის ზემოქმედების ქვეშ მოხვდა,
ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
6.3
შენახვა/ტრანსპორტირება: საჭიმრის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გრილ, მშრალ და სუფთა
გარემოში მზის სხივებისაგან დაცულად. მოარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ქიმიური ნივთიერებების ორთქლი
შეიძლება არსებობდეს. დიდი ხნის განმავლობაში შენახვის შემდეგ ყოველთვის გულდასმით დაათვალიერეთ
საჭიმარი.
7.0
RFID იარლიყი
7.1
მდებარეობა: ამ მომხმარებლის ინსტრუქციებში აღწერილ 3M პროდუქტზე დამაგრებულია რადიოსიხშირული
იდენტიფიკაციის (RFID) იარლიყი. RFID იარლიყი შეიძლება გამოყენებულ იქნას RFID იარლიყების სკანერთან
ერთად პროდუქტის ინსპექტირების შედეგების რეგისტრაციის დროს RFID იარლიყის განთავსების ადგილის
სანახავად იხილეთ სურათი 19.
7.2
უტილიზაცია: ამ პროდუქტის უტილიზაციამდე, მოხსენით RFID იარლიყი და გაანადგურეთ/გადაამუშავეთ
ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. RFID იარლიყის მოხსნის წესების შესახებ დამატებითი
ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი, რომლის ბმული მოცემულია ქვემოთ.
არ მოათავსოთ თქვენი პროდუქტი დაუხარისხებელ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. გადახაზული
ნაგვის ურნის სურათი მიანიშნებს, რომ EEE (ელექტრული და ელექტრონული აღჭურვილობა) უნდა
განადგურდეს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, დაბრუნების და შეგროვების სისტემების
მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს მომწოდებელს ან 3M-ის ადგილობრივ
წარმომადგენელს.
მეტი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ ვებ გვერდზე: http://www.3M.com/FallProtection/RFID
8.0 ეტიკეტები
სურათი 20-ზე ჩანს ენერგიის შთანმთქმელი საჭიმრების ეტიკეტები და ადგილები, სადაც ისინი აკრია. საჭიმარზე
ყველა ეს ეტიკეტი უნდა ეკრას.
თითოეულ ეტიკეტზე მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
იხილეთ სურათი 20:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
აღწერა:
ოდელის ნომერი
სერია
პარტიის ნომერი
მწარმოებელი მწარმოებელი
იხილეთ ინსტრუქციები
ევროპული სტანდარტი
CE ნიშნები
უფლებამოსილი ორგანოს ნომერი, რომელიც ახორციელებს ტიპთან
შესაბამისობას
სიგრძე
დამზადების თვე
დამზადების წელიწადი
მწარმოებლის ვებ-მისამართი
გამძლეობა
154

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents