3M DBI-SALA EZ-Stop AJ512Y/0 User Instructions page 150

En 355:2002 energy absorbing lanyard
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
1.0 გამოყენება
1.1
მიზანი: საჭიმრები გათვალისწინებულია ვარდნის შეკავების ინდივიდუალური სისტემის კომპონენტების
სახით. მათ შეუძლია ვარდნის ენერგიის განბნევა, სხეულზე გადაცემული ყველა ძალის შეზღუდვა ან შეიძლება
გამოყენებულ იქნეს სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებლად და შეკავების მიზნით, რაც დამოკიდებულია მათ
ტიპზე. სურათზე 1 მითითებულია საჭიმრების მოდელები, რომლებსაც შეეხება მოცემული სახელმძღვანელო.
ისინი უმეტესად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ვითარებაში, როდესაც საჭიროა მუშის მობილურობის
და ვარდნისგან დაცვის კომბინაცია (მაგ. ინსპექტირების სამუშაო, ზოგადი მშენებლობა, ტექმომსახურების
სამუშაო, ნავთობის მოპოვება, დახურული სამუშაო გარემო და სხვ.).
1.2
სტანდარტები: საჭიმარი აკმაყოფილებს სახელმწიფო ან რეგიონულ სტანდარტ(ებ)ს, როგორც ეს მოცემულია
წინამდებარე ინსტრუქციების ყდაზე. ვარდნისგან ინდივიდუალური დაცვის სიტემის შესახებ დამატებითი
ინფორმაცია იხილეთ სამუშაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ მოთხოვნებში. თუ ეს
პროდუქტი ხელახლა გაიყიდება დანიშნულების ადგილის ქვეყნის გარეთ, გადამყიდველმა უნდა უზრუნველყოს
ინსტრუქციების ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქტს გამოიყენებენ.
1.3
ტრეინინგი: ეს მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც მომზადებულები არიან
მის სათანადო დანიშნულებით გამოყენებაში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ინსტრუქციებს
და გაიაროს მომზადება მოცემული მოწყობილობის სათანადო მოვლასა და გამოყენებაში. მომხმარებელი
ასევე უნდა იცნობდეს მის სამუშაო მახასიათებლებს, გამოყენების საზღვრებს და არასათანადო გამოყენების
შედეგებს.
1.4
მოთხოვნები: მოცემული აღჭურვილობის გამოყენების დროს ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ მისი
შემდეგი შეზღუდვები:
დატვირთვის ზღვრები: საჭიმრები ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს, რომლის საერთო წონამ
(ტანსაცმლიანად, იარაღებიანად და ა. შ.) უნდა დააკმაყოფილოს წონის დიაპაზონის მოთხოვნები,
რომლებიც მოცემულია საჭიმრის მოდელის 1-ლ სურათზე. დარწმუნდით, რომ სისტემის ყველა
კომპონენტი აკმაყოფილებდეს დატვირთვის ზღვრებს, რომლებიც საჭიროა მოცემული მოწყობილობის
მისი დანიშნულებით გამოყენებას.
ანკირება: ვარდნის შეკავების სისტემებისთვის შერჩეული მთელი ანკირება უნდა უძლებდეს შემდეგ
მინიმალურ სტატიკურ დატვირთვას იმ მიმართულებებით, რომლებიც დასაშვებია მთლიანი სისტემის
მიერ:
1.
12 კნ ლითონის ანკირების შემთხვევაში ან 18 კნ ქსოვილების ანკირების შემთხვევაში
არასერტიფიცირებული ანკირების გამოყენებისას ან
2. ორჯერ უნდა აღემატებოდეს სერტიფიცირებული ანკირებისთვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ
შეკავების ძალას
თუ ანკირების ტიპიდან გამომდინარე, დასაშვები იქნება ანკირებაზე ერთზე მეტი ვარდნის შეკავების
სისტემის მიმაგრება, ზემოთ(1) და (2) პუნქტებში მითითებული ძალები უნდა გამრავლდეს ანკირებაზე
მიმაგრებული სიტემების რაოდენობაზე.
თავისუფალი ვარდნა: თუ მოშვებულობას არ ექნება ადგილი, საჭიმარი შეზღუდავს თავისუფალი ვარდნის
მანძილს 0 სმ-მდე (0 ფუტი.). თავისუფალი ვარდნის მანძილი იცვლება საჭიმრის მოშვებულობასა და
ანკირების მიერთების წერტილთან ღვედის ორიენტაციასთან ერთად (იხ. სურათი 3)
თუ ღვედის მიერთების წერტილი იქნება ანკირების მიერთების წერტილს (სურათი 2A) ქვემოთ: FF = L
HD
A
თუ ღვედის მიერთების წერტილი იქნება ანკირების მიერთების წერტილს (სურათი 2A) ზემოთ: FF = L
HD
A
FF
თავისუფალი ვარდნის მანძილი
HD
A
ვერტიკალური მანძილი ღვედის მიერთების წერტილიდან ანკირების მიერთების წერტილამდე
L
y
საჭიმრის სიგრძე
;
არ დააგრძელოთ საჭიმრები : არ დააგრძელოთ საჭიმრები საჭიმარზე , ენერგიის გარდამქმნელზე
ან მსგავს კომპონენტზე მიერთებით 3M -თან კონსულტაციის გარეშე .
რხევით ვარდნა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა ანკირების წერტილი ვარდნის წერტილის ზუსტად
ზევით არ არის. რხევით ვარდნისას რაიმე საგანზე დაჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული
დაზიანება (იხილეთ სურათი 3). რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა
ეცადოთ რაც შეიძლება ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ იმუშავოთ.
ვარდნის სიმაღლის მარაგი: სურათზე 4 ნაჩვენებია საჭიმრის სისტემის ანკირების ქვეშ საჭირო ვარდნის
სიმაღლის მარაგის გამოთვლა. ვარდნის საჭირო სიმაღლის მარაგი განსხვავდება გამოყენებული
ენერგიის გარდამქმნელების რაოდენობის მიხედვით.
ვარდნის სიმაღლის მანძილის გამოსათვლელად (C
Ca = MASD + Ly + 1,75 m (5,74 ft) + XH + 1,5 m (5 ft) + 1 m (3,28 ft)
C
a
MASD
L
y
1,75 m (5,74 ft)
X
H
1,5 მ (5 ფუტი)
1 m (3,28 ფუტი)
ვარდნის სიმაღლის მანძილი ანკირების ქვეშ
ანკირების სისტემის მაქსიმალური გადახრა
საჭიმრის სიგრძე
გამოყენებული ენერგიის გარდამქმნელების რაოდენობა - მაქსიმალური
ღვედის დადგენილი დაჭიმულობა
მანძილი ზურგის D-რგოლიდან ტერფებამდე
სუფთა ზღვარი
150
):
a
-
y
+
y

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents