Philips PerfectCare Performer GC8755/80 User Manual page 141

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 3
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
ნადებისგან გასუფთავების ჭკვიანი სისტემა
მოწყობილობა აღჭურვილია სისტემით Smart Calc-Clean, ნადებისგან რეგულარული
გაწმენდისა და გასუფთავების უზრუნველსაყოფად. ეს გვეხმარება ორთქლის მიწოდების
ეფექტურობის შენარჩუნებაში, და დროთა განმავლობაში ნადებისგან ნაწილაკების და უთოს
ძირის ნახვრეტებიდან ჭუჭყის გამოსვლის თავიდან არიდებაში. იმაში დასარწმუნებლად,
რომ გასუფთავების პროცესი შესრულდა ორთქლის გენერატორი რეგულარულ შეხსენებებს
გამოგიგზავნით.
ხმოვანი და შუქური შეხსენება ნადებისგან გასუფთავების შესახებ
1-3 თვიანი გამოყენების შემდეგ ციმციმს დაიწყებს ნადებისგან გასუფთავების ინდიკატორი და
მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს, იმაზე მისათითებლად, რომ საჭიროა ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის შესრულება (სურ. 16).
ამას გარდა, არსებობს ორთქლის გენერატორის ნადების დაგროვებისგან დაცვის დამატებითი
მექანიზმი: ორთქლის მიწოდების ფუნქცია გამოირთვება, თუ ნადებისგან გასუფთავების
პროცედურას არ შეასრულებთ (სურ. 17). ნადებისგან გასუფთავების ოპერაციის შესრულების შემდეგ
ორთქლის გამოშვების ფუნქცია აღდგება. ეს მოხდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის წყალს
იყენებთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების პროცესის შესრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი
მაშინაც კი, თუ ხმოვანი და შუქური შეხსენება ჯერ არ გააქტიურებულა.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულება Calc-Clean-ის
კონტეინერის გამოყენებით
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურის ჩატარებისას მოწყობილობა არ
დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე.
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურა ყოველთვის შეასრულეთ Calc-
Clean-ის კონტეინერის გამოყენებით. არ შეწყვიტოთ პროცესი მოწყობილობის Calc-Clean-ის
კონტეინერიდან აღებით, რადგან უთოს ძირიდან ცხელი წყალი და ორთქლი გამოვა.
1 ნახევრად შეავსეთ წყლის რეზერვუარი (სურ. 18).
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს დარწმუნდით, რომ მოწყობილობა ჩართულია და
შეერთებულია ელექტროქსელში.
2 Calc-Clean-ის კონტეინერი მოათავსეთ საუთოო დაფაზე ან სხვა თანაბარ, მყარ ზედაპირზე
(სურ. 19).
3 უთო მყარად დადეთ Calc-Clean-ის კონტეინერზე (სურ. 20).
4 დააჭირეთ CALC-CLEAN-ის ღილაკს და არ აუშვათ 2 წამის განმავლობაში, სანამ მოკლე ხმოვან
სიგნალს არ გაიგონებთ (სურ. 21).
შენიშვნა: Calc-Clean-ის კონტეინერი შექმნილია ნადებისგან გასუფთავების პროცესში ცხელი
წყლისა და ნადების ნაწილაკების შეგროვებისთვის. ამ კონტეინერზე უთოს დატოვება სრულიად
უსაფრთხოა მთელი პროცესის განმავლობაში.
5 ნადებისგან გასუფთავების პროცესში მოკლე ხმოვან სიგნალებსა და ტუმბოს მუშაობის ხმას
გაიგონებთ (სურ. 22).
6 დაელოდეთ დაახლოებით 2 წუთი, სანამ მოწყობილობა პროცედურას არ დაასრულებს.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის დასრულების შემდეგ უთო შეწყვეტს ხმოვანი სიგნალის
გამოცემას, ხოლო CALC-CLEAN-ის ინდიკატორი წყვეტს ციმციმს (სურ. 23).
7 უთო გაწმინდეთ ქსოვილის ნაჭრით და კვლავ დადეთ ქვესადგამზე (სურ. 24).
გაფრთხილება: უთო ცხელია.
ქართული
143

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents