Philips PerfectCare Performer GC8755/80 User Manual page 138

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 3
ქართული
140
შესავალი
მოგესალმებათ Philips და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად
სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/welcome.
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე მომხმარებლის
სახელმძღვანელო, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბროშურა და მოკლე პრაქტიკული
სახელმძღვანელო. შეინახეთ იგი მომავალში გამოსაყენებლად.
Philips-ის ექსკლუზიური ტექნოლოგია
OptimalTEMP ტექნოლოგია
ტექნოლოგია OptimalTEMP იძლევა ნებისმიერი ტიპის ქსოვილების დაუთოების საშუალებას,
რომლებისთვის დაშვებულია დაუთოება გაცხელების ტემპერატურის რეგულირების და
ტანსაცმლის დახარისხების გარეშე.
შეგიძლიათ, გაცხელებული უთოს ძირი მოათავსოთ პირდაპირ საუთოო დაფაზე, უთოს ქვესადგამის
გამოყენების გარეშე (სურ. 2). ეს შეამცირებს მაჯის დატვირთვას.
Compact ProVelocity ტექნოლოგია
ეს ტექნოლოგია ორთქლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ღრმად აღწევს ქსოვილში
და იოლად ასწორებს ნაოჭებს (სურ. 3). ამასთან ერთად, აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით
მოწყობილობა უფრო კომპაქტური და მსუბუქია, ვიდრე ორთქლის ტრადიციული გენერატორები,
რაც მის შენახვას ამარტივებს.
პროდუქტის მიმოხილვა (სურ. 1)
1 წყლის მიწოდების მილი
2 ორთქლის გამომშვები/ორთქლის გამაძლიერებელი
3 მზადყოფნის ინდიკატორი
4 ძირი
5 უთოს ქვესადგამი
6 ბლოკირების ფიქსატორი
7 წყლის მოსახსნელი რეზერვუარი
8 წყლის მიწოდების მილის შესანახი განყოფილება
9 ელექტროქსელის კაბელი შტეკერით
10 CALC-CLEAN-ის ღილაკი ინდიკატორით
11 ჩართვის/გამორთვის ღილაკი ჩართვისა და ავტომატური გამორთვის ინდიკატორით
12 ECO ღილაკი ინდიკატორით
13 Smart Calc-Clean-ის კონტეინერი
გამოსაყენებლად მომზადება
გამოსაყენებელი წყლის ტიპი
ეს მოწყობილობა შექმნილია ონკანის წყალთან გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ხისტწყლიან
რეგიონში ცხოვრობთ, ნადები შეიძლება სწრაფად დაგროვდეს. აქედან გამომდინარე,
მოწყობილობის სამუშაო ვადის გასახანგრძლივებლად რეკომენდებულია გამოხდილი ან
დემინერალიზებული წყლის გამოყენება.
გაფრთხილება: არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან
გამწმენდი საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად
გასუფთავებული წყალი ან სხვა ქიმიური ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს
წყლის გაჟონვა, ყავისფრად დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents