ქართული - Philips GC6804/26 User Manual

Hide thumbs Also See for GC6804/26:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ქართული
141
შესავალი
მოგესალმებათ Philips და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად
სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/welcome.
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე მომხმარებლის
სახელმძღვანელო, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბროშურა და მოკლე პრაქტიკული
სახელმძღვანელო. შეინახეთ იგი მომავალში გამოსაყენებლად.
პროდუქტის მიმოხილვა (სურ. 1)
1 ძირი
2 მზადყოფნის ინდიკატორი
3 ორთქლის გამომშვები/ორთქლის გამაძლიერებელი
4 ორთქლის მიწოდების მილი
5 წყლის რეზერვუარის შესავსები ნახვრეტი
6 ბლოკირების გაშვების ფიქსატორი (მხოლოდ GC6819, GC6820, GC6830 და GC6840
სერიებისთვის)
7 უთოს ქვესადგამი
8 ჩართვა/გამორთვის ღილაკი ჩართვისა და გამორთვის ინდიკატორით
9 CALC-CLEAN ღილაკი ინდიკატორით
10 ელექტროქსელის კაბელი შტეკერით
11 წყლის მიწოდების მილისა და ძირითადი კაბელის შესანახი განყოფილება
12 Smart Calc-Clean კონტეინერი
Philips-ის ექსკლუზიური ტექნოლოგია
OptimalTEMP ტექნოლოგია
ტექნოლოგია OptimalTEMP იძლევა ნებისმიერი ტიპის ქსოვილების დაუთოების საშუალებას,
რომლებისთვის დაშვებულია დაუთოება გაცხელების ტემპერატურის რეგულირების და
ტანსაცმლის დახარისხების გარეშე.
უსაფრთხოა ცხელი ძირის დადება პირდაპირ საუთაო დაფაზე (ნახ. 2) უთოს ქვესადგამზე
დაბრუნების გარეშე. ეს შეამცირებს მაჯის დატვირთვას.
Compact ProVelocity ტექნოლოგია
ეს ტექნოლოგია ორთქლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ღრმად აღწევს
ქსოვილში ნაოჭების იოლად გასასწორებლად. ამასთან ერთად, ეს მოწყობილობას უნარჩუნებს
მეტ კომპაქტურობას და სიმსუბუქეს, ვიდრე ორთქლის ტრადიციული გენერატორები, მისი უფრო
მარტივი შენახვისთვის.
გამოსაყენებლად მომზადება
გამოსაყენებელი წყლის ტიპი
ეს მოწყობილობა შექმნილია ონკანის წყალთან გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ხისტწყლიან
რეგიონში ცხოვრობთ, ნადები შეიძლება სწრაფად დაგროვდეს. აქედან გამომდინარე,
მოწყობილობის სამუშაო ვადის გასახანგრძლივებლად რეკომენდებულია გამოხდილი ან
დემინერალიზებული წყლის გამოყენება.
გაფრთხილება: არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან
გამწმენდი საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად
გასუფთავებული წყალი ან სხვა ქიმიური ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს
წყლის გაჟონვა, ყავისფრად დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc6800 series

Table of Contents