Philips GC6804/26 User Manual page 142

Hide thumbs Also See for GC6804/26:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
144
ქართული
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულება Calc-Clean-ის
კონტეინერის გამოყენებით
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურის ჩატარებისას მოწყობილობა არ
დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე.
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურა ყოველთვის შეასრულეთ Calc-Clean-
ის კონტეინერის გამოყენებით. არ შეწყვიტოთ პროცედურა Calc-Clean-ის კონტეინერიდან
მოწყობილობის აღებით, რადგან უთოს ძირიდან ცხელი წყალი და ორთქლი გამოვა.
1 ნახევრად შეავსეთ წყლის რეზერვუარი.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს დარწმუნდით რომ მოწყობილობა ჩართულია
შეერთებულია ელექტროქსელში.
2 Calc-Clean-ის კონტეინერი მოათავსეთ საუთოო დაფაზე ან სხვა თანაბარ, მყარ ზედაპირზე.
3 უთო მყარად დადეთ Calc-Clean-ის კონტეინერზე (სურ. 15).
4 დააჭირეთ CALC-CLEAN-ის ღილაკს და არ აუშვათ 2 წამის განმავლობაში, სანამ მოკლე ხმოვან
სიგნალს არ გაიგონებთ (სურ. 16).
შენიშვნა: Calc-Clean-ის კონტეინერი შექმნილია ნადებისგან გასუფთავების პროცესში ცხელი
წყლისა და ნადების ნაწილაკების შეგროვებისთვის. ამ კონტეინერზე უთოს დატოვება სრულიად
უსაფრთხოა მთელი პროცესის განმავლობაში.
5 ნადებისგან გასუფთავების პროცესში მოკლე ხმოვან სიგნალებსა და ტუმბოს მუშაობის ხმას
გაიგონებთ (სურ. 17).
6 დაელოდეთ დაახლოებით 2 წუთი, სანამ მოწყობილობა პროცედურას არ დაასრულებს (სურ. 18).
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის დასრულების შემდეგ უთო შეწყვეტს ხმოვანი სიგნალის
გამოცემას, ხოლო CALC-CLEAN-ის ინდიკატორი წყვეტს ციმციმს.
7 უთო გაწმინდეთ ქსოვილის ნაჭრით და კვლავ დადეთ ქვესადგამზე (სურ. 19).
გაფრთხილება: უთო ცხელია.
8 ვინაიდან ნადებისგან გასუფთავების პროცესში Calc-Clean-ის კონტეინერი ცხელდება, მოიცადეთ
დაახლოებით 5 წუთი სანამ მას შეეხებით. ამის შემდეგ Calc-Clean-ის კონტეინერი მიიტანეთ
ნიჟარასთან, დაცალეთ და შეინახეთ სამომავლო გამოყენებისთვის (სურ. 20).
9 საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, გაიმეოროთ ნაბიჯები 1-დან 8-ის ჩათვლით. ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ Calc-Clean-ის კონტეინერი
დაცალეთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს უთოს ძირიდან სუფთა წყალი შეიძლება გამოვიდეს,
თუ უთოს შიგნით ნადები არ დაგროვებულა. ეს ნორმალურია.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად
იხილეთ ვიდეოები შემდეგ ბმულზე: http://www.philips.com/descaling-iron.
ძირის გაწმენდა
მოწყობილობის სათანადოდ მოვლისთვის გაწმინდეთ ის რეგულარულად.
1 გაწმინდეთ მოწყობილობა ნოტიო ქსოვილით.
2 ლაქების მარტივად და ეფექტურად მოსაშორებლად უთოს ძირი გააცხელეთ და შემდეგ ნოტიო
ქსოვილს გადაატარეთ (სურ. 21).
მინიშნება: რეგულარულად გაწმინდეთ ძირი, რათა უზრუნველყოთ გლუვი სრიალი.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc6800 series

Table of Contents