Philips GC6804/26 User Manual page 140

Hide thumbs Also See for GC6804/26:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
142
ქართული
წყლის რეზერვუარის შევსება
წყლის რეზერვუარი შეავსეთ ყოველი გამოყენების წინ და ასევე მაშინ, როცა რეზერვუარში წყლის
დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება. გამოყენების პროცესში წყლის რეზერვუარის შევსება
ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
1 გახსენით წყლის რეზერვუარის შესავსები ნახვრეტი (სურ. 3).
2 აავსეთ წყლის რეზერვუარი ნიშნულამდე MAX (სურ. 4).
3 დახურეთ წყლის რეზერვუარის შესავსები ნახვრეტი („ჩხაკუნი").
მოწყობილობის გამოყენება
ქსოვილები, რომელთა დაუთოება დაშვებულია
არ დააუთოოთ ქსოვილები, რომლებიც დაუთოებას არ ექვემდებარება.
-
ქსოვილები ამ სიმბოლოებით (სურ. 5) დაუთოებადია (მაგალითად, სელი, ბამბა, პოლიეთერი,
აბრეშუმი, მატყლი, ვისკოზა და ხელოვნური აბრეშუმი).
-
ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების (სურ. 6) დაუთოება არ შეიძლება. ასეთ ქსოვილებს
მიეკუთვნება სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსის
შემცველი ქსოვილები და პოლიოლეფინები (მაგ., პოლიპროპილენი). არ შეიძლება არც
ტანსაცმელზე დატანილი სურათების დაუთოება.
დაუთოება
1 მოწყობილობა მოათავსეთ მყარ და თანაბარ ზედაპირზე.
შენიშვნა: დაუთოებისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით გირჩევთ, უთოს ძირი ყოველთვის მყარ
საუთოო დაფაზე დადოთ.
2 დარწმუნდით, რომ წყლის რეზერვუარში საკმარისი წყალია.
3 შესანახი განყოფილებიდან ამოიღეთ ძირითადი კაბელი და წყლის მიწოდების მილი.
4 ძირითადი კაბელი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და მოწყობილობის ჩასართავად
დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს. დაელოდეთ, სანამ მზადყოფნის ინდიკატორი თანაბრად
არ აინთება (სურ. 7). ამას დასჭირდება დაახლოებით 2 წუთი.
5 მხოლოდ GC6819, GC6820, GC6830, and GC6840 სერიებისთვის: ქვესადგამიდან უთოს
მოსახსნელად ბლოკირების ფიქსატორს დააჭირეთ (Fig. 8).
6 დაუთოების დასაწყებად დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს (სურ. 9).
შენიშვნა: საუკეთესო შედეგის მისაღებად ორთქლით დაუთოების შემდეგ ორთქლის გამოშვების
გარეშე გადაუსვით ქსოვილს უთო რამდენჯერმე.
ყურადღება! ორთქლი არ მიმართოთ ადამიანებისკენ.
შენიშვნა: მოწყობილობის პირველად გამოყენებისას ორთქლის გამოშვებას 30 წამი შეიძლება
დასჭირდეს.
შენიშვნა: ტუმბო აქტიურდება ყოველ ჯერზე, როცა ორთქლის გამომშვებს აჭერთ თითს. ის
გამოსცემს სუსტ ტკაცუნის ხმას, რაც ნორმალურია. ტუმბოს მიერ გამოცემული ხმა უფრო
მაღალია, როდესაც წყლის რეზერვუარში არ არის წყალი. წყლის რეზერვუარი შეავსეთ წყლით,
თუ წყლის დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება.
ორთქლის გაძლიერების ფუნქცია
1 3 წამის განმავლობაში ორთქლის ძლიერი ნაკადის გამოსაშვებად ორჯერ სწრაფად დააჭირეთ
ორთქლის გამომშვებს (სურ. 10).
შენიშვნა: ორთქლის გაძლიერების ფუნქციის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ უხეში
ნაოჭების შემთხვევაში.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc6800 series

Table of Contents