Philips GC6804/26 User Manual page 141

Hide thumbs Also See for GC6804/26:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ვერტიკალური დაუთოება
გაფრთხილება: უთოდან ცხელი ორთქლი გამოდის. არასდროს სცადოთ ტანსაცმლის
დაუთოება, როცა ადამიანს ის აცვია (სურ. 11). ორთქლი არ მიმართოთ საკუთარი ან სხვისი
ხელისკენ.
დაკიდებული ქსოვილების დასაუთოებლად შეგიძლიათ, ორთქლის უთო ვერტიკალურ
მდგომარეობაში გამოიყენოთ.
1 ორთქლის უთო დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, დააჭირეთ ორთქლის გამომშვებს,
უთოს ძირით მსუბუქად შეეხეთ ქსოვილს და უთო ზემოთ და ქვემოთ გადააადგილეთ (სურ. 12).
უსაფრთხო გადადება
უთოს გადადება ქსოვილის გადაწევის დროს
ქსოვილის გადაწევის დროს უთო შეგიძლიათ, გადადოთ ქვესადგამზე ან ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში მოათავსოთ საუთოო დაფაზე (სურ. 2). OptimalTEMP ტექნოლოგია უზრუნველყოფს,
რომ უთოს ძირმა საუთოო დაფის შალითა არ დააზიანოს.
ავტომატური გამორთვა
-
მოწყობილობები გადადის ლოდინის რეჟიმში, თუ ის არ არის გამოყენებული 5 წუთის
განმავლობაში. ჩართვა/გამორთვის ღილაკის ინდიკატორი ციმციმს დაიწყებს.
-
მოწყობილობის ხელახლა ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ან ორთქლის გამოსაშვებ
ღილაკს. მოწყობილობა გახურებას დაიწყებს.
-
მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება, თუ მას ლოდინის რეჟიმში გადასვლის შემდეგ 10
წუთის განმავლობაში არ გამოიყენებთ. ჩართვა/გამორთვის ღილაკის ინდიკატორი ჩაქრება.
გაფრთხილება: არასდროს დატოვოთ მოწყობილობა მეთვალყურეობის გარეშე, როცა
ის ელექტროქსელშია შეერთებული. გამოყენების შემდეგ ყოველთვის გამორთეთ
მოწყობილობა შტეფსელიდან.
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
ნადებისგან გასუფთავების ჭკვიანი სისტემა
მოწყობილობა აღჭურვილია სისტემით Smart Calc-Clean ნადებისგან რეგულარული გაწმენდისა
და გასუფთავების უზრუნველსაყოფად. ეს გვეხმარება ორთქლის მიწოდების ეფექტურობის
შენარჩუნებაში და დროთა განმავლობაში ნადების ნაწილაკების და უთოს ძირის ნახვრეტებიდან
ჭუჭყის გამოსვლის თავიდან არიდებაში. იმაში დასარწმუნებლად რომ გასუფთავების პროცესი
შესრულდა, მოწყობილობა რეგულარულ შეხსენებებს გამოგიგზავნით.
ხმოვანი და შუქური შეხსენება ნადებისგან გასუფთავების შესახებ
1-3 თვიანი გამოყენების შემდეგ ციმციმს დაიწყებს ნადებისგან გასუფთავების ინდიკატორი და
მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს, იმის მისათითებლად , რომ საჭიროა ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის შესრულება (სურ. 13).
ამას გარდა, არსებობს ნადების დაგროვებისგან მოწყობილობის დაცვის დამატებითი მექანიზმი:
ორთქლის მიწოდების ფუნქცია გამოირთვება, თუ ნადებისგან გასუფთავების პროცედურა არ
შესრულდება (სურ. 14). ნადებისგან გასუფთავების ოპერაციის შესრულების შემდეგ, ორთქლის
გამოშვების ფუნქცია აღდგება. ეს მოხდება მიუხედავად იმისა თუ რომელი ტიპის წყალს იყენებთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების პროცესის შესრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,
მაშინაც კი თუ ხმოვანი და შუქური შეხსენება ჯერ არ გააქტიურებულა.
ქართული
143

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc6800 series

Table of Contents