3M AC40 Series User Instruction Manual page 132

Rope grab and rope lifeline
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
იმისათვის, რათა შევამციროთ რხევით ვარდნა, სამუშაო ადგილი ან ცენტრალური ღერძიდან
ლატერალური რხევა უნდა შევზღუდოთ მაქსიმუმ 1,50 მ-მდე (4,92 ფტ).
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებათა სიხშირე:ბაგირის ჩამჭერი და ბაგირი უნდა შემოწმდეს მე-2 თავში განსაზღვრულ შუალედებში.
შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2).
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო
;
ხშირად იყოს საჭირო შემოწმებების ჩატარება .
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის
რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ბაგირის ჩამჭერი მოხმარებიდან
და გაანადგურეთ, რათა შემთხვევით ვინმემ არ გამოიყენოს. ბაგირის ჩამჭერისა და ბაგირების შეკეთება
დაუშვებელია.
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M-ის ბაგირის ჩამჭერისა და ბაგირების მომსახურების ვადა
განისაზღვრება მუშაობის პირობებითა და მათი მოვლა-შენახვით. ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 1
წლიდან (ექსტრემალური, ინტენსიური გამოყენების პირობებში) და 10 წლამდე (მსუბუქი, არაინტენსიური
გამოყენების პირობებში). პროდუქტი ვარგისია მოხმარებისთვის მანამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას
წარმატებით გადის, ოღონდ ექსპლუატაციის ვადამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წელს.
6.0 ტექმომსახურება, შენახვა და ტრანსპორტირება
6.1
გასუფთავება: გაასუფთავეთ ბაგირის ჩამჭერი და ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობა საპნის რბილი
წყალხსნარით. გაწმინდეთ მოწყობილობა სუფთა და მშრალი ტილოთი და ჰაერზე დაკიდეთ გასამშრალებლად.
ნუ გააშრობთ გახურებით. ჭუჭყის, საღებავის და სხვ. დაგროვებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ბაგირის ჩამჭერის
ან საანკერო ხაზის გამართულად მუშაობას და სერიოზულ შემთხვევებში დააზიანოს ბაგირის ჩამჭერი ან ბაგირი
ისე, რომ ის დასუსტდეს და დასჭირდეს ექსპლუატაციიდან ამოღება. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ ბაგირის
ჩამჭერის ან საანკერო ხაზის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან ეჭვი თუ შეგეპარებათ მის ექსპლუატაციაში
დაშვება-არდაშვებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით 3M-ის ვარდნისაგან დაცვის განყოფილებას.
6.2
მომსახურება: ბაგირის ჩამჭერისა და ბაგირის შეკეთება დაუშვებელია. თუ ბაგირის ჩამჭერი და ბაგირი ძალის
ზემოქმედებას დაექვემდებარება, ან თუ შემოწმების დროს გამოვლინდება, რომ ისინი უსაფრთხო არ არის ან
დაზიანებულია, ეს ჩამჭერები ამოიღეთ ექსპლუატაციიდან და გაანადგურეთ. შემოწმების სიხშირე იხილეთ 5.1
თავში.
6.3
შენახვა/ტრანსპორტირება: ბაგირის ჩამჭერის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გრილ, მშრალ და
სუფთა გარემოში მზის სხივებისაგან დაცულად. მოარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ქიმიური ნივთიერებების
ორთქლი შეიძლება არსებობდეს. კარგად შეამოწმეთ ბაგირის ჩამჭერი და ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობა
ხანგრძლივი ვადით შენახვის შემდეგ.
7.0 მარკირება
7.1
მე-12 სურათზე ნაჩვენებია პროდუქტის იარლიყები ბაგირის ჩამჭერსა და ბაგირზე. პროდუქტს ყველა ეტიკეტი
უნდა ჰქონდეს ადგილზე და ტექსტი სრულად და კარგად უნდა იკითხებოდეს.
მდებარეობა: მარკირება აკრია თავად ბაგირის ჩამჭერზე, ხოლო ბაგირზე - კუმშვადი მილაკის ქვეშ.
თითოეულ ეტიკეტზე მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
იხილეთ სურათი 12:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
აღწერა:
ოდელის ნომერი
სერია
პარტიის ნომერი
მწარმოებელი მწარმოებელი
იხილეთ ინსტრუქციები
ევროპული სტანდარტი
CE ნიშნები
უფლებამოსილი ორგანოს ნომერი, რომელიც ახორციელებს ტიპთან
შესაბამისობას
სიგრძე
დამზადების თვე
დამზადების წელიწადი
მწარმოებლის ვებ-მისამართი
გამოიყენეთ მხოლოდ 3M-ის 12,5 მმ (~1/2" in.) დიამეტრის საანკერო ხაზის ბაგირი
გამძლეობა
132

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents