3M AC40 Series User Instruction Manual page 130

Rope grab and rope lifeline
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
2.5
უსაფრთხო დიაპაზონი: მე-3 სურათზე ნაჩვენებია ვარდნის შეჩერების კომპონენტები. უნდა შევინარჩუნოთ
უსაფრთხოების საკმარისი დიაპაზონი (FC), რათა მიწაზე ან სხვა წინააღმდეგობაზე დაჯახებამდე მოხდეს
ვარდნის შეჩერება. უსაფრთხო დიაპაზონის სიგრძე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის:
ანკირების ადგილმდებარეობა, (A) საჭიმრის სიგრძე, (B) საჭიმრის შენელების მანძილი, (C) დამცველი
ღვედის გაწელვა, D-რგოლის/მაერთებლის სიგრძე და დაფიქსირება, (D) თოკის ჩამჭერის ჩამკეტი მანძილი,
(E) ვერტიკალური სამაშველო ხაზის სიგრძე და დაჭიმვა (SF) და უსაფრთხოების ფაქტორი. საჭიმრის სიგრძე
და საჭიმრის შენელების მანძილი სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა აქვს.
ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონის მოთხოვნების შესახებ დეტალები იხილეთ 1-ლ ცხრილში. მე-4 სურათზე
ჩანს, თუ როგორ მოქმედებს თოკის ჩამჭერის მდებარეობა ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონზე. მე-5 სურათზე
ჩანს ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონის საჭირო სიდიდე, რომელიც გამომდინარეობს თოკის ჩამჭერის
მდებარეობიდან. ვარდნის სიმაღლის მარაგის მოთხოვნების განსასაზღვრად იხილეთ მე-4 და მე-5 სურათი.
ვარდნის სიმაღლის მარაგის მოთხოვნების განსასაზღვრად (მე-4 და მე-5 სურათი):
გაზომეთ მანძილი (G) ანკერის წერტილსა და დამონტაჟებული თოკის ჩამჭერს შორის. ამ სიდიდის მიხედვით
მე-5 სურათიდან განსაზღვრეთ ვარდნის სიმაღლის საჭირო მარაგი (FC).
2.6
რხევით ვარდნა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა ანკირების წერტილი ვარდნის დაწყების წერტილის
ზუსტად ზევით არ არის (იხილეთ სურათი 6). რხევით ვარდნისას შეიძლება რაიმე საგანს დავეჯახოთ,
რამაც სერიოზული დაშავება ან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. იმისათვის, რათა რხევით ვარდნა არ
მოხდეს, ზუსტად მიმაგრების წერტილის ქვეშ უნდა იმუშაოთ. ნუ დაუშვებთ რხევით ვარდნას, თუ დაშავების
პოტენციალი არსებობს. რხევით ვარდნა მნიშვნელოვნად ზრდის მანძილს, რომელიც საჭიროა შემტაცი
მექანიზმებისა და სხვადასხვა სიგრძის მაერთებელი ქვესისტემების გამოყენების დროს.
2.7
კომპონენტების თავსებადობა: 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ 3M-ის მიერ დამტკიცებულ
კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან ქვესისტემების გამოყენებამ
ან შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობა გამოიწვიოს და უარყოფითად
იმოქმედოს მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.8
მაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევიან მაშინ,
როცა ისინი ერთად სამუშაოდ არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს მოულოდნელად
არ გახსნის მიუხედავად იმისა, თუ ისინი როგორ ორიენტაციას მიიღებენ. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე
შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-ს.
მაერთებლებს (კაუჭები, კარაბინები და დ-რგოლები) უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მინიმუმ 20 კნ-ს (4500
გირვანქა/2041 კგ). მაერთებლები უნდა იყოს სამაგრ წერტილებთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან
თავსებადი. ნუ გამოიყენებთ არათავსებად აღჭურვილობას. არათავსებადი მაერთებლები შეიძლება უცბად
გაიხსნას (იხილეთ მე-7 სურათი).მაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა და გამძლეობით. თუ
მაერთებელი ელემენტი, რომელზეც სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა ზომისაა ან
სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება, კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (A). ძალის
მოხვედრისას თუ რაზა გაიხსნება (B), სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მიმაგრების წერტილიდან მოძვრება
(C).
2.9
მიერთება: სასხლეტები ან კარაბინები, რომლებსაც ამ აღჭურვილობასთან ვიხმართ, მხოლოდ
თვითჩამკეტები უნდა იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებლის ზომა, ფორმა და
გამძლეობა აღჭურვილობის თავსებადი იყოს. ნუ გამოიყენებთ არათავსებად აღჭურვილობას. საგულდაგულოდ
შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებელი ჩაკეტილი ან ბოლომდე ჩამჯდარი იყოს.
3M-ის შემაერთებლები (სასხლეტები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ, როგორც მომხმარებლის შესაბამის
ინსტრუქციებშია მითითებული. არასწორი შეერთებები იხილეთ მე-8 სურათზე. ნუ გადააბამთ სასხლეტიან
კაუჭებსა და კარაბინებს:
A.
D-რგოლს, რომელზეც სხვა სამაგრია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზას ძალა დაადგეს.
C.
ცრუ მიერთებით, რომ კაუჭიდან ან კარაბინიდან გამოწეული ნაწილები სამაგრ წერტილზე ხვდება და
ვიზუალურად ისე ჩანს, თითქოს შემაერთებელი ბოლომდეა ჩამჯდარი სამაგრ წერტილში.
D.
ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ქსოვილის თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან საჭიმრის შემკვრელზე (გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა დამამზადებლის ინსტრუქციებით როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე დაიშვება ასეთი
გადაბმა).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება
ან გამოძვრება.
G.
ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელმა არასწორი პოზიცია მიიღოს.
130

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents