Download Print this page

Philips PerfectCare PSG9030/20R1 User Manual page 190

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
192
11
დაუთოება ორთქლის გონიერი ავტომატური მიწოდებით
12
13
დაუთოება ხელის რეჟიმში
14
დაუთოების პროცესში შესაძლებელია უთოს დადება უთოს ქვესადგამზე
ან საუთოო დაფაზე ჰორიზონტალურად. ActiveSense-ის ტექნოლოგიის
წყალობით ძირი საუთოო დაფის საფარს არ დააზიანებს (სურ. 11).
შენიშვნა: უთოს გამორთვის გარეშე ხანგრძლივი შესვენების
შემთხვევაში ორთქლი შეიძლება შეამჩნიოთ. ეს ნორმალურია.
ამგვარად სისტემა ძირის ოპტიმალურ ტემპერატურას შეინარჩუნებს.
ქსოვილის ტიპის განსაზღვრისას უთოს მზადყოფნის ინდიკატორი
ლურჯ სინათლეს გამოსცემს.
შენიშვნა: შეეცადეთ, არ შეეხოთ უთოს წინა ნაწილს, რადგან ის
შეიძლება გახურებული იყოს.
DynamiQ-ის სენსორის წყალობით თქვენი მოწყობილობა ორთქლის
გონიერი ავტომატური გამოშვების რეჟიმითაა აღჭურვილი. ეს
ტექნოლოგია ადგენს, როგორ და როდის მოძრაობს უთო. მოწყობილობის
ჩართვისას ეს რეჟიმი ნაგულისხმევად იქნება არჩეული (სურ. 12).
ActiveSense-ის ტექნოლოგიასთან ერთად ეს რეჟიმი უთოს საშუალებას
მისცემს, ავტომატურად განსაზღვროს ორთქლის ოპტიმალური
რაოდენობა მოწყობილობის მოძრაობისა და ქსოვილის ტიპის მიხედვით
და საჭირო არ იქნება ორთქლის გამოსაშვები ღილაკის გამოყენება.
ორთქლის გამოშვების გონიერ ავტომატურ რეჟიმში ორთქლი
ავტომატურად გამოვა უთოს გამოძრავებისას. უთოს მოძრაობის
შეწყვეტისთანავე ორთქლის მიწოდებაც შეწყდება (სურ. 13). მიუხედავად
ამისა, ამ რეჟიმში შეგიძლიათ, მაინც დააჭიროთ ორთქლის გამოსაშვებ
ღილაკს. ასეთ შემთხვევაში ორთქლი გამოვა მაშინაც კი, თუ უთო არ
მოძრაობს.
შენიშვნა: უსაფრთხოების დაცვის მიზნით გონიერ ავტომატურ რეჟიმში
ორთქლი შეწყდება, თუ უთოს ძირი მაღლა არის აწეული.
დარწმუნდით, რომ საუთოო დაფა ორთქლის გენერატორის ზომისა და
წონის შესაფერისია.
შეგიძლიათ, გამორთოთ ორთქლის გონიერი ავტომატური გამოშვების
რეჟიმი და დაუთოების პროცესში ორთქლის რაოდენობა ხელით
აკონტროლოთ.
-
გონიერი ავტომატური რეჟიმიდან გამოსასვლელად დააჭირეთ
ორთქლის გონიერი ავტომატური გამოშვების ღილაკს (სურ. 14).
ორთქლის გონიერი ავტომატური გამოშვების ინდიკატორი ჩაქრება.
დაუთოების გასაგრძელებლად დააჭირეთ ორთქლის გამოსაშვებ
ღილაკს.
-
ხელის რეჟიმში ტექნოლოგია ActiveSense მაინც ავტომატურად
დაარეგულირებს ორთქლის ტემპერატურასა და რაოდენობას
ქსოვილის ტიპის მიხედვით, მაგრამ ორთქლის მისაწოდებლად
ორთქლის გამოსაშვებ ღილაკზე დაჭერა იქნება აუცილებელი.

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Perfectcare 9000 series