Download Print this page

Philips PerfectCare PSG9030/20R1 User Manual page 189

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
მზადყოფნის ინდიკატორი თანაბარ სინათლეს არ გამოსცემს. როცა მოწყობილობა მუშაობისთვის
მზად იქნება, მოკლე ხმოვან სიგნალსაც გაიგონებთ.
შენიშვნა: მოწყობილობის ოპტიმალური მუშაობისთვის გირჩევთ, უთო პირველ ჩართვამდე
საუთოო დაფაზე დადოთ.
მოწყობილობის ძირიდან გაიგონებთ ხმას. ეს ნიშნავს, რომ წყლის მიწოდება ხდება ორთქლის
წარმოსაქმნელად.
წყლის სიმცირის ინდიკატორი
როცა წყლის რეზერვუარში წყალი თითქმის არ დარჩება, წყლის სიმცირის ინდიკატორი დაიწყებს
ციმციმს. შეავსეთ წყლის რეზერვუარი და დააჭირეთ ორთქლის გამოშვების ღილაკს, რათა
მოწყობილობა ისევ გახურდეს. შეგიძლიათ, ორთქლით დაუთოება გააგრძელოთ მას შემდეგ, რაც
მზადყოფნის ინდიკატორი თანაბარ სინათლეს გამოსცემს.
მოწყობილობის გამოყენება
ტექნოლოგია ActiveSense
თქვენი მოწყობილობა აღჭურვილია ActiveSense-ით, უთოთი ქსოვილის ტიპის
ამოსაცნობი ტექნოლოგიით, რომელიც მსოფლიოში პირველია. ხელოვნური
ინტელექტისა და უთოში ჩამონტაჟებული კამერის დახმარებით ის ამოიცნობს
ქსოვილის ტიპს დაუთოების პროცესში, ხოლო შემდეგ ავტომატურად ირჩევს
ოპტიმალურ ტემპერატურას და ორთქლის რაოდენობას. უთოს დატოვება
შესაძლებელია საუთოო დაფაზე. ის ქსოვილს არ დაწვავს.
ტექნოლოგია ActiveSense საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი
თანმიმდევრობით და ტემპერატურის რეგულირების აუცილებლობის
გარეშე დააუთოოთ ყველა ტიპის ქსოვილი, რომლის დაუთოებაც
დასაშვებია.
უთოს მზადყოფნის ინდიკატორი შეიძლება გამოსცემდეს თანაბარ
ცისფერ ან თეთრ ნათებას ტემპერატურის საჭირო რეჟიმის / ორთქლის
გამოშვების (ჩვეულებრივი ან გაძლიერებული) მიხედვით, რაც ქსოვილის
ტიპის საფუძველზე განისაზღვრება.
დაუთოებას ექვემდებარება ამ სიმბოლოების მქონე ქსოვილები (სურ. 9),
მაგალითად, ტილო, ბამბა, პოლიეთერი, აბრეშუმი, მატყლი, ვისკოზა და
ხელოვნური აბრეშუმი.
შენიშვნა: არ დააუთოოთ ტანსაცმელზე დატანილი ნახატები მაშინაც
კი, თუ ქსოვილის დაუთოება დასაშვებია.
ცალკეული დელიკატური ქსოვილებისა და სამკაულების (მაგალითად,
ზამშის, ველვეტის, ლითონის დეტალებისა და კილიტების) დაორთქვლა
რეკომენდებულია ქსოვილიდან მცირე დაშორებით უთოს დაჭერით.
აკრძალულია ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების დაუთოება (სურ. 10).
ასეთ ქსოვილებს მიეკუთვნება სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა
სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსის შემცველი ქსოვილები და
პოლიოლეფინები.
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
191
9
10

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Perfectcare 9000 series