Download Print this page

Philips PerfectCare PSG9030/20R1 User Manual page 188

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
190
შესავალი
მოგესალმებათ Philips და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად
სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/welcome.
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ბროშურა და
მომხმარებლის სახელმძღვანელო. ორივე დოკუმენტი შეინახეთ მომავალში გამოსაყენებლად.
პროდუქტის მიმოხილვა (სურ. 8)
1
ორთქლის მისაწოდებელი მილი
2
ორთქლის გამოსაშვები ღილაკი
3
ორთქლის გონიერი ავტომატური გამოშვების ღილაკი
4
უთოს მზადყოფნის ინდიკატორი
5
ძირი
6
კამერა ActiveSense
7
უთოს ქვესადგამი
8
ბლოკირების ფიქსატორი
9
შესავსები ნახვრეტი
10 წყლის მოსახსნელი რეზერვუარი
11 ორთქლის მისაწოდებელი მილის შესანახი განყოფილება
12 კაბელის შესანახი განყოფილება
13 ელექტროქსელის კაბელი შტეკერით
14 EASY DE-CALC-ის სარქველი
15 ჩართვა/გამორთვის ღილაკი განათებით
16 Calc-ის ინდიკატორი
17 ორთქლის მაქსიმალური გამოშვების ინდიკატორი
18 წყლის სიმცირის ინდიკატორი
გამოსაყენებლად მომზადება
გამოსაყენებელი წყლის ტიპი
ეს მოწყობილობა შექმნილია ონკანის წყალთან გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ხისტწყლიან
რეგიონში ცხოვრობთ, ნადები შეიძლება სწრაფად დაგროვდეს. ამიტომ, მოწყობილობის
ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად გირჩევთ, გამოხდილი ან დემინერალიზებული
წყალი გამოიყენოთ (ასევე, შესაძლებელია 1:1 პროპორციით შეურიოთ დემინერალიზებული/
გამოხდილი წყალი და ჩვეულებრივი წყალი).
გაფრთხილება: არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან
გამწმენდი საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად
გასუფთავებული წყალი ან სხვა ქიმიური ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს
წყლის გაჟონვა, ყავისფერი დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.
მოწყობილობის მომზადება სამუშაოდ
შეავსეთ წყლის რეზერვუარი ყოველ გამოყენებამდე ან როცა ციმციმს დაიწყებს „წყლის
სიმცირის ინდიკატორი". გამოყენების პროცესში წყლის რეზერვუარის შევსება ნებისმიერ
დროსაა შესაძლებელი.
1 მოწყობილობიდან ამოიღეთ წყლის რეზერვუარი და შეავსეთ მაქსიმალურ ნიშნულამდე MAX.
2 წყლის რეზერვუარი ჩასვით თავის ადგილზე. მოწყობილობაში თავდაპირველად ჩადეთ მისი
ქვედა ნაწილი.
3 წყლის რეზერვუარის ზედა ნაწილს დააწექით მიბჯენამდე (უნდა გაიჩხაკუნოს).
ელექტროქსელის კაბელის შტეკერი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და ორთქლის
გენერატორის ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს. დაელოდეთ, სანამ

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Perfectcare 9000 series