Philips GC7930/30 User Manual page 106

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 5
1 ორთქლის უთო დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, დააჭირეთ ორთქლის გამომშვებს,
უთოს ძირით მსუბუქად შეეხეთ ქსოვილს და უთო ზემოთ და ქვემოთ გადააადგილეთ (სურ. 12).
უსაფრთხო გადადება
უთოს გადადება ქსოვილის გადაწევის დროს
ქსოვილის გადაწევის დროს შეგიძლიათ, უთო დადოთ ქვესადგამზე ან ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში მოათავსოთ საუთოო დაფაზე (სურ. 13). OptimalTEMP ტექნოლოგია უზრუნველყოფს,
რომ უთოს ძირმა საუთოო დაფის შალითა არ დააზიანოს.
ავტომატური გამორთვა
-
მოწყობილობები გადადის ლოდინის რეჟიმში, თუ ის არ არის გამოყენებული 5 წუთის
განმავლობაში. ჩართა/გამორთვის ღილაკის ინდიკატორი ციმციმს დაიწყებს.
-
მოწყობილობის ხელახლა ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ან ორთქლის გამოსაშვებ
ღილაკს. მოწყობილობა გახურებას დაიწყებს.
-
მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება, თუ მას ლოდინის რეჟიმში გადასვლის შემდეგ 10
წუთის განმავლობაში არ გამოიყენებთ. ჩართვა/გამორთვის ღილაკის ინდიკატორი ჩაქრება.
გაფრთხილება: არასდროს დატოვოთ მოწყობილობა მეთვალყურეობის გარეშე, როცა
ის ელექტროქსელშია შეერთებული. გამოყენების შემდეგ ყოველთვის გამორთეთ
მოწყობილობა შტეფსელიდან.
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
ნადებისგან გასუფთავების ჭკვიანი სისტემა
მოწყობილობა აღჭურვილია სისტემით Smart Calc-Clean, ნადებისგან რეგულარული გაწმენდისა
და გასუფთავების უზრუნველსაყოფად. ეს გვეხმარება ორთქლის მიწოდების ეფექტურობის
შენარჩუნებაში, და დროთა განმავლობაში ნადებისგან ნაწილაკების და უთოს ძირის
ნახვრეტებიდან ჭუჭყის გამოსვლის თავიდან არიდებაში. იმაში დასარწმუნებლად, რომ
გასუფთავების პროცესი შესრულდა, მოწყობილობა რეგულარულ შეხსენებებს გამოგიგზავნით.
ხმოვანი და შუქური შეხსენება ნადებისგან გასუფთავების შესახებ
1-3 თვიანი გამოყენების შემდეგ ციმციმს დაიწყებს ნადებისგან გასუფთავების ინდიკატორი და
მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს, იმაზე მისათითებლად, რომ საჭიროა ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის შესრულება (სურ. 14).
ამას გარდა, არსებობს ნადებისგან დაგროვებისგან მოწყობილობის დაცვის დამატებითი
მექანიზმი: ორთქლის მიწოდების ფუნქცია გამოირთვება, თუ ნადებისგან გასუფთავების
პროცედურას არ შეასრულებთ (სურ. 15). ნადებისგან გასუფთავების ოპერაციის შესრულების შემდეგ
ორთქლის გამოშვების ფუნქცია აღდგება. ეს მოხდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის წყალს
იყენებთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების პროცესის შესრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი
მაშინაც კი, თუ ხმოვანი და შუქური შეხსენება ჯერ არ გააქტიურებულა.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულება Calc-Clean-ის
კონტეინერის გამოყენებით
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურის ჩატარებისას მოწყობილობა არ
დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე.
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურა ყოველთვის შეასრულეთ Calc-
Clean-ის კონტეინერის გამოყენებით. არ შეწყვიტოთ პროცესი მოწყობილობის Calc-Clean-ის
კონტეინერიდან აღებით, რადგან უთოს ძირიდან ცხელი წყალი და ორთქლი გამოვა.
1 ნახევრად შეავსეთ წყლის რეზერვუარი.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს დარწმუნდით, რომ მოწყობილობა ჩართულია და
შეერთებულია ელექტროქსელში.
ქართული
107

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc7900 series

Table of Contents