Philips GC7930/30 User Manual page 105

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 5
ქართული
106
-
ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების(სურ. 5) დაუთოება არ შეიძლება. ასეთ ქსოვილებს მიეკუთვნება
სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსის შემცველი
ქსოვილები და პოლიოლეფინები (მაგ., პოლიპროპილენი). არ შეიძლება არც ტანსაცმელზე
დატანილი სურათების დაუთოება.
დაუთოება
1 მოწყობილობა მოათავსეთ მყარ და თანაბარ ზედაპირზე.
შენიშვნა: დაუთოებისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით გირჩევთ, უთოს ძიღი ყოველთვის მყარ
საუთოო დაფაზე, მაგიდაზე ან იატაკზე დადოთ.
2 დარწმუნდით, რომ წყლის რეზერვუარში საკმარისი წყალია.
3 შესანახი განყოფილებიდან ამოიღეთ ძირითადი კაბელი და წყლის მიწოდების მილი.
4 ძირითადი კაბელი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და მოწყობილობის ჩასართავად
დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს (სურ. 6). დაელოდეთ, სანამ მზადყოფნის ინდიკატორი
თანაბრად არ აინთება (სურ. 7). ამას დასჭირდება დაახლოებით 2 წუთი.
5 დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს, რათა მოხსნათ უთო ქვესადგამიდან
(სურ. 8).
6 დაუთოების დასაწყებად დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს (სურ. 9).
შენიშვნა: დაუთოების დაწყებისას და განსაკუთრებით, ორთქლის გამომშვების პირველად
გამოყენებისას მოწყობილობიდან ორთქლის გამოშვებას 30 წამზე მეტი შეიძლება დასჭირდეს.
შენიშვნა: ტუმბო აქტიურდება ყოველ ჯერზე, როცა ორთქლის გამომშვებს აჭერთ თითს. ამ დროს
შეიძლება გაიგონოთ სუსტი ტკაცუნის ხმა. ტუმბოს მიერ გამოცემული ხმა უფრო მაღალი იქნება,
როცა რეზერვუარი წყლისგან დაიცლება.
7 საუკეთესო დაუთოების შედეგების მისაღებად ორთქლით დაუთოების შემდეგ ქსოვილს უთო
გადაუუსვით ორთქლის გამოშვების გარეშე.
შენიშვნა: თუ ორთქლის გამომშვებს საკმარისად მალე არ აუშვებთ თითს და უთოს ქვესადგამზე
არ დადებთ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ორთქლი მაინც გამოდის, რაც ნორმალურია. ასეთი
შედეგის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, რომ უთო დაფაზე დატოვოთ ქსოვილის გადაწევისას.
ყურადღება! ორთქლი არ მიმართოთ ადამიანებისკენ.
MAX რეჟიმის ფუნქცია
ორთქლის უფრო ძლიერი ნაკადის გამოსაშვებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ MAX რეჟიმი, რომელიც
უსაფრთხოა ყველა ქსოვილისთვის, რომელთა დაუთოება ნებადართულია.
ისეთი ქსოვილებისთვის, როგორიცაა ბამბა, ჯინსი და სელი რეკომენდებულია MAX რეჟიმის
გამოყენება.
1 დააჭირეთ და 2 წამის განმავლობაში არ აუშვათ ჩართვა/გამორთვის ღილაკს, სანამ ინდიკატორი
თეთრად არ აინთება.
2 MAX რეჟიმის გამოსართავად დააჭირეთ და 2 წამის განმავლობაში არ აუშვათ ჩართვა/
გამორთვის ღილაკს, სანამ ინდიკატორი ლურჯად არ აინთება.
ორთქლის გაძლიერების ფუნქცია
1 3 წამის განმავლობაში ორთქლის ძლიერი ნაკადის გამოსაშვებად ორჯერ სწრაფად დააჭირეთ
ორთქლის გამომშვებს (სურ. 10).
შენიშვნა: ორთქლის გაძლიერების ფუნქციის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ უხეში
ნაოჭების შემთხვევაში.
ვერტიკალური დაუთოება
გაფრთხილება: უთოდან ცხელი ორთქლი გამოდის. არასდროს სცადოთ ტანსაცმლის
დაუთოება, როცა ის ადამიანს აცვია (სურ. 11). ორთქლი არ მიმართოთ საკუთარი ან სხვისი
ხელისკენ.
დაკიდებული ქსოვილების დასაუთოებლად შეგიძლიათ, ორთქლის უთოს ვერტიკალურ
მდგომარეობაში გამოყენება.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc7900 series

Table of Contents