Philips GC7930/30 User Manual page 104

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 5
შესავალი
მოგესალმებათ Philips და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად
სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/welcome.
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე მომხმარებლის
სახელმძღვანელო, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბროშურა და მოკლე პრაქტიკული
სახელმძღვანელო. შეინახეთ იგი მომავალში გამოსაყენებლად.
პროდუქტის მიმოხილვა (სურ. 1)
1 ძირი
2 მზადყოფნის ინდიკატორი
3 ორთქლის გამომშვები/ორთქლის გამაძლიერებელი
4 წყლის მიწოდების მილი
5 უთოს ქვესადგამი
6 ბლოკირების ფიქსატორი
7 წყლის რეზერვუარის მოსახსნელი ბერკეტი
8 შესავსები ნახვრეტი
9 წყლის მოსახსნელი რეზერვუარი
10 წყლის მიწოდების მილის შესანახი განყოფილება
11 ელექტროქსელის კაბელი შტეკერით
12 Smart Calc-Clean-ის კონტეინერი
13 CALC-CLEAN-ის ღილაკი ინდიკატორით
14 ჩართვა/გამორთვის ღილაკი ჩართვისა და გამორთვის ინდიკატორით
გამოსაყენებლად მომზადება
გამოსაყენებელი წყლის ტიპი
ეს მოწყობილობა შექმნილია ონკანის წყალთან გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ხისტწყლიან
რეგიონში ცხოვრობთ, ნადები შეიძლება სწრაფად დაგროვდეს. ამიტომ, მოწყობილობის
ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად, რეკომენდებული გამოხდილი ან
დემინერალიზებული წყლის გამოიყენება (ასევე, შესაძლებელია 50% დემინერალიზებული/
გამოხდილი წყალი შეურიოთ ჩვეულებრივ წყალთან).
გაფრთხილება: არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან
გამწმენდი საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად
გასუფთავებული წყალი ან სხვა ქიმიური ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს
წყლის გაჟონვა, ყავისფრად დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.
წყლის რეზერვუარის შევსება
წყლის რეზერვუარი შეავსეთ ყოველი გამოყენების წინ და ასევე მაშინ, როცა რეზერვუარში წყლის
დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება. გამოყენების პროცესში წყლის რეზერვუარის შევსება
ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
1 დააჭირეთ წყლის რეზერვუარის სახელურზე არსებულ ბერკეტს და სადგამიდან მოხსენით წყლის
რეზერვუარი (სურ. 2).
2 აავსეთ წლის რეზერვუარი ნიშნულამდე MAX (სურ. 3).
3 წყლის რეზერვუარის ნაწილს დააწექით ადგილზე მიბჯენამდე („ჩხაკუნი").
მოწყობილობის გამოყენება
ქსოვილები, რომელთა დაუთოება დაშვებულია
არ დააუთოოთ ქსოვილები, რომლებიც დაუთოებას არ ექვემდებარება.
-
ქსოვილები ამ სიმბოლოებით(სურ. 4) დაუთოებადია, მაგალითად, სელი, ბამბა, პოლიესთერი,
აბრეშუმი, მატყლი, ვისკოზა და ხელოვნური აბრეშუმი.
ქართული
105

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc7900 series

Table of Contents