ზოგადი ინფორმაცია
ინტერაქტიული პანელი Multiboard Light+ განკუთვნილია Android-ის საოპერაციო სისტემის ბაზაზე შექმნილ
დანართებთან მუშაობისთვის, მონაცემების შექმნის და დამუშავებისთვის. დაყენება ხდება კედელზე ან იატაკის
სადგამზე VESA სამაგრის დახმარებით. გათვალისწინებულია ინტერნეტ-ქსელთან სადენიანი და უსადენო მიერთება,
გარე მოწყობილობების სადენიანი და უსადენო მიერთება, შიდა მინი-კომპიუტერის დაყენება. მართვა ხდება
სენსორული ეკრანის და/ან დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით.
ტექნიკური მახასიათებლები
ელექტროკვება: შესასვლელი AC 100–240 ვ, 10,0 ა, 50/60 ჰც, 800,0 ვტ (მაქს.), ≤ 0,5 ვტ მოლოდინის რეჟიმში.
ეკრანის დიაგონალი: 110". ეკრანის გარჩევადობა: 3840×2160 (Ultra HD), ეკრანის ასპექტის თანაფარდობა 16:9. ეკრანის
ტექნოლოგია: თხევადკრისტალური, სენსორული (ინფრაწითელი), ერთდროული ზემოქმედების 20 წერტილამდე,
ქვედა განათება Direct LED. ხედვის კუთხე: 178° (ვერტიკალზე) / 178° (ჰორიზონტალზე). სიკაშკაშე: 450 კდ/მ².
კონტრასტულობა: 5000:1. სიხშირე 60 ჰც. პასუხის დრო ≤ 8 მს.
გასართები: AUDIO IN; AUDIO OUT; DP IN; HDMI IN (×3); HDMI OUT; JAE (80 pin); LAN (RJ45) (×2); MIC IN; RS232 IN; S/PDIF;
USB Type A 2.0; USB Type A 3.0 (×4); USB Type B 3.0 (×4); USB Type C (×2); VGA IN; სლოტი SD-ბარათისთვის.
სისტემური მახასიათებლები პროცესორები: ARM Cortex A73 2,2 გჰც (×4) + ARM Cortex A53 2,0 გჰც (×4). გრაფიკა: Mali-
G52 MP8 (800 მჰც). ოპერატიული დამამახსოვრებელი მოწყობილობა: 8 გბ. შიდა მეხსიერება: 64 გბ. ОС Android 13
(წინასწარ დაყენებული). LAN: 10/100/1000 მბიტ/წმ. Wi-Fi 802.11 (a/b/g/n/ac) 2,4 / 5,0 გჰც, ≤ 18,79 დბმ (75,68 მვტ). BT 4.2 /
5.1, ≤ 3,96 დბმ (2,49 მვტ); NFC ≤ 30 см (NFC-A, NFC-B).
დინამიკები: 2.1 (16,0 ვტ, მაღალსიხშირიანი (×2); 16,0 ვტ, დაბალსიხშირიანი (×1)). ვიდეოკამერა: 13 მპქ, Ultra HD (4K,
≤ 30 კადრი/წმ). ვიდეოსიგნალის შეკუმშვა: MJPEG. ხედვის კუთხე: 85° (დიაგონალზე) / 58° (ვერტიკალზე) / 73°
(ჰორიზონტალზე). ფოკუსირების დისტანცია ≥ 80 სმ. მიკროფონები: 6 ცალი.; ხმის დაჭერის რადიუსი ≤ 8 მ.
მასალა: ალუმინი, გამოწრთობილი შუშა. ფერი: შავი. ზომა (სიგრძე×სიგანე×სიმაღლე): 2507,1×152,9×1482,1 მმ. მასა
ნეტო. 132კგ. თავსებადი VESA სამაგრის ზომა: 800×1000 (M8).
ექსპლუატაციის პირობები: ტემპერატურა 0...+40 °C; ფარდობითი ტენიანობა 10–80 % (კონდენსაციის გარეშე).
შენახვის პირობები: ტემპერატურა −40...+60 °C; ფარდობითი ტენიანობა 10–80 % (კონდენსაციის გარეშე).
მიწოდების კომპლექტი: ინტერაქტიული პანელი Multiboard Light+, დისტანციური მართვის პულტი, კვების 2
კაბელი (შტეფსელები E/F და G) (3 მ), კაბელი USB Type A/B (3 მ), კაბელი HDMI (3 მ), სტილუსები (6 ც.), მომხმარებლის
მოკლე სახელმძღვანელო.
გარანტია: 2 წელი + 1 წელი უფასო სარემონტო მომსახურება, თუ ადგილობრივი კანონმდებლობით სხვა რამ არ
არის დადგენილი (იხ. prestigio-solutions.com/warranty). ექსპლუატაციის ვადა: 3 წელი.
შეზღუდვები და გაფრთხილებები
ყურადღება! გაფრთხილებები, სიფრთხილის ზომები და აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი ინსტრუქციები არ
მოიცავენ ყველა შესაძლო სახიფათო სიტუაციას. მოწყობილობის გამოყენებისას საჭიროა იხელმძღვანელოთ საღი აზრით.
1. დაიცავით სიფრთხილე ინტერაქტიული პანელის გადაადგილებისას და დაყენებისას. დაყენება უნდა შეასრულონ
კვალიფიციურმა მემონტაჟეებმა (არანაკლებ 2 ადამიანისა).
2. გამოიყენეთ მოწყობილობა მხოლოდ შენობის შიგნით. არ დაუშვათ მოწყობილობაზე მაღალი ტემპერატურების
(ელექტროგამაცხელებლის, მზის პირდაპირი სხივების) ზემოქმედება. არ დაუშვათ მოწყობილობის შიგნით
სითხეების და მტვრის მოხვედრა.
3. არ დახუროთ მოწყობილობის სავენტილაციო ღიობები.
4. მოწყობილობა არ არის განკუთვნილი 14 წლის ასაკამდე ბავშვების ან შეზღუდული ფიზიკური, ფსიქიკური ან
გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების მიერ, რომლებსაც არ აქვთ მოწყობილობის ექსპლუატაციის საკმარისი
გამოცდილება ან ცოდნა.
5. არ დაშალოთ მოწყობილობა და თავად არ ეცადოთ მისი შეკეთება.
6. კაბელები მიუერთეთ მხოლოდ გამორთულ ინტერაქტიულ პანელს.
7. არ დაუშვათ ინტერაქტიულ პანელთან მისაერთებელი კაბელების გადაღუნვა და ჩაჭერა. არ დაუშვათ კაბელების
კონტაქტი ცხელ ზედაპირებთან და ბასრ საგნებთან. არ გამოიყენოთ არასერტიფიცირებული ან დაზიანებული
კაბელები.
8. ინტერაქტიული პანელების გასართები გამოიყენეთ მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებით. არ შეაერთოთ
გასართებში გარეშე საგნები, არ გამოიყენოთ ძალა გასართებთან კაბელების და ფლეშ-მეხსიერების ბარათების
მიერთებისას.
9. რეგულარულად განაახლეთ დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა და მოწყობილობის ჩაშენებული
პროგრამა მათ ბოლო ვერსიებამდე.
10. პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ მისი სისტემური მოთხოვნები შეესაბამებიან
ინტერაქტიული პანელის პარამეტრებს. პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის საკითზებზე მიმართეთ მისი
დამმუშავებლის მხარდაჭერის სამსახურს.
11. სენსორულ ეკრანს შეეხეთ მხოლოდ სუფთა ხელებით ან მიწოდების კომპლექტში შემავალი სტილუსებით. არ
დაუშვათ ეკრანზე დარტყმები, არ შეეხოთ მას ბასრი საგნებით.
12. გაწმენდის წინ გამორთეთ მოწყობილობა და გამოაერთეთ ის ელექტროქსელიდან. ზედაპირი გაწმინდეთ ოდნავ
ტენიანი ქსოვილით მსუბუქი მოძრაობით, დაწოლის გარეშე. არ გამოიყენოთ აგრესიული სარეცხი ან აბრაზიული
საშუალებები, აგრეთვე მეტალის ღრუბლები.
13. გამოაერთეთ მოწყობილობა ელექტროქსელიდან ჭექა-ქუხილის დროს.
14. ინტერაქტიული პანელის გამორთვამდე ან დასვენების რეჟიმში გადაყვანამდე დარწმუნდით, რომ გამორთულია
პანელში ჩაყენებული მინი-კომპიუტერი (მისი არსებობისას).
თუ გაგიჩნდათ პრობლემები ან შეკითხვები მოწყობილობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, გამყიდველთან მის
დაბრუნებამდე დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს. ამისთვის შეავსეთ ფორმა, რომელიც
მითითებულია prestigio-solutions.com საიტზე მთავარი გვერდის ქვედა ნაწილში.
44
PSMB068P110
© 2024 Prestigio Solutions
Need help?
Do you have a question about the Multiboard Light+ PSMB068P110 and is the answer not in the manual?