Download Print this page

პირველ გამოყენებამდე; მოწყობილობის გამოყენება - Philips AVENT SCF870 Manual

Hide thumbs Also See for AVENT SCF870:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
პირველ გამოყენებამდე
1
მოაცილეთ მოწყობილობას ყველა შესაფუთი მასალა.
2
გაასუფთავეთ ყველა ნაწილი ძრავის ბლოკის ნაცვლად (იხილეთ თავი
„დასუფთავება და მოვლა-შენახვა").
მოწყობილობის გამოყენება
საჭიროების შემთხვევაში, თავსახურის მოხსნამდე და დასაბლენდერებლად
მეტი ინგრედიენტის ჩამატებამდე ყოველთვის დარწმუნდით, რომ ორთქლით
დამუშავების შემდეგ ჭურჭლის თავსახური საკმარისად გაგრილდა. არ
გადააჭარბოთ ჯამზე მითითებულ მაქსიმალურ დონეს.
წყლის რეზერვუარი დაცალეთ, სანამ მას ხელახლა გაავსებთ ორთქლზე
დამუშავების ახალი პროცესის დასაწყებად.
ორთქლით დამუშავების დაწყებამდე ყოველთვის დარწმუნდით, რომ დანების
მწვანე ბლოკის ზედა კიდე საჭმლით არ არის დაფარული.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია ორთქლით ახალი მყარი ინგრედიენტების
დამუშავებისთვის და შემდეგ დაბლენდერების გზით ბავშვის საჭმლის
მომზადებისთვის. მაგალითებისთვის იხილეთ რეცეპტების ბროშურა. როგორც წესი,
ჯერ თქვენ ინგრედიენტებს ამუშავებთ ორთქლზე, ხოლო შემდეგ — აბლენდერებთ.
ამის მიუხედავად, მოწყობილობის გამოყენება, ასევე, შესაძლებელია მხოლოდ
ორთქლით დამუშავებისთვის ან დაბლენდერებისთვის. როცა მოწყობილობას
მხოლოდ დაბლენდერებისთვის იყენებთ, გამოტოვეთ სექციები „წყლის
რეზერვუარის ავსება" და „ორთქლით დამუშავება", გაეცანით მხოლოდ იმ
ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია სექციაში „დაბლენდერება". დაბლენდერების
შემდეგ ორთქლით არასდროს დაამუშავოთ უკვე დაბლენდერებული საკვები.
არასდროს დაამუშაოთ ორთქლით ინგრედიენტების ერთი და იგივე პარტია
20 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ან ერთზე მეტჯერ.
მოწყობილობა განკუთვნილი არ არის:
საკვების გასალღობად
გაყინული საკვების ორთქლზე დასამუშავებლად
უკვე დაბლენდერებული საკვების ორთქლზე დასამუშავებლად
ერთი და იმავე ინგრედიენტების ორთქლით დამუშავება 20 წუთზე მეტი ხნის
განმავლობაში
ბრინჯისა და მაკარონის მოსამზადებლად
ინგრედიენტების ჯერ დასაბლენდერებლად, ხოლო შემდეგ ორთქლზე
დასამუშავებლად
სითხეების, მაგ., წვნიანისა და წყლის გასაცხელებლად
საჭმლისთვის სითბოს შესანარჩუნებლად რამდენიმე საათის განმავლობაში
საჭმლის შესაცხელებლად
- ქართული 88 -

Hide quick links:

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scf870/20