Download Print this page

ნადებისგან წყლის რეზერვუარის გასუფთავება - Philips AVENT SCF870 Manual

Hide thumbs Also See for AVENT SCF870:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
7
გამოყენების დასრულებისთანავე ცოტაოდენი სარეცხი საშუალების
გამოყენებით ცხელი წყლით გაასუფთავეთ საჭმელთან შეხების მქონე სხვა
ნაწილები.
შენიშვნა: ასევე, შესაძლებელია ძრავის ბლოკის გარდა ყველა ნაწილის
გასუფთავება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
8
საჭიროების შემთხვევაში ძრავის ბლოკი გაწმინდეთ სველი ნაჭრით.
9
შეამოწმეთ, საჭმლის ნაწილაკები ხომ არ მოხვდა წყლის რეზერვუარში. ამის
გაკეთება შეგიძლიათ ჩასასხმელ ღიობში ჩახედვით იმის შესამოწმებლად,
არის თუ არა მასში საჭმლის ნაწილაკები, ან იმის შემოწმებით, წყალს ხომ არ
აქვს უჩვეულო ფერი და არასასიამოვნო ან დამწვრის სუნი.
ასეთ შემთხვევაში გაასუფთავეთ წყლის რეზერვუარი (იხილეთ სექცია
„წყლის რეზერვუარის გასუფთავება" ამ თავში).
10
ბაქტერიების მომრავლების თავიდან ასაცილებლად დატოვეთ ჩასასხმელი
ღიობი თავღია.
ნადებისგან წყლის რეზერვუარის გასუფთავება
წყლის რეზერვუარში მოხვედრის შემთხვევაში საჭმლის ნაწილაკები გამათბობელ
ელემენტს შეიძლება მიეკრას ორთქლით დამუშავების მომდევნო ციკლების
განმავლობაში. აღნიშნული ნაწილაკების მოცილება შეუძლებელი იქნება მხოლოდ
წყლის რეზერვუარის გარეცხვით.
ამასთან ერთად, მოწყობილობა ნადებისგან უნდა გაასუფთაოთ ყოველ ოთხ კვირაში,
რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ის 100% ეფექტურობით აგრძელებს მუშაობას.
ნადების წარმოქმნის შესამცირებლად წინასწარ ადუღებული ან გაფილტრული
წყლის გამოყენება დაგეხმარებათ.
წყლის რეზერვუარი საკვების ნარჩენებისგან რომ გაასუფთაოთ და მოწყობილობას
ნადები მოაცილოთ, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას ნადების მოცილების
შესახებ.
1
შეამოწმეთ, რომ მოწყობილობა გამორთულია.
2
დაამატეთ 50 ml თეთრი ძმარი (8% ძმარმჟავა) 150 ml წყალს.
შენიშვნა: ასევე შეგიძლიათ ლიმონმჟავაზე დაფუძნებული გამწმენდი
საშუალებების გამოყენება. არ გამოიყენოთ სხვა სახის საწმენდი საშუალებები.
3
აავსეთ წყლის რეზერვუარი ძმრის (ან ლიმონმჟავას) და წყლის ხსნარით.
4
დახურეთ ჩასასხმელი ღიობის ხუფი.
5
მოათავსეთ ცარიელი ჯამი (რომელშიც არ არის საკვები) ძრავის ბლოკზე
ორთქლით დამუშავების მდგომარეობაში (ანუ ისე, რომ თავსახური
მიმართული იყოს ქვემოთ).
6
შეაბრუნეთ მართვის ღილაკი ორთქლით დამუშავების პოზიციისკენ.
» ორთქლით დამუშავების მანიშნებელი ნათურა სტაფილოსფრად აინთება,
რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობა ორთქლით დამუშავების რეჟიმშია.
7
გამორთეთ მოწყობილობა 5-6 წუთით ორთქლით დამუშავების შემდეგ და
გამოაერთეთ ელექტროწყაროდან.
- ქართული 100 -

Hide quick links:

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scf870/20