Download Print this page

მნიშვნელოვანი ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ; მნიშვნელოვანია - Philips AVENT SCD831 Manual

Hide thumbs Also See for AVENT SCD831:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
მნიშვნელოვანი ინფორმაციის
უსაფრთხოების შესახებ
მნიშვნელოვანია
ყურადღებით წაიკითხეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოწყობილობის გამოყენებამდე და შეინახეთ მომავალში
გამოსაყენებლად.
ეს ბავშვის მონიტორი განკუთვნილია როგორც
დამხმარე საშუალება. ეს არ წარმოადგენს ზრდასრულთა
პასუხისმგებლიანი და სათანადო ზედამხედველობის
შემცვლელს და არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ასეთი.
არასოდეს დატოვოთ ბავშვი სახლში მარტო. ყოველთვის
დარწმუნდით, რომ იქ არის ვიღაც, ვინც ბავშვს მოუვლის და
იზრუნებს მის საჭიროებებზე.
უარყოფა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ იყენებთ ამ დამხმარე
მონიტორს საკუთარი რისკის ქვეშ. Koninklijke Philips N.V. და მისი
შვილობილი კომპანიები არ არიან პასუხისმგებლები ბავშვის
სამეთვალყურეო მოწყობილობის მუშაობაზე ან მის გამოყენებაზე
და შესაბამისად არ იღებენ პასუხისმგებლობას თქვენ მიერ ბავშვის
სამეთვალყურეო მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საფრთხე
-
არასოდეს მოათავსოთ დამხმარე მონიტორის რომელიმე ნაწილი
წყალში ან სხვა სითხეში. არ მოათავსოთ მოწყობილობა იქ,
სადაც წყალი ან სხვა სითხე შეიძლება წვეთავდეს ან დაესხუროს
მას. არასოდეს გამოიყენოთ დამხმარე მონიტორი ტენიან
ადგილებში ან წყალთან ახლოს.
-
არასოდეს დადოთ რაიმე ნივთი დამხმარე მონიტორის თავზე
და არ დაფაროთ იგი. არ დაბლოკოთ სავენტილაციო ღიობები.
დააინსტალირეთ მწარმოებლის მითითებების თანახმად.
ყურადღება! მოხრჩობის საფრთხე-ბავშვები იხრჩობიან
სადენებით. შეინახეთ ეს კაბელი ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას (3 ფტ (0,9 მ) დაშორებით). არ
მოხსნათ იარლიყი.
გაფრთხილება
-
მოწყობილობის შეერთებამდე შეამოწმეთ, შეესაბამება
თუ არა გადამყვანზე მითითებული ძაბვა ადგილობრივი
ელექტროქსელის ძაბვას.
-
არ შეცვალოთ და არ მოჭრათ გადამყვანისა და მისი სადენის
რომელიმე ნაწილი, რადგან ეს იწვევს საშიშ სიტუაციას.
-
გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული გადამყვანი.
-
თუ ადაპტერი დაზიანებულია, ყოველთვის შეცვალეთ იგი
ორიგინალი ტიპით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
- ქართული 97 -

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scd833Avent scd835Avent scd835/52