Download Print this page

ბავშვის მონიტორის გამოყენება; მშობლისა და ბავშვის მოწყობილობების დაკავშირება - Philips AVENT SCD831 Manual

Hide thumbs Also See for AVENT SCD831:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
1
Eco
20°C
ბავშვის მონიტორის გამოყენება
მშობლისა და ბავშვის მოწყობილობების დაკავშირება
როდესაც მშობლისთვის განკუთვნილი მოწყობილობის
მრავალჯერადად დასატენი ბატარეა თითქმის ბოლომდე
დამჯდარია, ბატარეის სტატუსის სინათლე ინთება წითლად და
მშობლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა ხმას გამოსცემს.
თუ ბატარეა ბოლომდე დამჯდარია და მშობლისთვის განკუთვნილი
მოწყობილობა არ არის მიერთებული სადენზე, ის ავტომატურად
ითიშება და კარგავს კონტაქტს ბავშვისთვის განკუთვნილ
მოწყობილობასთან.
შენიშვნა: ჩაშენებული მრავალჯერადად დასატენი ბატარეების
ამოღება პროდუქტიდან შეუძლებელია.
შენიშვნა: ბატარეა ეტაპობრივად და ძალიან ნელა ჯდება,
მაშინაც კი, როდესაც მშობლისთვის განკუთვნილი
მოწყობილობა გამორთულია.
რჩევა: ბატარეის დასაზოგად, გამორთეთ მშობლისთვის
განკუთვნილი მოწყობილობა, როდესაც არ იყენებთ.
შენიშვნა: გირჩევთ მშობლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა
მიერთებული გქონდეთ სადენზე მთელი ღამის განმავლობაში.
თუ მშობლისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ბატარეა
იცლება ღამის განმავლობაში, ის გამოსცემს სიგნალს და
შესაძლებელია ამან გაგაღვიძოთ.
1 გადასწიეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკი ბავშვისთვის
განკუთვნილ მოწყობილობაზე ზედა მიმართულებით და
დააყენეთ ON პოზიციაზე.
2 როდესაც ბავშვისთვის განკუთვნილი მოწყობილობა ჩართულია,
ჩართვის სინათლე მოწყობილობაზე ინთება მწვანედ.
შენიშვნა: ჩართვის მაჩვენებელი სინათლე ბავშვისთვის
განკუთვნილ მოწყობილობაზე ყოველთვის ინთება მწვანედ,
მაშინაც კი, როდესაც არ არის მიერთებული მშობლისთვის
განკუთვნილ მოწყობილობაზე.
- ქართული 101 -

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scd833Avent scd835Avent scd835/52