Download Print this page

Philips AVENT SCD831 Manual page 100

Hide thumbs Also See for AVENT SCD831:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
-
ამ მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია ბავშვებისთვის
8 წლიდან და ასევე შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან
გონებრივი შესაძლებლობების ან გამოცდილებისა მქონე და
ცოდნის არმქონე პირებისთვის, თუ მათ მიიღეს ინსტრუქცია
მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ან
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ესმით, რა საფრთხეები
არსებობს. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მოწყობილობით.
ბავშვებისთვის აკრძალულია მოწყობილობის გაწმენდა და
მოვლა-შენახვა მეთვალყურეობის გარეშე.
-
დაიცავით ქსელის კაბელი მასზე გადავლისგან ან დაჭიმვისგან,
განსაკუთრებით შტეფსელებთან, როზეტებთან და იმ
წერტილთან, სადაც ისინი მოწყობილობიდან გამოდის.
-
დარწმუნდით, რომ ბავშვის მონიტორი ისე მოათავსოთ, რომ
მისმა კაბელმა არ შექმნას დაბრკოლება კარსა ან გასასვლელში.
თუ ბავშვის მონიტორს მაგიდაზე ან დაბალ კარადაზე დადებთ,
არ დატოვოთ ქსელის კაბელი მაგიდის ან კარადის კიდეზე
ჩამოკიდებული. დარწმუნდით, რომ კაბელი არ დევს იატაკზე,
სადაც ის სიარულისას საშიშროებას წარმოადგენს.
-
შეინახეთ შესაფუთი მასალები (პლასტმასის ჩანთები, მუყაოს
ბუფერები და ა.შ.) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,
რადგან ისინი სათამაშო არ არის.
-
დენის დარტყმის თავიდან ასაცილებლად არ გახსნათ ბავშვის ან
მშობლის მოწყობილობის კორპუსი.
ბატარეის უსაფრთხოების ინსტრუქციები
-
გამოიყენეთ ეს პროდუქტი მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ
და მიჰყევით ზოგადი და ბატარეის უსაფრთხოების
ინსტრუქციებს, როგორც აღწერილია წინამდებარე
მომხმარებლის სახელმძღვანელოში. ნებისმიერმა არასწორად
გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დენის დარტყმა, დამწვრობა,
ხანძარი და სხვა საფრთხეები ან ტრავმები.
-
ბატარეის დასატენად გამოიყენეთ მხოლოდ ის მოსახსნელი
მიწოდების მოწყობილობა,* რომელიც პროდუქტს მოყვება. არ
გამოიყენოთ დამაგრძელებელი კაბელი.
-
დატენეთ, გამოიყენეთ და შეინახეთ პროდუქტი 0 °C-დან
40 °C-მდე ტემპერატურაზე.
-
ყოველთვის გამორთეთ პროდუქტი, როდესაც ის სრულად
დაიტენება.
-
არ დაწვათ პროდუქტები და მათი ბატარეები და არ მოათავსოთ
ისინი მზის სინათლის ან მაღალი ტემპერატურის (მაგ. ცხელ
მანქანებში ან ცხელ ღუმელებთან ახლოს) პირდაპირი
ზემოქმედების ქვეშ. ბატარეები შეიძლება აფეთქდეს
გადახურების შემთხვევაში.
-
თუ პროდუქტი არანორმალურად ცხელდება, გამოსცემს
არანორმალურ სუნს, იცვლის ფერს ან თუ დატენვას
ჩვეულებრივზე ბევრად მეტი დრო სჭირდება, შეწყვიტეთ
პროდუქტის გამოყენება და დატენვა და დაუკავშირდით Philips-ის
ადგილობრივ აგენტს.
- ქართული 98 -

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scd833Avent scd835Avent scd835/52