Philips GC7808/40 User Manual page 141

Hide thumbs Also See for GC7808/40:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ორთქლის გაძლიერების ფუნქცია
უხეში ნაოჭების დასაუთოებლად გამოიყენეთ ორთქლის გაძლიერების ფუნქცია.
1 ორთქლის გამომშვებს სწრაფად დააჭირეთ ორჯერ (სურ. 11).
ვერტიკალური დაუთოება
გაფრთხილება: უთოდან ცხელი ორთქლი გამოდის. არასდროს სცადოთ ტანსაცმლის
დაუთოება, როცა ადამიანს ის აცვია (სურ. 12). ორთქლი არ მიმართოთ საკუთარი ან სხვისი
ხელისკენ.
დაკიდებული ქსოვილების დასაუთოებლად შეგიძლიათ, ორთქლის უთოს ვერტიკალურ
მდგომარეობაში გამოყენება.
1 ორთქლის უთო დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, დააჭირეთ ორთქლის გამომშვებს,
უთოს ძირით მსუბუქად შეეხეთ ქსოვილს და უთო ზემოთ და ქვემოთ გადააადგილეთ (სურ. 13).
უსაფრთხო გადადება
უთოს გადადება ქსოვილის გადაწევის დროს
ქსოვილის გადაწევის დროს უთო შეგიძლიათ, გადადოთ ქვესადგამზე ან ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში მოათავსოთ საუთოო დაფაზე (სურ. 2). OptimalTEMP ტექნოლოგია უზრუნველყოფს,
რომ უთოს ძირმა საუთოო დაფის შალითა არ დააზიანოს.
ისარგებლეთ ენერგოეფექტურობით
ECO რეჟიმი
ECO რეჟიმის (ორთქლის შემცირებული რაოდენობის) წყალობით შესაძლებელია
ელექტროენერგიის დაზოგვა და ამასთან ერთად, ხარისხიანი დაუთოება.
1 ECO რეჟიმის ჩასართავად დააჭირეთ ECO ღილაკს (სურ. 14). აინთება ECO რეჟიმის მწვანე
ინდიკატორი.
2 ECO რეჟიმის გამოსართავად ხელახლა დააჭირეთ ECO ღილაკს. ჩაქრება ECO რეჟიმის მწვანე
ინდიკატორი.
ავტომატური გამორთვის რეჟიმი (ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთი
მოდელისთვის)
-
ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება, როდესაც
ის არ არის გამოყენებული 5 წუთის განმავლობაში. ჩართვა/გამორთვის ღილაკის ავტომატური
გამორთვის ინდიკატორი ციმციმს იწყებს.
-
მოწყობილობის ხელახლა გასააქტიურებლად დააჭირეთ ჩართვის/გამორთვის ღილაკს.
მოწყობილობა შემდეგ გახურებას დაიწყებს.
გაფრთხილება: არასდროს დატოვოთ მოწყობილობა მეთვალყურეობის გარეშე, როცა
ის ელექტროქსელშია შეერთებული. გამოყენების შემდეგ ყოველთვის გამორთეთ
მოწყობილობა შტეფსელიდან.
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
ნადებისგან გასუფთავების ჭკვიანი სისტემა
მოწყობილობა აღჭურვილია სისტემით Smart Calc-Clean ნადებისგან რეგულარული გაწმენდისა
და გასუფთავების უზრუნველსაყოფად. ეს გვეხმარება ორთქლის მიწოდების ეფექტურობის
შენარჩუნებაში და დროთა განმავლობაში ნადების ნაწილაკების და უთოს ძირის ნახვრეტებიდან
ჭუჭყის გამოსვლის თავიდან არიდებაში. იმაში დასარწმუნებლად, რომ გასუფთავების პროცესი
შესრულდა ორთქლის გენერატორი რეგულარულ შეხსენებებს გამოგიგზავნით.
ქართული
143

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc7800 series

Table of Contents