Philips GC7808/40 User Manual page 139

Hide thumbs Also See for GC7808/40:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ქართული
141
შესავალი
მოგესალმებათ Philips და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად
სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/welcome.
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე მომხმარებლის
სახელმძღვანელო, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბროშურა და მოკლე პრაქტიკული
სახელმძღვანელო. შეინახეთ იგი მომავალში გამოსაყენებლად.
პროდუქტის მიმოხილვა (სურ. 1)
1 ორთქლის მიწოდების მილი
2 ორთქლის გამომშვები/ორთქლის გამაძლიერებელი
3 მზადყოფნის ინდიკატორი
4 ძირი
5 უთოს ქვესადგამი
6 ბლოკირების ფიქსატორი
7 წყლის რეზერვუარის შესავსები ნახვრეტი
8 ორთქლის მოწოდების მილის შესანახი განყოფილება
9 ელექტროქსელის კაბელი შტეკერით
10 CALC-CLEAN ღილაკი ინდიკატორით
11 ჩართვა/გამორთვის ღილაკი ჩართვისა და ავტომატური გამორთვის ინდიკატორით
12 ECO ღილაკი ინდიკატორით
13 Smart Calc-Clean კონტეინერი
Philips-ის ექსკლუზიური ტექნოლოგია
OptimalTEMP ტექნოლოგია
ტექნოლოგია OptimalTEMP იძლევა ნებისმიერი ტიპის ქსოვილების დაუთოების საშუალებას,
რომლებისთვის დაშვებულია დაუთოება გაცხელების ტემპერატურის რეგულირების და
ტანსაცმლის დახარისხების გარეშე.
უსაფრთხოა ცხელი ძირის დადება პირდაპირ საუთაო დაფაზე (ნახ. 2) უთოს ქვესადგამზე
დაბრუნების გარეშე. ეს შეამცირებს მაჯის დატვირთვას.
Compact ProVelocity ტექნოლოგია
ეს ტექნოლოგია ორთქლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ღრმად აღწევს
ქსოვილში ნაოჭების იოლად გასასწორებლად. ამასთან ერთად, ის უნარჩუნებს მოწყობილობას
მეტ კომპაქტურობას და სიმსუბუქეს, ვიდრე ორთქლის ტრადიციული გენერატორები, მისი უფრო
მარტივი შენახვისთვის (სურ. 3).
გამოსაყენებლად მომზადება
გამოსაყენებელი წყლის ტიპი
ეს მოწყობილობა შექმნილია ონკანის წყალთან გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ხისტწყლიან
რეგიონში ცხოვრობთ, ნადები შეიძლება სწრაფად დაგროვდეს. აქედან გამომდინარე,
მოწყობილობის სამუშაო ვადის გასახანგრძლივებლად რეკომენდებულია გამოხდილი ან
დემინერალიზებული წყლის გამოყენება.
გაფრთხილება: არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან
გამწმენდი საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად
გასუფთავებული წყალი ან სხვა ქიმიური ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს
წყლის გაჟონვა, ყავისფრად დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc7800 series

Table of Contents