Philips GC7808/40 User Manual page 140

Hide thumbs Also See for GC7808/40:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ქართული
142
წყლის რეზერვუარის შევსება
წყლის რეზერვუარი შეავსეთ ყოველი გამოყენების წინ და ასევე მაშინ, როცა რეზერვუარში წყლის
დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება. გამოყენების პროცესში წყლის რეზერვუარის შევსება
ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
1 გახსენით წყლის რეზერვუარის შესავსები ნახვრეტი (სურ. 4).
2 აავსეთ წყლის რეზერვუარი ნიშნულამდე MAX (სურ. 5).
3 დახურეთ წყლის რეზერვუარის შესავსები ნახვრეტი ("ჩხაკუნი").
მოწყობილობის გამოყენება
ქსოვილები, რომელთა დაუთოება დაშვებულია
არ დააუთოოთ ქსოვილები, რომლებიც დაუთოებას არ ექვემდებარება.
-
ქსოვილები ამ სიმბოლოებით (სურ. 6) დაუთოებადია (მაგალითად, სელი, ბამბა, პოლიეთერი,
აბრეშუმი, მატყლი, ვისკოზა და ხელოვნური აბრეშუმი).
-
ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების (სურ. 7)დაუთოება არ შეიძლება. ასეთ ქსოვილებს მიეკუთვნება
სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსის შემცველი
ქსოვილები და პოლიოლეფინები (მაგ., პოლიპროპილენი). არ შეიძლება არც ტანსაცმელზე
დატანილი სურათების დაუთოება.
დაუთოება
1 ორთქლის გენერატორი მოათავსეთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
შენიშვნა: დაუთოებისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით გირჩევთ, უთოს ძირი ყოველთვის მყარ
საუთოო დაფაზე დადოთ.
2 დარწმუნდით, რომ წყლის რეზერვუარში საკმარისი წყალია.
3 ძირითადი კაბელი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და ორთქლის გენერატორის
ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს. დაელოდეთ, სანამ მზადყოფნის
ინდიკატორი უწყვეტად არ აინთება (სურ. 8). ამას დასჭირდება დაახლ. 2 წუთი.
4 შესანახი განყოფილებიდან ამოიღეთ წყლის მიწოდების მილი.
5 დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს, რათა მოხსნათ უთო ქვესადგამიდან
(სურ. 9).
6 დაუთოების დასაწყებად დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს (სურ. 10).
7 საუკეთესო დაუთოების შედეგების მისაღებად ორთქლით დაუთოების შემდეგ ქსოვილს უთო
გადაუსვით ორთქლის გამოშვების გარეშე.
ყურადღება! ორთქლი არ მიმართოთ ადამიანებისკენ.
შენიშვნა: მოწყობილობის პირველად გამოყენებისას ორთქლის გამოშვებას 30 წამი შეიძლება
დასჭირდეს.
შენიშვნა: ტუმბო აქტიურდება ყოველ ჯერზე, როცა ორთქლის გამომშვებს აჭერთ თითს. ის
გამოსცემს სუსტ ტკაცუნის ხმას, რაც ნორმალურია. ტუმბოს მიერ გამოცემული ხმა უფრო
მაღალია, როდესაც წყლის რეზერვუარში არ არის წყალი. წყლის რეზერვუარი შეავსეთ წყლით,
თუ წყლის დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება.
ორთქლის უფრო ძლიერი ნაკადის გამოსაშვებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ TURBO რეჟიმი,
რომელიც უსაფრთხოა ყველა ქსოვილისთვის, რომელთა დაუთოება დაშვებულია.
ისეთი ქსოვილებისთვის, როგორიცაა ბამბა, ჯინსი და სელი რეკომენდებულია TURBO რეჟიმის
გამოყენება.
1 დააჭირეთ და 2 წამის განმავლობაში არ აუშვათ ჩართვა/გამორთვის ღილაკს, სანამ ინდიკატორი
თეთრად არ აინთება.
2 TURBO რეჟიმის გამოსართავად დააჭირეთ და 2 წამის განმავლობაში არ აუშვათ ჩართვა/
გამორთვის ღილაკს, სანამ ინდიკატორი ლურჯად არ აინთება.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Gc7800 series

Table of Contents