Philips PerfectCare PSG7014/10 User Manual page 119

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ორთქლის გაძლიერების ფუნქცია
ორთქლის გაძლიერების ფუნქციის მიზანია ყველაზე რთული ნაკეცების დაუთოება.
-
ორთქლის გაძლიერების ფუნქციის გასააქტიურებლად სწრაფად დააჭირეთ ორთქლის
გამოსაშვებ ღილაკს. მოწყობილობა ორთქლის 3 ძლიერ ნაკადს გამოუშვებს.
-
ორთქლის გაძლიერების ფუნქციის შეწყვეტისთვის ერთხელ დააჭირეთ ორთქლის გამშვებს.
ვერტიკალური დაუთოება
გაფრთხილება: უთოდან ცხელი ორთქლი გამოდის. არასდროს სცადოთ ტანსაცმლის დაუთოება,
როცა ადამიანს ის აცვია (სურ. 12). ორთქლი არ მიმართოთ საკუთარი ან სხვისი ხელისკენ.
დაკიდებული ქსოვილების დასაუთოებლად შეგიძლიათ, ორთქლის უთოს ვერტიკალურ
მდგომარეობაში გამოყენება.
1 ორთქლის უთო დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, დააჭირეთ ორთქლის გამომშვებს,
უთოს ძირით მსუბუქად შეეხეთ ქსოვილს და უთო ზემოთ და ქვემოთ გადააადგილეთ (სურ. 13).
უსაფრთხო გადადება
უთოს გადადება ქსოვილის გადაწევის დროს
ქსოვილის გადაწევის დროს უთო შეგიძლიათ, გადადოთ ქვესადგამზე ან ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში მოათავსოთ საუთოო დაფაზე (სურ. 6). OptimalTEMP ტექნოლოგია უზრუნველყოფს,
რომ უთოს ძირმა საუთოო დაფის შალითა არ დააზიანოს.
ისარგებლეთ ენერგოეფექტურობით
ავტომატური გამორთვა
-
ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება, როდესაც
ის არ არის გამოყენებული 10 წუთის განმავლობაში. ჩართვა/გამორთვის ღილაკის ავტომატური
გამორთვის ინდიკატორი ციმციმს იწყებს.
-
მოწყობილობის ხელახლა გასააქტიურებლად დააჭირეთ ჩართვის/გამორთვის ღილაკს.
მოწყობილობა შემდეგ გახურებას დაიწყებს.
გაფრთხილება: არასდროს დატოვოთ მოწყობილობა მეთვალყურეობის გარეშე, როცა
ის ელექტროქსელშია შეერთებული. გამოყენების შემდეგ ყოველთვის გამორთეთ
მოწყობილობა შტეფსელიდან.
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
მოწყობილობის ნადებისგან გასუფთავება
აუცილებლად უნდა გამოიყენოთ EASY DECALC-ის პროცედურა, როგორც კი EASY DECALC-ის
ინდიკატორი ციმციმს დაიწყებს (სურ. 14).
EASY DECALC-ის ინდიკატორი ციმციმს დაიწყებს ერთი თვის გასვლის ან დაუთოების 10 სეანსის
შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ნადებისგან მოწყობილობის გასუფთავება.
დაუთოების გაგრძელებამდე შეასრულეთ EASY DECALC-ის შემდეგი პროცედურა.
შენიშვნა: თუ თქვენი წყალი ხისტია გაზარდეთ მოწყობილობის ნადებისგან გასუფთავების
სიხშირე.
გაფრთხილება: დამწვრობის რისკის თავიდან ასაცილებლად მოწყობილობა გამოაერთეთ
ელექტროქსელიდან და გააგრილეთ მინიმუმ ორი საათის განმავლობაში, სანამ EASY DECALC-ის
პროცედურას დაიწყებთ (სურ. 15).
1 კედლის როზეტიდან გამოაძვრეთ შტეკერი.
2 ამოიღეთ მოსახსნელი წყლის რეზერვუარი (სურ. 2).
ქართული
121

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Perfectcare 7000 seriesPerfectcare psg7024/20

Table of Contents