Philips PerfectCare PSG7014/10 User Manual page 117

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
შესავალი
მოგესალმებათ Philips და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად
სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/welcome.
მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე მომხმარებლის
სახელმძღვანელო, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბროშურა და მოკლე პრაქტიკული
სახელმძღვანელო. შეინახეთ იგი მომავალში გამოსაყენებლად.
პროდუქტის მიმოხილვა (სურ. 1)
1 ორთქლის მისაწოდებელი მილი
2 ორთქლის გამომშვები/ორთქლის გამაძლიერებელი
3 მზადყოფნის ინდიკატორი
4 ძირი
5 უთოს ქვესადგამი
6 ბლოკირების ფიქსატორი
7 წყლის მოსახსნელი რეზერვუარი
8 შესავსები ნახვრეტი
9 მიწოდების მილის შესანახი განყოფილება
10 EASY DECALC-ის თავაკი
11 ელექტროქსელის კაბელი შტეკერით
12 EASY DECALC-ის ინდიკატორი
13 „წყლის ავზის დაცლის" ინდიკატორი
14 ჩართვა/გამორთვის ღილაკი ჩართვისა და ავტომატური გამორთვის ინდიკატორით
გამოსაყენებლად მომზადება
გამოსაყენებელი წყლის ტიპი
ეს მოწყობილობა შექმნილია ონკანის წყალთან გამოსაყენებლად. თუმცა, თუ ხისტწყლიან
რეგიონში ცხოვრობთ, ნადები შეიძლება სწრაფად დაგროვდეს. ამიტომ, მოწყობილობის
ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად, რეკომენდებული გამოხდილი ან
დემინერალიზებული წყლის გამოიყენება (ასევე, შესაძლებელია 50% დემინერალიზებული/
გამოხდილი წყალი შეურიოთ ჩვეულებრივ წყალთან).
გაფრთხილება: არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან
გამწმენდი საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად
გასუფთავებული წყალი ან სხვა ქიმიური ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს
წყლის გაჟონვა, ყავისფრად დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.
წყლის რეზერვუარის შევსება
შეავსეთ წყლის რეზერვუარი ყოველ გამოყენებამდე ან როცა ციმციმს დაიწყებს „წყლის ავზის
დაცლის" ინდიკატორი გამოყენების პროცესში წყლის რეზერვუარის შევსება ნებისმიერ დროსაა
შესაძლებელი.
1 მოწყობილობიდან ამოიღეთ წყლის რეზერვუარი (სურ. 2) და წყლით შეავსეთ MAX ნიშნულამდე
(სურ. 3).
2 წყლის რეზერვუარი ჩასვით თავის ადგილზე. მოწყობილობაში თავდაპირველად ჩადეთ მისი
ქვედა ნაწილი.
3 წყლის რეზერვუარის ზედა ნაწილს დააწექით ადგილზე მიბჯენამდე ('ჩხაკუნი') (სურ. 4).
წყლის ავზის დაცლის ინდიკატორი
როცა წყლის რეზერვუარი თითქმის დაცარიელდება, „წყლის რეზერვუარის დაცლის" ინდიკატორი
დაიწყებს ციმციმს (სურ. 5). შეავსეთ წყლის რეზერვუარი და დააჭირეთ ორთქლის გამოშვების
ღილაკს, რათა მოწყობილობა ისევ გახურდეს. შეგიძლიათ, ორთქლით დაუთოება გააგრძელოთ მას
შემდეგ, რაც მზადყოფნის ინდიკატორი თანაბარ სინათლეს გამოსცემს.
ქართული
119

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Perfectcare 7000 seriesPerfectcare psg7024/20

Table of Contents