Philips PerfectCare PSG7014/10 User Manual page 118

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
ქართული
120
მოწყობილობის გამოყენება
OptimalTEMP ტექნოლოგია
გაფრთხილება: არ დააუთოოთ ქსოვილები, რომელთა დაუთოება ნებადართული არ არის.
ტექნოლოგია OptimalTEMP იძლევა ნებისმიერი ტიპის ქსოვილების დაუთოების საშუალებას,
რომლებისთვის დაშვებულია დაუთოება გაცხელების ტემპერატურის რეგულირების და
ტანსაცმლის დახარისხების გარეშე.
უსაფრთხოა ცხელი ძირის დადება პირდაპირ საუთაო დაფაზე (ნახ. 6) უთოს ქვესადგამზე
დაბრუნების გარეშე. ეს შეამცირებს მაჯის დატვირთვას.
-
ქსოვილები ამ სიმბოლოებით (სურ. 7) დაუთოებადია (მაგალითად, სელი, ბამბა, პოლიეთერი,
აბრეშუმი, მატყლი, ვისკოზა და ხელოვნური აბრეშუმი).
-
ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების (სურ. 8) დაუთოება არ შეიძლება. ასეთ ქსოვილებს
მიეკუთვნება სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსის
შემცველი ქსოვილები და პოლიოლეფინები (მაგ., პოლიპროპილენი). არ შეიძლება არც
ტანსაცმელზე დატანილი სურათების დაუთოება.
დაუთოება
1 ორთქლის გენერატორი მოათავსეთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
შენიშვნა: უსაფრთხო დაუთოების უზრუნველყოფის მიზნით გირჩევთ, უთოს ძირი ყოველთვის
დადოთ მყარ საუთოო დაფაზე. დაფის ზომა ორთქლის გენერატორებს უნდა შეესაბამებოდეს.
2 დარწმუნდით, რომ წყლის რეზერვუარში საკმარისი წყალია(იხ. „წყლის რეზერვუარის შევსება").
3 ელექტროქსელის კაბელის შტეკერი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და ორთქლის
გენერატორის ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს. დაელოდეთ, სანამ
მზადყოფნის ინდიკატორი თანაბრად არ გაანათებს (სურ. 9). ამას დასჭირდება დაახლ. 2 წუთი.
4 ორთქლის მისაწოდებელი მილი ამოიღეთ ორთქლის მისაწოდებელი მილის შესანახი
განყოფილებიდან.
5 დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს, რათა მოხსნათ უთო ქვესადგამიდან
(სურ. 10).
6 დაუთოების დასაწყებად დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს (სურ. 11).
შენიშვნა: პირველი გამოყენებისას ორთქლის გამომშვებს დააჭირეთ და არ აუშვათ ხელი 30
წამის განმავლობაში. თუ დიდი ხანია, რაც უთო არ გამოგიყენებიათ, შეიძლება უფრო მეტი დრო
იყოს საჭირო.
7 საუკეთესო დაუთოების შედეგების მისაღებად ორთქლით დაუთოების შემდეგ ქსოვილს უთო
გადაუსვით ორთქლის გამოშვების გარეშე.
რეჟიმი MAX
უფრო სწრაფი დაუთოებისა და ორთქლის უფრო დიდი რაოდენობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ
MAX პარამეტრი.
1 დააჭირეთ და 5 წამის განმავლობაში არ აუშვათ ჩართვა/გამორთვის ღილაკს, სანამ ინდიკატორი
თეთრად არ აინთება.
2 ენერგიის დაზოგვის მიზნით, 15 წუთის შემდეგ, მოწყობილობა ორთქლის ჩვეულებრივ რეჟიმში
ავტომატურად დაბრუნდება.
3 სხვა შემთხვევაში ორთქლის გამოშვების ჩვეულებრივ რეჟიმში ნებისმიერ მომენტში
დასაბრუნებლად: ჩართვა/გამორთვის ღილაკს დააჭირეთ და არ აუშვათ 2 წამის განმავლობაში,
სანამ ინდიკატორი კვლავ ლურჯად არ აინთება.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Perfectcare 7000 seriesPerfectcare psg7024/20

Table of Contents