შინაარსი
შესავალი _______________________________________________________________________________
ზოგადი აღწერილობა ____________________________________________________________________
თავსებადობა ___________________________________________________________________________
გადამუშავება ___________________________________________________________________________
დიაგნოსტიკა____________________________________________________________________________
შენახვის პირობები ______________________________________________________________________
შესავალი
გილოცავთ შენაძენს და მოგესალმებით Philips Avent-ში! სრულად რომ ისარგებლოთ იმ
მხარდაჭერით, რომელსაც Philips Avent-ი გთავაზობთ, დაარეგისტრირეთ თქვენი რძის გამოსაწველი
ტუმბო აქ www.philips.com/mybreastpump.
Philips Avent-ის ერთმაგი/ორმაგი ელექტრო საწველი Premium Plus-ი შექმნილია ბავშვებისა და მათი
ბუნებრივი წოვის მოძრაობის საფუძველზე. სილიკონის რბილი ბალიში ააქტიურებს დვრილს ნაზი
მასაჟისმაგვარი მოძრაობით, რომელიც გეხმარებათ კომფორტულად და ეფექტურად გამოიწველოთ
რძე. წოვისა და დვრილის გააქტიურების კომბინაცია იწვევს რძის ნაკადს. სწორი დიზაინი
საშუალებას გაძლევთ დაჯდეთ მოსვენებულ, გამართულ მდგომარეობაში გამოწველის დროს.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს
ბავშვის ძუძუთი კვებას განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში და დედის რძით
კვების გაგრძელებას ორი წლის მანძილზე დამატებითი კვების მიცემის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ
თქვენი რძე განსაკუთრებით ბავშვის საჭიროებებზე არის მორგებული და ხელს უწყობს
ინფექციებისა და ალერგიების წინააღმდეგ თქვენი შვილის დაცვას. ძუძუთი ხანგრძლივი
კვებისათვის, თქვენ შეგიძლიათ გამოიწველოთ და შეინახოთ რძე, შესაბამისად, ბავშვს ექნება
შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სიკეთით მაშინაც კი, როცა იქ არ ხართ და თქვენით ვერ აჭმევთ.
რამდენადაც ტუმბო გამოსაყენებლად კომპაქტური, ჩუმი და მოსახერხებელია, თქვენ შეგიძლიათ
ის წაიღოთ ნებისმიერ ადგილას, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენით გამოიწველოთ რძე და
განაგრძოთ მისი ბავშვისათვის მიცემა.
თუ ძუძუთი კვება კარგად მიდის, სასურველია (თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული ჯანდაცვის
სფეროს სპეციალისტის მიერ) თქვენ დაელოდოთ რძის მოსვლას და ძუძუთი კვების გრაფიკის
დადგენას (ჩვეულებრივ, მშობიარობიდან 2-4 კვირაში) სანამ დაიწყებდეთ გამოწველას.
ქართული ენა
263
263
264
264
265
267
268
271
278
279
280
283
283
283
284
285
285
287
288
288
288
292