3M DBI SALA KM419 User Instruction Manual page 111

Anchore strap
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
ანკერაჟის სამაგრების გამოყენებამდე წაიკითხეთ, გაეცანით და შეასრულეთ მოცემულ ინსტრუქციებში
მოტანილი უსაფრთხოების ყველა ინფორმაცია. მოცემული ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები
მომავალში საცნობაროდ.
დანიშნულება:
ანკერაჟის სამაგრები გამოიყენება, როგორც სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის
სისტემის ნაწილი.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): მასალის
დატვირთა-გადმოტვირთვის სამუშაოები, გასართობი ან სპორტული საქმიანობა ან სხვა საქმიანობა, რომელიც
არ არის აღწერილი მომხმარებლის ინსტრუქციებში, არ არის ნებადართული 3M-ის შესაბამისად და შეიძლება
გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაშავება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისათვის
სამუშაო ადგილზე.
!
გაფრთხილება
ანკერაჟის სამაგრი არის ვარდნისაგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის ნაწილი. მის ყველა მომხმარებელმა
სრული წვრთნა უნდა გაიაროს ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის სისტემის უსაფრთხო მონტაჟსა
და გამოყენებაში. მოცემული მოწყობილობის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სხეულის
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების,
ტექმომსახურებისა და გამართვის მიზნით, იხილეთ მოცემული მომხმარებლის ინსტრუქციები და მწარმოებლის
ყველა რეკომენდაცია, მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს ან დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
ანკერაჟის სამაგრის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც მათი
თავიდან არაცილების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაშავება ან სიკვდილი:
- გამოყენების წინ, მინიმუმ წელიწადში ერთხელ და ვარდნის ყოველი შემთხვევის შემდეგ გულდასმით უნდა
შეამოწმოთ ეს მოწყობილობა. მოწყობილობა შეამოწმეთ მომხმარებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
- თუ შემოწმების დროს რაიმე არაუსაფრთხო ან დეფექტური გამოვლინდება, ამოიღეთ მოწყობილობა
ექსპლუატაციიდან, გაარემონტეთ ან გამოცვალეთ, როგორც ეს მომხმარებლის ინსტრუქციებშია აღწერილი.
- ნებისმიერი მოწყობილობა ვარდნის დაბლოკვის ან მასზე ძალის რაიმე ზემოქმედების შემდეგ
დაუყოვნებილივ უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
- მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს კონკრეტულ ზედაპირებზე ან სტრუქტურაზე, როგორც ეს მომხმარებლის
ინსტრუქციებშია აღწერილი. ინსტრუქციებში ნებადართულ ფარგლებს გარეთ მონტაჟისათვის ჯერ 3M-ის
დამამზადებლისაგან მიიღეთ ნებართვა.
- ზედაპირმა ან სტრუქტურამ, სადაც ანკერაჟის სამაგრი უნდა დავამაგროთ, უნდა გაუძლოს სტატიკურ
ტვირთს მოცემული სამაგრისათვის და ისეთი ორიენტაციით, როგორც ამას მომხმარებლის ინსტრუქციები
ითვალისწინებს.
- ვარდნისაგან დაცვის სხვა ქვესისტემები მოწყობილობაზე მხოლოდ ანკერაჟის შესაბამის წერტილებზე
მიამაგრეთ.
- გაბურღვისა და მიმაგრების წინ ჯერ შეამოწმეთ, გაბურღვის ადგილზე ელექტროსადენები, გაზის მილები ან
სხვა კრიტიკული ჩამონტაჟებული სისტემები ხომ არ გადის, რომელთანაც ბურღი ან თავად მოწყობილობა
შევა კონტაქტში.
- დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვა
დამამზადებლების მიერ დამზადებული კომპონენტებისგან, იყოს თავსებადი და აკმაყოფილებდეს მოქმედი
სტანდარტების მოთხოვნებს, მათ შორის, ANSI Z359-ს ან ვარდნისაგან დაცვის სხვა წესებს, სტანდარტებსა
და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ან
კვალიფიცირებულ პირთან.
- (შესაკრავის ადაპტერები) დარწმუნდით იმაში, რომ შესაკრავის ადაპტერები მჭიდროდ არის ჩამჯდარი
ანკერაჟის სტრუქტურაში. უსაფრთხოების ქამრის მოსაჭერ ადაპტერს ნურასოდეს დატოვებთ მოშვებულს.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც მათი თავიდან არ
აცილების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიონ სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
- დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ
გაუძლოთ სიმაღლეზე მუშაობის დროს არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის
კონსულტაცია თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ მოწყობილობის გამოყენების უნართან დაკავშირებით.
- არასოდეს არ გადააჭარბოთ ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
- არასოდეს არ გადააჭარბოთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
- არ გამოიყენოთ ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობა, რომელსაც არ ჩაუტარდება ექსპლუატაციამდე ან
სხვა დაგეგმილი ინსპექტირება ან თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი მიზნებით მოცემული მოწყობილობის
გამოყენებაში ან გამოყენებისათვის მის ვარგისიანობაში. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით 3M-ის
ტექნიკურ სამსახურს.
- ზოგიერთი ქვესისტემა ან კომპონენტების კომბინაცია შეიძლება აფერხებდეს მოწყობილობის მუშაობას.
გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი მაერთებლები. ამ მოწყობილობის მოცემულ მომხმარებლის ინსტრუქციებში
მითითებულისგან განსხვავებულ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან ერთად გამოყენებამდე გაიარეთ 3M-ის
კონსულტაცია.
- გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. საბურღი კოშკურას
სახურავის ძალური ამძრავი), ელექტრულ საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ
საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და ტოქსიკურ აირებთან, ბასრ კიდეებთან ან თქვენ თავზე არსებულ
მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან თქვენს ვარდნისაგან დამცავ
მოწყობილობას.
- გამოიყენეთ Arc Flash ან Hot Works მოწყობილობები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
- მოერიდეთ ზედაპირებს და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან
მოწყობილობას.
- სიმაღლეზე მუშაობის დროს, დარწმუნდით რომ არსებობდეს საკმარისი თავისუფალი ვარდნის სიმაღლე.
- არასოდეს არ შეცვალოთ და არ გადააკეთოთ ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობა. მოწყობილობის რემონტი
ნებადართულია მხოლოდ 3M-ის ან იმ პირების მიერ, რომლებსაც მისგან მიღებული აქვთ წერილობითი
ნებართვა.
- ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული
გადარჩენის გეგმა, რომლის მიხედვითაც ინციდენტის შემთხვევაში სწრაფად შევძლებდით რეაგირებას.
- ვარდნის ინციდენტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი
მუშისთვის.
- არ გამოიყენოთ სხეულის ღვედი ვარდნის შეჩერების საშუალებებისათვის. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი
სხეულის დამცავი ღვედი.
- იმისათვის, რათა რხევით ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად მიმაგრების წერტილის ქვეშ უნდა იმუშაოთ.
- მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა მეორადი დამცავი
მოწყობილობის გამოყენება, რომელიც მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისგან.
- ყოველთვის გაიკეთეთ ჩაიცვით სათანადო ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობა მოწყობილობის/სისტემის
მონტაჟის, გამოყენების ან შემოწმების დროს.
111
KA

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents