Philips AVENT Premium Plus SCF392 Instructions Manual page 266

Single/double electric breast pump
Hide thumbs Also See for AVENT Premium Plus SCF392:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
ქართული ენა
266
-
ყოველთვის დარწმუნდით, რომ ადვილია მისი სადენებიდან გათიშვა მწყობრიდან გამოსვლის
შემთხვევაში. გადამყვანი ითვლება გამთიშველ მოწყობილობად.
გაფრთხილება დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ჰიგიენის უზრუნველსაყოფად:
-
ჰიგიენური მიზეზებიდან გამომდინარე, რძის საწველი ტუმბო გამიზნულია ერთი მომხმარებლის
მიერ განმეორებითი გამოყენებისათვის.
-
გაასუფთავეთ და ჩაუტარეთ დეზინფექცია ყველა ნაწილს პირველად გამოყენების წინ და
ყოველი გამოყენების შემდეგ.
-
არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული ან აბრაზიული საწმენდი საშუალებები რძის საწველი ტუმბოს
ნაწილების გადასაწმენდად, ვინაიდან მათ შეუძლიათ დააზიანონ.
-
კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, სანამ შეეხებით რძის საწველ ტუმბოს ნაწილებს
და მკერდს, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მოერიდეთ კონტეინერის ან თავსახურის
შიდა მხარის შეხებას.
გაფრთხილება მკერდის და დვრილის პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ტკივილის
ჩათვლით:
-
არ გამოიყენოთ რძის საწველი ტუმბო თუ სილიკონის დიაგრამა დაზიანებული ან გატეხილია.
იმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ უნდა მიიღოთ შესაცვლელი ნაწილები,
იხილეთ თავი „აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების შეკვეთა".
-
გამოიყენეთ მხოლდ Philips Avent-ის მიერ რეკომენდებული აქსესუარები და ნაწილები.
-
რძის საწველი ტუმბოს ძრავში არ არის მომხმარებლის მიერ გამოყენებადი ნაწილები.
-
არ არის ნებადართული რძის საწველი ტუმბოს სახეცვლილება. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი
საგარანტიო ფურცელი ძალას დაკარგავს.
-
არასოდეს გამოიყენოთ რძის საწველი ტუმბო მძინარე ან მთვლემარე მდგომარეობაში,
გამოყენებისას ყურადღების ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად.
-
ყოველთვის გათიშეთ რძის საწველი ტუმბო ვიდრე მოიხსნით ტუმბოს კორპუსს მკერდიდან,
ვაკუუმისაგან გასათავისუფლებლად.
-
თუ ვაკუუმი არაკომფორტულია ან ტკივილს იწვევს, გამორთეთ და მოიხსენით რძის საწველი
ტუმბო მკერდიდან.
-
ხუთ წუთზე მეტხანს არ განაგრძოთ გამოტუმბვა თუ ვერ იწველით რძეს. დღის განმავლობაში
სხვა დროს სცადეთ გამოწველა.
-
თუ პროცესი ხდება ძალიან არაკომფორტული ან მტკივნეული, შეწყვიტეთ ტუმბოს გამოყენება
და კონსულტაციისთვის მიმართეთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტს.
გაფრთხილებები რძის საწველი ტუმბოს დაზიანებისა და მწყობრიდან გამოსვლის თავიდან
ასაცილებლად:
-
პორტატული რადიო სიხშირის (RF) საკომუნიკაციო აპარატი (მობილური ტელეფონების და გარე
მოწყობილობების ჩათვლით, როგორიცაა ანტენის კაბელები და გარე ანტენები) არ უნდა იყოს
30 cm-ზე ახლოს რძის საწველი ტუმბოს არც ერთ ნაწილთან, გადამყვანის ჩათვლით. ამას
შესაძლებელია ჰქონდეს ნეგატიური გავლენა რძის საწველი ტუმბოს მუშაობაზე.
-
უნდა მოერიდოთ ამ აპარატის სხვა აპარატის მიმდებარედ ან მის გვერდით გამოყენებას,
ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს მისი არასათანადო მუშაობა.
გაფრთხილება გაზრდილი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ან მოწყობილობის
ელექტრომაგნიტური ველების შემცირებული დაცვის თავიდან ასაცილებლად, რაც იწვევს
მის არასათანადოდ მუშაობას:
-
არ გამოიყენოთ სხვა გადამყვანი ან დამტენი კაბელი გარდა იმისა, რაც თან ახლავს
მოწყობილობას.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Avent premium plus scf394

Table of Contents