ექსპლუატაციაში შეყვანა - Ferroli DIVA D C24 Instructions For Use, Installation And Maintenence

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 30
DIVA D C24
"Hi" - ისტორიის მენიუ
ბარათზე შეიძლება შეინახოს ბოლო 11 ხარვეზი: ისტორიის მონაცემების ერთეული H1: წარმოადგენს ყველაზე
ახალ ხარვეზს, რომელსაც ადგილი ჰქონდა; ისტორიის მონაცემების ერთეული H10: წარმოადგენს ყველაზე ბოლო
ხარვეზს, რომელსაც ადგილი ჰქონდა.
შენახული ხარვეზების კოდები ასევე გამოჩნდება ტაიმერის დისტანციური მართვის შესაბამის მენიუში.
დააჭირეთ გათბობის ღილაკებს ხარვეზების სიის მზარდი ან კლებადი თანმიმდევრობით გადასაფურცლად.
დააჭირეთ DHW ღილაკებს მნიშვნელობის ეკრანზე გამოსაჩენად.
დააჭირეთ გადატვირთვის ღილაკს სერვისის მენიუში დასაბრუნებლად. დააჭირეთ გადატვირთვის ღილაკს 20
წამის განმავლობაში ბარათის სერვისის მენიუდან გასასვლელად ან გასვლა ავტომატურად მოხდება 15 წუთის
შემდეგ.
"rE" - ისტორიის გადატვირთვა
დააჭირეთ Eco/Comfort ღილაკს 3 წამის განმავლობაში ისტორიის მენიუში შენახული ყველა ხარვეზის
წასაშლელად: ბარათი ავტომატურად გამოვა სერვისის მენიუდან ოპერაციის დასადასტურებლად.
დააჭირეთ გადატვირთვის ღილაკს 20 წამის განმავლობაში ბარათის სერვისის მენიუდან გასასვლელად ან გასვლა
ავტომატურად მოხდება 15 წუთის შემდეგ.
3.2 ექსპლუატაციაში შეყვანა
ბოილერის ანთებამდე
შეამოწმეთ აირის სისტემის ლუქი.
შეასწორეთ, სწორედ განხორციელდა თუ არა გამაფართოვებელი ავზის წინასწარი შევსება.
შეავსეთ წყლის სისტემა და დარწმუნდით, რომ ხდება ბოილერსა და სისტემაში მთელი აირის ვენტილაცია.
დარწმუნდით, რომ სისტემაში, DHW წრედებში, შეერთებებში ან ბოილერში არ ხდება წყლის გაჟონვა.
შეამოწმეთ ელექტრული სისტემის შეერთებების სისწორე და დამიწების სისტემის ეფექტურობა.
დარწმუნდით, რომ არსებობს გათბობისთვის საჭირო აირის წნევა.
დარმუნდით, რომ ბოილერის უშუალო სიახლოვეში არ იყოს აალებადი სითხეები ან მასალა.
B
ზემოხსენებული ინსტრუქციების დაუცველობის შემთხვევაში, შეიძლება
გაჩნდეს აირის ან კვამლის გაჟონვის შედეგად დახრჩობის ან მოწამვლის რისკი;
ხანძრის ან აფეთქების რისკი. ასევე შეიძლება არსებობდეს დენის დარტყმის ან
ოთახის დატბორვის რისკი.
მუშაობისას შესასრულებელი შემოწმებები
ჩართეთ მოწყობილობა.
შეამოწმეთ საწვავის წრედის და წყლის სისტემების სიმტკიცე.
შეამოწმეთ საკვამურის და აირის/კვამლის მილების ეფექტურობა როდესაც ბოილერი მუშაობს.
დარწმუნდით, რომ წყალი სწორედ ცირკულირებს ბოილერსა და სისტემებს შორის.
დარწმუნდით, რომ ხდება აირსარქვლის სწორი მოდულაცია გათბობისა და საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის
წარმოების სტადიებზე.
შეამოწმეთ ბოილერის ანთება სხვადასხვა ტესტით, ჩართეთ და გამორთეთ ოთახის თერმოსტატიდან ან
დისტანციური მართვის საშუალებით.
დარწმუნდით, რომ ინდიკატორზე მითითებული საწვავის ხარჯი შეესაბამება ტექნიკური მონაცემების
ცხრილში მითითებულს თავში 4 "ტე ქნიკური მონაცემები და მახასიათებლები".
დარწმუნდით, რომ როდესაც არ არის გათბობის საჭიროება, ფრქვევანა სწორედ ინთება ცხელი წყლის ონკანის
გახსნისას. შამოწმეთ, რომ გათბობის რეჟიმში, ცხელი წყლის ონკანის გახსნისას გათბობის ცირკულაციური
ტუმბოს მუშაობა შეწყდეს და იყოს ცხელი წყლის რეგულარული წარმოება.
დარწმუნდით, რომ პარამეტრები სწორედ იყოს დაპროგრამებული და დაყენებული იყოს სათანადო
პარამეტრები (კომპენსაციის მრუდი, სიმძლავრე, ტემპერატურები და სხვ.).
GE
კოდი 3542B920 - რევ 06 - 11/2023
131

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents