Philips Azur Elite GC5030 Series User Manual page 106

Hide thumbs Also See for Azur Elite GC5030 Series:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 4
მოწყობილობის ხელახლა გასახურებლად აწიეთ ან გადააადგილეთ იგი. საინფორმაციო პანელი
დაბრუნდება სტანდარტულ რეჟიმში და მოწყობილობა დაიწყებს გახურებას.
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გასუფთავებისა და მოვლა-შენახვის შესახებ, იხილეთ
ვიდეორგოლები გვერდზე: http://www.philips.com/descaling-iron.
ძირის გაწმენდა
1 გამორთეთ მოწყობილობა ელექტროქსელიდან და დაელოდეთ გაგრილებას.
2 წყლის რეზერვუარიდან გადააქციეთ დარჩენილი წყალი.
3 სველი ნაჭრით და არააბრაზიული (თხევადი) საწმენდი საშუალებით ძირიდან მოაცილეთ
ფანტელები და სხვა სახის ნადები.
შენიშვნა: უთოს ძირის სიგლუვის შესანარჩუნებლად თავიდან აიცილეთ ლითონის საგნებთან
შეხება. ძირის გასასუფთავებლად აკრძალულია სახეხი ღრუბლის, ძმრის ან სხვა ქიმიური
ნივთიერების გამოყენება.
ნადების სწრაფი მოშორება (მხოლოდ განსაზღვრული ტიპები)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ნადების სწრაფი მოშორების ფუნქციის წყალობით ნადების
ნაწილაკები ავტომატურად გროვდება დაუთოებისას. 1-3 თვის განმავლობაში გამოყენების
შემდეგ ნადების გაწმენდის საჭიროების ინდიკატორი იწყებს ციმციმს და გაწვდით ინფორმაციას
ნადების სწრაფი მოშორების ფუნქციის გამოყენების საჭიროების შესახებ (სურ. 2-1). შეგროვებული
ნაწილაკები უნდა მოაშოროთ უთოს ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად. როდესაც
ნადების გაწმენდის საჭიროების ინდიკატორი იწყებს ციმციმს, უთო აღარ ცხელდება.
რჩევა: ნადების სწრაფი მოშორების ფუნქციის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაშინაც
კი, როცა ინდიკატორი ჯერ არ გააქტიურებულა. თუ თქვენს რეგიონში ხისტი წყალია, გამოიყენეთ
ფუნქცია უფრო ხშირად.
არ გამოიყენოთ ნადების სწრაფი მოშორების ფუნქცია, როდესაც უთო ცხელია. არ ჩაასხათ
წყალი ხვრელში ნადების სწრაფი მოშორებისთვის.
1 გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან (სურ. 2-2) და დარწმუნდით, რომ ის გაცივდა (სურ. 2-3).
2 დაიჭირეთ მოწყობილობა ნიჟარის თავზე ვერტიკალურ მდგომარეობაში.
3 აწიეთ ბერკეტი (სურ.2-4) და ამოიღეთ ნადების სწრაფი მოშორების კოლექტორი (სურ.2-5).
4 გაწმინდეთ ნადების სწრაფი მოშორების კოლექტორი წყლით (სურ. 2-6 სურ. 2-7).
5 ნაზად შეანჯღრიეთ მოწყობილობა ისე, რომ ნადების ნაწილაკები ამოვარდეს (სურ. 2-8).
6 ხელახლა ჩასვით ნადების სწრაფი მოშორების კოლექტორი მოწყობილობაში (სურ. 2-10).
7 ჩამოწიეთ ბერკეტი (დაწკაპუნებამდე) და დააფიქსირეთ კოლექტორი (სურ. 2-11).
ნადებისგან გასუფთავება (მხოლოდ განსაზღვრული ტიპები)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:1-3 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ ნადების გაწმენდის
საჭიროების ინდიკატორი იწყებს ციმციმს და გაწვდით ინფორმაციას ნადებისგან გასუფთავების
ფუნქციის გამოყენების საჭიროების შესახებ (სურ. 3-1). ნადების ნაწილაკები უნდა მოაშოროთ უთოს
ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად.
რჩევა: ნადების გასუფთავების ფუნქციის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაშინაც კი, როცა
ინდიკატორი ჯერ არ გააქტიურებულა. თუ თქვენს რეგიონში ხისტი წყალია, გამოიყენეთ ფუნქცია
უფრო ხშირად.
1 დარწმუნდით, რომ ორთქლის მიწოდების ღილაკი დაყენებულია პოზიციაზე „ორთქლის
მიწოდების გარეშე".
ქართული
109

Hide quick links:

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Azur elite gc5034/20

Table of Contents