Ariston DUNE1 User Manual page 44

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 51
GE
11.ცხელი წყლის ტემპერატურა რეგულირდება თერმოსტატით,
რომელიც იცავს გადახურებისგან.
12.წყალმომარაგება უნდა განხორციელდეს პუნქტი "ჰიდრავლიკური
ჩართვა" შესაბამისად.
13.ელექტროდამონტაჟება უნდა განხორციელდეს პუნქტი "ელექტრო
ჩართვა" შესაბამისად.
14.მკაცრად იკრძალება დამცავი სარქველის მოდიფიცირება ან
შეცვლა, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ მოთხოვნებსა და წესებს,
თუ იგი არ არის ჩართული კომპლექტში
15.ნუ შეინახავთ ადვილად აალებად ნივთიერებებს მოწყობილობის
სიახლოვეს.
16.წყალგამაცხელებელი არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების
ტექნიკურად რთული ელექტრო მოწყობილობა.
17.თუ ელექტროწყალგამაცხელებლის დამონტაჟება გამოიწვევს
საცხოვრებელ სახლებში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი
ფართის ხელახლა მოწყობას (გადაკეთებას), მაშინ დასაშვებია მისი
დამონტაჟება მხოლოდ დადგენილი წესით შესაბამისი ნებართვების
აღების შემდეგ.
18.წყალგამაცხელებლის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს
ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში (მოდელიდან
გამომდინარე) ნებისმიერი დახურული სახის ტრანსპორტით,
საიმედოდ დაფიქსირებული, რათა გამოირიცხოს სატრანსპორტო
საშუალების შიგნით შესაძლო დარტყმები, გადაადგილებები და
დაცემები.
19.დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დროს იკრძალება
წყალგამაცხელებელზე დარტყმითი დატვირთვით მოქმედება.
20.ტრანსპორტირების დროს შეფუთვის მომჭერებით მოჭერის
აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდირებულია შეფუთვის
გვერდებიდან დამაგრება, რომლებზეც განთავსებულია სიმბოლო
.
21.საწყობებში, სადაც ინახება მოწყობილობები, უზრუნველყოფილ
უნდა იყოს ჰაერის ტემპერატურა +5°C-დან +40°C-მდე და ჰაერის
შეფარდებითი ტენიანობა 80% +25°C ტემპერატურაზე, უფრო
დაბალ ტემპერატურაზე სინოტივის კონდენსაციის გარეშე.
22.მოწყობილობა საწყობში შეფუთულ მდგომარეობაში უნდა
ინახებოდეს, რაც დაიცავს ატმოსფერული ნალექების გავლენისგან,
ჰაერში მჟავების, ტუტეების და სხვა მინარევების არსებობისას.
44

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents