Saeco SM6682/10 Manual page 779

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 6
-
„HygieSteam": აპარატი საფუძვლიანად ასუფთავებს რძის შიდა სისტემას ორთქლით.
დარწმუნდით, რომ HygieSteam-ის კონტეინერი სწორად არის აწყობილი (სურ. 30) და
მიმაგრებული აპარატზე (სურ. 31). მოათავსეთ რძის მილი რძის მილის დამჭერში (სურ. 32) და
მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს..
-
„რძის სრული წმენდა": შეასრულეთ „რძის სრული წმენდის" პროცედურა Philips-ის რძის წრედის
გამწმენდით რძის შიდა სისტემის საფუძვლიანად გასაწმენდად.
შიდა კაპუჩინატორის წმენდა ონკანის წყლით
1 გახსენით შიდა კაპუჩინატორის კარი (სურ. 33).
2 მოხსენით შიდა კაპუჩინატორი მისი ქვევით დაქაჩვით (სურ. 34).
3 დაშალეთ შიდა კაპუჩინატორი ზედა ნაწილიდან ქვედა ნაწილის გამოქაჩვით (სურ. 35).
4 დაშალეთ ყველა ნაწილი (სურ. 36) და გარეცხეთ ისინი ონკანის წყლით.
5 ხელახლა ააწყვეთ შიდა კაპუჩინატორი.
6 შიდა კაპუჩინატორის უკან ჩასასმელად, მოათავსეთ ის სწორ პოზიციაში და დარწმუნდით, რომ
ნახვრეტები გასწორებულია აპარატზე არსებული ორი მილის ზომაზე. შემდეგ აწიეთ შიდა
კაპუჩინატორი ზევით, სანამ არ ჩაჯდება ადგილზე (სურ. 1).
7 დახურეთ კარი.
ეწვიეთ www.saeco.com/care უფრო დეტალური ვიდეო ინსტრუქციებისთვის.
ნადებისგან გაწმენდის პროცედურა
გთხოვთ გამოიყენოთ მხოლოდ Philips-ის ფირმის ნადების მოსაშორებელი საშუალება. არავითარ
შემთხვევაში არ გამოიყენოთ გოგირდმჟავას, მარილმჟავას, სულფამინის ან ძმარმჟავას (ძმრის)
ბაზაზე შექმნილი გამწმენდი საშუალება, რადგან მან შეიძლება დააზიანოს წყლის წრედი თქვენს
აპარატში და არ დაშლის კირს საფუძვლიანად. Philips-ის ნადებისგან გამწმენდი საშუალების
გამოუყენებლობა გააუქმებს თქვენს გარანტიას. აპარატის ნადებისგან გაუსუფთავებლობა ასევე
გააუქმებს თქვენს გარანტიას. Philips-ის საწმენდი საშუალება შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი
ადგილობრივი ან ონლაინ საცალო გამყიდველისგან ან ავტორიზებული სერვის ცენტრებიდან.
1 როცა აპარატი გთხოვთ გაწმინდოთ ის ნადებისგან, შეეხეთ დადასტურების
დასაწყებად. აპარატის მინიშნების გარეშე ნადებისგან გასუფთავების დასაწყებად, შეეხეთ
„სტატუსის" ხატულას და აირჩიეთ „ნადებისგან გასუფთავება".
2 მოხსენით საწვეთურის ლანგარი, დაფქვილი ყავის კონტეინერი და HygieSteam კონტეინერი
(სურ. 22), დაცალეთ ისინი და დაუბრუნეთ მათ ადგილს.
3 მოხსენით წყლის რეზერვუარი და დაცალეთ. შემდეგ მოხსენით AquaClean-ის ფილტრი.
4 ჩაასხით Philips-ის ნადების მოსაშორებელი საშუალების მთელი ბოთლი წყლის რეზერვუარში და
შემდეგ შეავსეთ წყლით „კირისგან თავისუფალია" (CALC CLEAN) დონემდე (სურ. 37). შემდეგ
მოათავსეთ წყლის რეზერვუარი ისევ აპარატში.
5 მოათავსეთ დიდი კონტეინერი (1,5 ლ) ყავის გამანაწილებელი მილის ქვეშ.
6 დარწმუნდით, რომ HygieSteam-ის კონტეინერი სწორად არის აწყობილი (სურ. 30) და
მიმაგრებული აპარატზე (სურ. 31). მოათავსეთ რძის მილი რძის მილის დამჭერში.
7 ნადებისგან გაწმენდის პროცედურის დასაწყებად, მიჰყევით ეკრანზე მითითებულ
ინსტრუქციებს. ნადებისგან წმენდის პროცედურა დაახლ. 30 წუთს გრძელდება და მოიცავს
ნადებისგან წმენდის ციკლს და გავლების ციკლს.
8 ნადებისგან წმენდის ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა გაავლოთ წყლის რეზერვუარი
და წყლის წრედი. მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.
9 მოათავსეთ ახალი AquaClean-ის ფილტრი წყლის რეზერვუარში და გაააქტიურეთ ის (იხილეთ
'AquaClean წყლის ფილტრის გააქტიურება (5 წთ.)').
მინიშნება: AquaClean ფილტრის გამოყენება ამცირებს ნადების მოცილების საჭიროებას!
779
ქართული ენა
ხატულას

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Granaroma deluxe

Table of Contents