Download Print this page

Braun Oral-B 3766 Manual page 23

Hide thumbs Also See for Oral-B 3766:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
e დატენვის მაჩვენებლის შუქი
f დაბალი დატენვის მაჩვენებლის შუქი
g დამტენი
აქსესუარები (დამოკიდებულია მოდელზე):
h ჯაგრისის თავის ჩასადები
i ჯაგრისის თავის განყოფილება დამცავი თავსახურით
j სამგზავრო კონტეინერი (შესაძლოა, დიზაინი ცვალებადი
იყოს)
k დამტენის ჩანთა
შენიშვნა: შიგთავსი შესაძლოა განსხვავდებოდეს შეძენილი
მოდელების მიხედვით
სპეციფიკაციები
ძაბვის შესახებ შენიშვნები იხილეთ დამტენი მოწყობილობის
ქვემოთ.
ხმაურის დონე:
დამუხტვა და ფუნქციონირება
თქვენი კბილის ჯაგრისი არის ელექტრულად უსაფრთხო და
გამიზნულია სააბაზანოში გამოსაყენებლად.
• თქვენ შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ კბილის ჯაგრისი,
ცოტა ხნით დამუხტოთ შტეკერში შეერთებულ დამტენზე ან
დამტენ სადგამზე მოთავსებით (g).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ელემენტი დაცლილია
(ნათურები არ ანთია დატენვის დონის ეკრანზე (e/f)
დამუხტვისას, ან ჩართვა/გამორთვის ღილაკზე ხელის
დაჭერისას რეაგირება არ არის (c)), დატენეთ ის სულ მცირე
30 წუთის განმავლობაში.
• დატენვის ინდიკატორი მწვანე ნათურა (e) აინთება, სანამ
სახელური იტენება. სრულად დატენვის შემდეგ, ნათურა
ჩაქრება. სჭირდება 12 საათი და უზრუნველყოფს 2 კვირა
განმავლობაში რეგულარულ გამოხეხვას (დღეში ორჯერ, 2
წუთი) (სურათი 1).
• თუკი ელემენტი ჯდება, ჯაგრისის ჩართვისა და გამორთვის
დროს რამდენიმე წამით ციმციმებს დატენვის მაჩვენებლის
წითელი შუქი (f) და მცირდება ძრავის სიჩქარე. როდესაც
ელემენტი დაიცლება, ძრავი გაჩერდება; ერთჯერადი
გამოყენებისთვის მოწყობილობა საჭიროებს მინიმუმ 30
წუთიან დატენვას.
• სახელურის შენახვა ყოველთვის შესაძლებელია
შეერთებულ დამტენზეც; ელემენტის ზედმეტად დატენვას
თავად მოწყობილობა აკონტროლებს.
შენიშვნა: ელემენტის ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის,
სახელური შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გაფრთხილება: არ შეინახოთ და დატენოთ სახელური
50°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. დატენვისათვის
რეკომენდირებული ტემპერატურა არის 5°C -დან 35°C-მდე.
კბილის ჯაგრისის გამოყენება
წმენდის ტექნიკა
• დაასველეთ ჯაგრისის თავი და დაიტანეთ ნებისმიერი სახის
ბილის პასტა. ჩართეთ კბილის ჯაგრისი მხოლოდ მას
შემდეგ, რაც მიიტანთ მას კბილებთან (სურათი 2).
• ორალ-ბ-ის ჯაგრისის პულსირებად-მბრუნავი თავების
გამოყენებით კბილების წმენდისას, ნელა გადაადგილეთ
ჯაგრისი ერთი კბილიდან მეორეზე, ყოველ კბილს დაუთმეთ
რამდენიმე წამი. (სურათი 5).
• ჯაგრისის ნებისმიერი თავის გამოყენებისას, არ
დაგავიწყდეთ თქვენი კბილების სამივე ზედაპირის გახეხვა:
საღეჭი, გარე და შიდა ზედაპირები. თანაბრად გაიხეხეთ
თქვენი პირის ღრუს ოთხივე მხარე. თქვენთვის შესაფერისი
მეთოდის არჩევის მიზნით, დაუკავშირდით თქვენს
სტომატოლოგს ან სტომატოლოგ-ჰიგიენისტს.
ელექტრო ჯაგრისის გამოყენების პირველი დღეების
განმავლობაში შესაძლებელია ღრძილებიდან მცირე
სისხლდენა. როგორც წესი, სისხლდენა წყდება რამდენიმე
დღეში. თუ ის გაგრძელდება 2 კვირაზე მეტი დროის
განმავლობაში, დაუკავშირდით თქვენს სტომატოლოგს ან
სტომატოლოგ-ჰიგიენისტს. თუ მგრძნობიარე კბილები ან
ღრძილები გაქვთ, ორალ-ბი გირჩევთ «Sensitive» რეჟიმის
(მოდელის მიხედვით) გამოყენებას (სურვილისამებრ,
ორალ-ბი «Sensitive Clean» ჯაგრისის თავთან
კომბინაციაში).
გამოხეხვის რეჟიმები (დამოკიდებულია მოდელზე):
კბილის ჯაგრისი გთავაზობთ გამოხეხვის სხვადასხვა
რეჟიმებს:
1-
2-
რეჟიმი
რეჟიმები
როგორ შევცვალოთ რეჟიმები:
თქვენი კბილის ჯაგრისი ავტომატურად „ყოველდღიური
წმენდის" რეჟიმზე იმუშავებს. სხა რეჟიმებზე გადასართავად,
თანმიმდევრობით დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს.
გამორთეთ კბილის ჯაგრისი ჩართვა/გამორთვის ღილაკზე
ხელის დაჭერით, სანამ ძრავა არ გაჩერდება.
ზეწოლის სენსორი
თუკი ხეხვის დროს ზედმეტ ძალას გამოიყენებთ, ზეწოლის
სენსორის შუქი (b) (მოდელის მიხედვით) წითლად აინთება,
რაც მიგითითებთ, რომ ზეწოლა შეამსუბუქოთ.
ამავდროულად, ჯაგრისის თავის პულსაცია შეწყდება და მისი
წრიული მოძრაობა შემცირდება («Daily Clean» და
«Sensitive» რეჟიმებში) (სურათი 4). პერიოდულად
შეამოწმეთ ზეწოლის სენსორის გამართულობა გამოყენების
დროს ჯაგრისის თავზე ზომიერად დაწოლით.
23
65 დბ (ა)
3-
4-
რეჟიმები
რეჟიმები
გამოხეხვის რეჟიმები
ყოველდღიური წმენდა –
სტანდარტული რეჟიმი
პირის ღრუს ყოველდღიური
სისუფთავისთვის
მგრძნობიარე – ნაზი,
მაგრამ ღრმა წმენდა
მგრძნობიარე ზონებისთვის
გათეთრება – გამორჩეული
გაპრიალება პერიოდული ან
ყოველდღიური
მოხმარებისთვის
ღრძილების მოვლა –
ღრძილების ნაზი მასაჟი

Advertisement

loading