Download Print this page

Braun Oral-B 3766 Manual page 22

Hide thumbs Also See for Oral-B 3766:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
ქართული
მოგესალმებათ Oral-B!
ამ კბილის ჯაგრისის გამოყენებამდე, გთხოვთ, წაიკითხოთ
მოცემული ინსტრუქციები და შეინახოთ ეს სახელმძღვანელო
სამომავლოდ.
მნიშვნელოვანია
პერიოდულად შეამოწმეთ მთლიანი
პროდუქტი/კაბელები/აქსესუარები
დაზიანებაზე. დაზიანებული ან
არაფუნქციონირებადი ერთეული არ უნდა
იქნეს გამოყენებული. თუ პროდუქტი/
კაბელი/აქსესუარები დაზიანებულია,
მიიტანეთ Oral-B-ის სერვის-ცენტრში.
არ შეცვალოთ ან შეაკეთოთ პროდუქტი.
ამან შეიძლება გამოიწვიოს აალება,
ელექტროშოკი ან დაზიანება.
არასდროს მოათავსოთ რაიმე საგანი
მოწყობილობის რომელიმე თავისუფალ
ადგილას.
3 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ
გამოყენება არ არის რეკომენდებული.
კბილის ჯაგრისები შეიძლება, გამოიყენონ
ბავშვებმა და დაქვეითებული ფიზიკური,
მგრძნობელობითი ან გონებრივი
შესაძლებლობების მქონე ან
გამოცდილებისა და ცოდნის არმქონე
პირებმა, თუ მათ ზედამხედველობას
უწევენ ან მოწყობილობის უსაფრთხოდ
გამოყენების ინსტრუქციებს აძლევენ და
მათ გააზრებული აქვთ არსებული
საფრთხეები.
დაუშვებელია ბავშვების მიერ
მოწყობილობის გაწმენდა და შეკეთება.
დაუშვებელია ბავშვების მიერ
მოწყობილობით თამაში.
აღნიშნული პროდუქტი გამოიყენეთ
მხოლოდ დანიშნულებისამებრ, როგორც
ეს აღწერილია მოცემულ
სახელმძღვანელოში. არ გამოიყენოთ
დამხმარე მოწყობილობა, რომელის არ
არის რეკომენდებული მწარმოებლის მიერ.
გამოიყენეთ მხოლოდ ის დამტენი,
რომელიც მოყვება მოწყობილობას.
გაფრთხილება
• არ მოათავსოთ დამტენი/დამტენის სადგამი, სმარტ
შტეკერი ან დამტენის სამგზავრო ჩანთა წყალში ან სითხეში
და არ შეინახოთ ისეთ ადგილას, საიდანაც შეიძლება
გადავარდეს ან მოხვდეს აბაზანაში ან ნიჟარაში. არ
მიწვდეთ მას, როდესაც წყალშია ჩავარდნილი. გამოაძრეთ
როზეტიდან დაუყოვნებლივ.
• ეს მოწყობილობა შეიცავს ელემენტებს, რომლის შეცვლაც
არ შეიძლება. არ გახსნათ და დაშალოთ მოწყობილობა.
ელემენტის გადამუშავების მიზნით, გთხოვთ მთელი
მოწყობილობის განკარგვა უზრუნველყოთ ადგილობრივი
გარემოს დაცვის რეგულაციების შესაბამისად. სახელურის
გახსნა დააზიანებს მოწყობილობას და გამოიწვევს
გარანტიის გაუქმებას.
• როზეტიდან გამოძრობისას, ყოველთვის მოქაჩეთ შტეკერი
კაბელის ნაცვლად. არ შეეხოთ შტეკერს სველი ხელებით.
ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი.
• თუ პირის ღრუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის
მკურნალობას გადიხართ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს
სტომატოლოგ სპეციალისტთან გამოყენებამდე.
• ეს კბილის ჯაგრისი არის ხელსაწყო, რომელიც
წარმოადგენს თავის მოვლის საშუალებას და არ არის
გამიზნული სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ან
დაწესებულებაში მრავალ პაციენტზე გამოსაყენებლად.
• შეიძლება მოძვრეს პატარა ნაწილები, შეინახეთ
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ჯაგრისის თავის გატეხვის ასაცილებლად, რამაც შეიძლება
წარმოქმნას მცირე ნაწილებით დახრჩობის საფრთხე ან
დააზიანოს კბილები:
• ყოველი გამოყენების წინ, შეამოწმეთ, რომ ჯაგრისის თავი
კარგადაა მორგებული. შეწყვიტეთ კბილის ჯაგრისის
გამოყენება, თუ ჯაგრისის თავი კარგად არაა მორგებული.
არასდროს გამოიყენოთ ჯაგრისის თავის გარეშე.
• თუ კბილის ჯაგრისის სახელური ჩამოვარდნილია,
ჯაგრისის თავი უნდა გამოიცვალოს შემდეგ გამოყენებამდე
მაშინაც კი, თუ დაზიანება არაა შესამჩნევი
• გამოცვალეთ ჯაგრისის თავი ყოველ 3 თვეში ან უფრო
მალე, თუ ჯაგრისის თავი იცვითება.
• გაწმინდეთ ჯაგრისის თავი ჯეროვნად ყოველი გამოყენების
შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი «რეკომენდაციები გაწმენდის
შესახებ»). ჯეროვანი გაწმენდა განაპირობებს კბილის
ჯაგრისის უსაფრთხო გამოყენებასა და ფუნქციონირებას.
აღწერა
a ჯაგრისის თავი
b ზეწოლის სენსორის შუქი (დამოკიდებულია მოდელზე)
c On/Off ღილაკი (რეჟიმის არჩევა)
d სახელური
22

Advertisement

loading