EGO CS1400E Operator's Manual page 377

56 volt lithium-ion cordless chain saw
Hide thumbs Also See for CS1400E:
Table of Contents

Advertisement

გლუვი და სწრაფი ხერხვისთვის, საჭიროა
ჯაჭვის რეგულარული სწორი სერვისი.
ჯაჭვი საჭიროებს გალესვას როცა ნახერხი
არის მცირე და მტვრის მსგავსი, ხერხზე
საჭიროა ძალის დატანება ჭრისას ან ჯაჭვი
ჭრის მხოლოდ ერთ მხარეს. თქვენი ჯაჭვის
სერვისის დროს დაითვალისწინეთ შემდეგი:
გვერდითა ფილის არასწორმა დამაგრებამ
შესაძლოა გაზარდოს სერიოზული
უკუცემის რისკი.
გამწმენდი კბილანების (სიღრმის
ნიშნულების) დაშორება. ძალიან მცირე
დაშორება ზრდის უკუცემის რისკს.
არასაკმარისად მცირე დაშორება
ამცირებს ხერხვის უნარს.
თუ მჭრელი კბილები შეეჯახა მყარ
საგნებს, როგორიცაა ლურსმანი ან ქვა,
ან გაიხეხა ხეზე არსებული ტალახის
ან ქვიშის მიერ, გაალესინეთ ჯაჭვი
კვალიფიციურ სერვისის ტექნიკოსს.
შენიშვნა: დაათვალიერეთ მოძრავი
შენიშვნა:
კბილანა ცვეთასა და დაზიანებაზე ჯაჭვის
შეცვლისას. თუ მას აღენიშნება ცვეთის
ან დაზიანების ნიშნები, შეაცვლევინეთ
კბილანა კვალიფიციურ სერვისის
ტექნიკოსს.
ხერხის ძელის ექსპლუატაცია
ხერხის ძელის ექსპლუატაცია
თუ ძელზე სჩანს ცვეთის ნიშნები,
მოატრიალეთ იგი ხერხზე, რათა თანაბრად
გაანაწილოთ ცვეთა და გაზარდოთ მისი
ტექნიკური ვადა. ხერხის ძელი უნდა
გაიწმინდოს ყოველ დღე სარგებლობისას
და შემოწმდეს ცვეთასა და დაზიანებაზე.
ხერხის ძელის რელსზე ცალმხრივი ცვეთა
და უსწორმასწორობები არის ძელის ცვეთის
ნორმალური პროცესი. მსგავსი ტიპის
უსწორმასწორობები უნდა გაიქლიბოს მათი
გამოჩენისთანავე. ქვევით ჩამოთვლილი
პორბლემების მქონე ძელი უნდა შეიცვალოს.
ძელის რელსების შიგნით არსებული
ცვეთა, რომელიც საშუალებას აძლევს
ჯაჭვს მობრუნდეს.
გაღუნული ხერხის ძელი.
გაბზარული ან გატეხილი რელსები.
გაშლილი რელსები.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ჯაჭვური ხერხი — CS1400E/CS1600E
ასევე, ხერხის ძელს გააჩნია კბილანა მის
წვერთან (ნახ. A-20). კბილანის შეზეთვა
საჭიროა ყოველკვირეულად ზეთის
შპრიცით, რათა გაზარდოთ ძელის
სიცოცხლის ხანგრძლიობა. გამოიყენეთ
ზეთის შპრიცი, რათა ყოველკვირეულად
შეზეთოთ ჯაჭვის ზეთით შესაზეთი
ნასვრეტის საშუალებით (ნახ. A-19).
მოატრიალეთ ძელი და დარწმუნდით რომ
შესაზეთ ნასვრეტებსა და ძელის სიღრუეში
არაა უცხო სხეულები.
ტრანსპორტირება და შენახვა
ტრანსპორტირება და შენახვა
არ შეინახოთ ან არ მოახდინოთ
ჯაჭვური ხერხის ტრანსპორტირება
ჩართულ მდგომარეობაში. ყოველთვის
მოხსენით აკუმულატორი შენახვამდე ან
ტრანსპორტირებამდე.
ყოველთვის გაუკეთეთ ძელის და
ჯაჭვის შალითა ხერხს მის შენახვამდე
ან ტრანსპორტირებამდე გამოიცინეთ
სიფრთხილე ჯაჭვის მჭრელ რგოლებთან
მიმართებაში.
საგულდაგულოდ გაწმინდეთ ჯაჭვური
ხერხი შენახვამდე. შეინახეთ ჯაჭვური
ხერხი შენობაში მშრალ, დაკეტილ და/ან
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მოაცილეთ კოროზიის გამომწვევი
ნივთიერებები, როგორიცაა სოფლის
მეურნეობაში გამოყენებული ქიმიკატები
და მოყინვის საწინააღმდეგო ტექნიკური
მარილი.
KA
377

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Cs1600e

Table of Contents