Dometic HiPro Alpha C60S1 Short Operating Manual page 93

Minibar
Hide thumbs Also See for HiPro Alpha C60S1:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
მიზნობრივი გამოყენება
სამაცივრო მოწყობილობა (ე.წ. „მინიბარი")
განკუთვნილია საკრუიზო ლაინერებზე
გამოსაყენებლად.
მინიბარი არ არის განკუთვნილი მისაბმელ
ან მობილურ სახლებში
დასამონტაჟებლად.
მინიბარი განკუთვნილია ჩაშენებული ან
ავტონომიური მაცივებელი დანადგარის
სახით გამოსაყენებლად. იხილეთ
მონტაჟის ინსტრუქცია.
მინიბარი განკუთვნილია მხოლოდ
დახურულ კონტეინერებში სასმელებისა
და საკვების გასაცივებლად და შესანახად.
მინიბარი არ არის განკუთვნილი ნედლი
პროდუქტებისა და მედიკამენტების
შესანახად ან სურსათის გასაყინად.
ეს მინიბარი განკუთვნილია მხოლოდ
დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად,
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
ეს სახელმძღვანელო შეიცავს საჭირო
ინფორმაციას მინიბარის სწორი მონტაჟისა
და/ან ექსპლუატაციის შესახებ.
მოწყობილობის არასწორი მონტაჟი და/ან
ექსპლუატაცია ან მოვლა გამოიწვევს მის
არადამაკმაყოფილებელ ფუნქციონირებას
და შესაძლო გაუმართაობას.
მწარმოებელი არ აგებს პასუხს ადამიანის
ან პროდუქტის დაზიანებაზე, რომელიც
გამოწვეულია:
• არასწორი აწყობით ან შეერთებით, მათ
შორის ზემაღალი ძაბვით
• სათადარიგო ნაწილების არასწორი
ექსპლუატაციით ან მწარმოებლის მიერ
მოწოდებული ორიგინალური
სათადარიგო ნაწილების გარდა რაიმე
სხვა სათადარიგო ნაწილების
გამოყენებით
• მწარმოებლის უშუალო ნებართვის
გარეშე პროდუქტში ცვლილებების
განხორციელებით
• ამ სახელმძღვანელოში აღწერილი
დანიშნულებისგან განსხვავებული
მიზნით პროდუქტის გამოყენებით
Dometic იტოვებს უფლებას შეცვალოს
პროდუქტის იერსახე და მახასიათებლები.
გამოყენება
მიწოდების კომპლექტი: ნახ. 1
შეასრულეთ ნახატზე ნაჩვენები ნაბიჯები:
• ჩართვა: ნახ. 2
• ტემპერატურის დაყენება: ნახ. 3
• ჩუმი (ლოდინის) რეჟიმის დაყენება
(მხოლოდ კომპრესორული გაცივების
ფუნქციის მქონე C40S1, C40S2, C40P1,
C40P2, C40G1, C40G2, C60S1, C60S2,
C60G1, C60G2-ისთვის): ნახ. 4
• გამორთვა: ნახ. 5
გარანტია
მოქმედებს კანონმდებლობით
გათვალისწინებული გარანტიის პერიოდი.
თუ პროდუქტს დეფექტი აქვს, გთხოვთ,
დაუკავშირდეთ გამყიდველს ან
მწარმოებლის ფილიალს თქვენს ქვეყანაში
(იხილეთ dometic.com/dealer).
შეკეთებისა და საგარანტიო
მომსახურების ჩასატარებლად გთხოვთ,
პროდუქტთან ერთად გამოაგზავნოთ
შემდეგი დოკუმენტები:
• გადახდის ქვითრის ასლი, რომელზეც
მითითებულია პროდუქტის შეძენის
თარიღი
• მოთხოვნის მიზეზი ან გაუმართაობის
აღწერა
გაითვალისწინეთ, რომ თვითშეკეთებამ ან
არაპროფესიონალის მიერ შეკეთებამ
შეიძლება უსაფრთხოების საზიანო
შედეგები გამოიწვიოს და გააბათილოს
გარანტია.
4445103232
93

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents