Dometic HiPro Alpha C60S1 Short Operating Manual page 90

Minibar
Hide thumbs Also See for HiPro Alpha C60S1:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია და
პროდუქტის სწორი მონტაჟის, გამოყენების და მოვლის
უზრუნველსაყოფად დაიცვათ ყველა მითითება, რეკომენდაცია
და გაფრთხილება, რომელიც მოცემულია წინამდებარე
პროდუქტის სახელმძღვანელოში. ეს ინსტრუქცია უნდა
შეინახოთ პროდუქტთან ერთად.
პროდუქტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ
ყურადღებით წაიკითხეთ ყველა მითითება, რეკომენდაცია და
გაფრთხილება, გაიაზრეთ ისინი და თანახმა ხართ დაიცვათ ამ
დოკუმენტში მოცემული წესები და პირობები. თქვენ თანახმა
ხართ გამოიყენოთ ეს პროდუქტი მხოლოდ
დანიშნულებისამებრ და ამ პროდუქტის სახელმძღვანელოში
წარმოდგენილი ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და
გაფრთხილებების შესაბამისად, ასევე მოქმედი კანონებისა და
რეგულაციების დაცვით. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული
ინსტრუქციების და გაფრთხილებების წაუკითხავობამ და
დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი და სხვა პირების,
თქვენი პროდუქტის ან სხვა ახლოს განლაგებული სხვა ქონების
დაზიანება. მოცემული პროდუქტის სახელმძღვანელო, მათ
შორის ინსტრუქციები, რეკომენდაციები და გაფრთხილებები და
პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეიძლება
შეიცვალოს და განახლდეს. უახლესი ინფორმაციისთვის
პროდუქტის შესახებ ეწვიეთ გვერდს dometic.com.
ექსპლუატაციის სრული
სახელმძღვანელო იხილეთ
ინტერნეტში, გვერდზე
documents.dometic.com/
?object_id=71166
ეს პროდუქტი შეიცავს სინათლის წყაროს,
ენერგოეფექტურობის კლასი F.
დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის
შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ
პროდუქტის ენერგოეფექტურობის
ეტიკეტზე მოყვანილი QR კოდის
გამოყენებით ან გვერდზე
eprel.ec.europa.eu.
უსაფრთხოების ინსტრუქციები
ზოგადი უსაფრთხოება
!
გაფრთხილება! ამ
გაფრთხილებების დაუცველობამ
შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი
ან სერიოზული ფიზიკური
დაზიანება.
ელექტრული დენით დაზიანების
საფრთხე
• უზრუნველყავით მინიბარის დაყენება
კვალიფიცირებული ტექნიკოსის მიერ,
Dometic-ის მონტაჟის ინსტრუქციის
შესაბამისად.
• ნუ გამოიყენებთ მინიბარს, თუ მას
ვიზუალურად ემჩნევა დაზიანებები.
90
KA
• ამ მინიბარის ელექტროკაბელის
დაზიანების შემთხვევაში
უსაფრთხოების რისკების თავიდან
ასაცილებლად ის უნდა გამოიცვალოს
მწარმოებლის, სერვისის
წარმომადგენლის ან სხვა
კვალიფიცირებული პირის მიერ.
• ამ მინიბარის შეკეთება უნდა
შესრულდეს მხოლოდ
კვალიფიცირებული პერსონალის მიერ.
არაადეკვატურმა შეკეთებამ შეიძლება
გამოიწვიოს სერიოზული საფრთხე.
• მინიბარის განლაგებისას დარწმუნდით,
რომ ელექტროკვების კაბელი არ არის
გაჭედილი ან დაზიანებული.
• ნუ განალაგებთ ბევრ პორტატიულ
საშტეფსელო როზეტს ან პორტატიულ
ელექტროკვების წყაროს
მოწყობილობის უკან.
• ჩართეთ მოწყობილობა როზეტებში,
რომლებიც უზრუნველყოფს სათანადო
შეერთებას, განსაკუთრებით, როცა
საჭიროა მოწყობილობის დამიწება.
აფეთქების საფრთხე
• ნუ შეინახავთ მინიბარში ფეთქებად
ნივთიერებებს, როგორიცაა
პროპელენტების შემცველი
პულვერიზატორები.
ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე
• ამ მინიბარის გამოყენება შეუძლიათ 8
წლის და მეტი ასაკის ბავშვებს, ასევე
შეზღუდული ფიზიკური, სენსორული
ან მენტალური შესაძლებლობების, ან
არასაკმარისი გამოცდილების თუ
ცოდნის მქონე პირებს, თუ ისინი
იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ ან
თუ ჩაუტარდათ მინიბარის
უსაფრთხოდ გამოყენების
ინსტრუქტაჟი და გააზრებული აქვთ
არსებული რისკები.
• დაუშვებელია ბავშვების თამაში
მინიბარით.
• დაუშვებელია ბავშვის მიერ
მოწყობილობის გაწმენდა და მოვლის
სამუშაოების ჩატარება
მეთვალყურეობის გარეშე.
• 3-8 წლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ
მინიბარიში ნივთების ჩალაგება-
ამოლაგება.
4445103232

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents