Dometic HiPro Alpha C60S1 Short Operating Manual page 92

Minibar
Hide thumbs Also See for HiPro Alpha C60S1:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
• არასოდეს მოათავსოთ მინიბარი
წყალში.
• დაიცავით მინიბარი და კაბელი სითბოსა
და ტენისგან.
• დარწმუნდით, რომ სურსათი არ ეხება
მაცივებელი ზონის კედლებს.
დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის
შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ
ენერგოეფექტურობის მარკირების
მონაცემებში მოყვანილი QR კოდის
გამოყენებით ან გვერდზე
eprel.ec.europa.eu.
A
ყურადღება! დაზიანების
საფრთხე
საფრთხის თავიდან აცილების
მიზნით, სინათლის წყარო უნდა
შეცვალოს მხოლოდ
მწარმოებელმა, სერვის-ცენტრის
წარმომადგენელმა ან სხვა
კვალიფიციურმა პირმა.
მიზნობრივი გამოყენება
სამაცივრო მოწყობილობა (ე.წ. „მინიბარი")
განკუთვნილია საყოფაცხოვრებო და ისეთ
მსგავს გარემოში გამოსაყენებლად,
როგორიცაა:
• პერსონალისთვის განკუთვნილი
სამზარეულოები მაღაზიებში, ოფისებსა
და სხვა სამუშაო სივრცეებში
• ფერმერების საცხოვრებლები
• სასტუმროები, მოტელები და სხვა
საცხოვრებელი ტიპის გარემოები
• B&B - ს ტიპის გარემოები
• საზოგადოებრივი კვების ან სხვა მსგავსი
არასაცალო გაყიდვების ობიექტები
92
მინიბარი არ არის განკუთვნილი მისაბმელ
ან მობილურ სახლებში
დასამონტაჟებლად.
მინიბარი განკუთვნილია ჩაშენებული ან
ავტონომიური მაცივებელი დანადგარის
სახით გამოსაყენებლად. იხილეთ
მონტაჟის ინსტრუქცია.
მინიბარი განკუთვნილია მხოლოდ
დახურულ კონტეინერებში სასმელებისა
და საკვების გასაცივებლად და შესანახად.
მინიბარი არ არის განკუთვნილი ნედლი
პროდუქტებისა და მედიკამენტების
შესანახად ან სურსათის გასაყინად.
ეს მინიბარი განკუთვნილია მხოლოდ
დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად,
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
ეს სახელმძღვანელო შეიცავს საჭირო
ინფორმაციას მინიბარის სწორი მონტაჟისა
და/ან ექსპლუატაციის შესახებ.
მოწყობილობის არასწორი მონტაჟი და/ან
ექსპლუატაცია ან მოვლა გამოიწვევს მის
არადამაკმაყოფილებელ ფუნქციონირებას
და შესაძლო გაუმართაობას.
მწარმოებელი არ აგებს პასუხს ადამიანის
ან მინიბარის დაზიანებაზე, რომელიც
გამოწვეულია:
• არასწორი აწყობით ან შეერთებით, მათ
შორის ზემაღალი ძაბვით
• სათადარიგო ნაწილების არასწორი
ექსპლუატაციით ან მწარმოებლის მიერ
მოწოდებული ორიგინალური
სათადარიგო ნაწილების გარდა რაიმე
სხვა სათადარიგო ნაწილების
გამოყენებით
• მწარმოებლის უშუალო ნებართვის
გარეშე მინიბარში ცვლილებების
განხორციელებით
• ამ სახელმძღვანელოში აღწერილი
დანიშნულებისგან განსხვავებული
მიზნით პროდუქტის გამოყენებით
Dometic იტოვებს უფლებას შეცვალოს
პროდუქტის იერსახე და მახასიათებლები.
4445103232

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents