Ariston AURES S 3.5 COM PL Manual page 49

Instantaneous electric water heater
Hide thumbs Also See for AURES S 3.5 COM PL:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
მონტაჟის ინსტრუქციები:
გარანტია მოქმედებს მხოლოდ სწორად მონტაჟის შემთხვევაში.
ეს მყისიერი წყლის გამაცხელებელი ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხელი წყლის
მყისიერად მიწოდებას და ამავდროულად ზოგავს ელექტროენერგიას. წნევის სენსორის გააქტიურებისთანავე
ირთვება გამაცხელებელი ელემენტი, რომელიც აცხელებს გამდინარე წყალს.
ზოგადი ინფორმაცია
1.
ამ მოწყობილობის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა მოხდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ
ადგილობრივი კანონმდებლობის და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.
2.
რეკომენდებულია ელექტრულ წრედში გამოყენებულ იქნას ნარჩენი დენისგან დამცავი მოწყობილობა (ELCB).
3.
წყლის მილების მონტაჟი უნდა დასრულდეს წყლის გამაცხელების მონტაჟის დაწყებამდე. ასევე საჭიროა ამ
მილების ტესტირება, რათა გამოირიცხოს წყლის გაჟონვა.
4.
ამ მოწყობილობაში შემავალი წყლის წნევა უნდა იყოს არანაკლებ 0,3 ბარი. როდესაც წყლის მიწოდების მილი
მარცხნიდან უერთდება, ეს მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
5.
ფრთხილად! გამოიყენეთ მხოლოდ მოწყობილობასთან ერთად მოწოდებული გამომავალი მილის აქსესუარები.
წყლის გამომავალი მილი ყოველთვის ღია უნდა იყოს, რადგან ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი წყლის
ღიად გამოშვების სისტემას ეფუძნება.
6.
აკრძალულია ამ მოწყობილობის გამოყენება ბავშვების ან უნარშეზღუდული პირების მიერ ზედამხედველობის
გარეშე. არ მისცეთ ბავშვებს ამ მოწყობილობით თამაშის უფლება.
ნიჟარის და შხაპის ბლოკის მონტაჟი 3 კვტ - 9.5 კვტ
1.
შხაპის ბლოკი უნდა დამონტაჟდეს კედელზე.
2.
ელექტრო კაბელის კორპუსის შიგნით განთავსებულ ტერმინალის ბლოკზე მისაერთებლად, მოხსენით საფარი.
(მოუშვით 4 ხრახნი)
3.
ეს დანადგარი გამანაწილებელ დაფას ცალკე კაბელით უნდა უერთდებოდეს (იხილეთ ცხრილი 2)
4.
9.5კვტ-იანი ორფაზიანი დანადგარისთვის რეკომენდებულია 5 x 4.0მმ
5.
110ვ/5კვტ დანადგარი დაკავშირებული უნდა იყოს დამოუკიდებელ 40 ამპერიან წრედის ამომრთველთან,
ხოლო მკვებავი კაბელის სისქე უნდა იყოს 3X6 მმ
6.
შეაერთეთ ეს მოწყობილობა წყალმომარაგების სისტემასთან და შეერთებისთანავე შეამოწმეთ გაჟონვაზე.
გამოიყენეთ ამ მოწყობილობასთან ერთად მოწოდებული შლანგები, არ გამოიყენოთ ძველი შლანგები
7.
შემავალი წყლის მილების შეერთების შემდეგ, დენის კაბელი შეაერთეთ შესაბამის ტერმინალურ ბლოკებთან.
ეს ტექნიკა მოწყობილობა უნდა იყოს დამიწებული, რისთვისაც დამიწების კაბელი (ნახაზზე აღნიშნულია
შესაბამისი ასოებით) შეაერთეთ სიმბოლოთი აღნიშნულ ტერმინალთან
ფრთხილად! ეს მოწყობილობა დამიწებული უნდა იყოს
8.
ეს დანადგარი კვების წყაროსთან უნდა დააკავშიროთ ორპოლუსიანი
ამომრთველით (ერთფაზიანი დანადგარისთვის) ან მრავალპოლუსიანი
ამომრთველით (მრავალფაზიანი დანადგარის შემთხვევაში)
9.
ნებისმიერი მომსახურების დაწყებამდე, გათიშეთ ეს მოწყობილობა კვების
წყაროდან გარე წრედის ამომრთველის მეშვეობით და შემდეგ შეაერთეთ
დენის კაბელი მოწყობილობასთან.
10. დენის კაბელის შესაერთებლად გამოიყენეთ სპეციალური მომჭერი.
11. დააბრუნეთ საფარი თავის ადგილას (მოუჭირეთ 4 ხრახნი)
ნიჟარა
AURES
SLIM
შემავალი
წყლის მილი
ონკანი
სწორი მონტაჟი
შხაპი
AURES
SLIM
გამომავალი
შემავალი
წყლის მილი
წყლის მილი
სისქის კაბელის გამოყენება
2
.
2
გამომავალი
წყლის მილი
ონკანი
49
.
არასწორი მონტაჟი
საფრთხე!!!
არასწორი მონტაჟი
AURES
SLIM
KA

Hide quick links:

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents