Beko WTV8633XB User Manual page 23

Table of Contents

Advertisement

Available languages

Available languages

  • ENGLISH, page 37
გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ ან გააუქმოთ დამატებითი ფუნქციები,
რომლებიც შესაფერისია გაშვებული პროგრამისთვის, სარეცხი ციკლის დაწყების შემდეგ. თუ
რეცხვის ციკლი მიაღწევს წერტილს, როცა დამატებითი ფუნქციის არჩევა შეუძლებებლია,
გაიგონებთ ხმოვან გაფრთხილებას და შესაბამისი დამატებითი ფუნქციის ნათურა გაანათებს.
C
ზოგიერთი ფუნქციის ერთად არჩევა შეუძლებელია. თუ მეორე დამატებითი ფუნქცია, რომელიც პირველთან
შეუსაბამობაში მოდის, არჩეულია მანქანის ამუშავებამდე, პირველად არჩეული ფუნქცია უნდა გაუქმდეს,
ხოლო მეორე დამატებითი ფუნქციის არჩევა გააქტიურებული დარჩება.
პროგრამისთვის შეუსაბამო დამატებითი ფუნქციის არჩევა შეუძლებელია. (იხილეთ "პროგრამისა და
გამოყენების ტაბულა".)
ზოგიერთ პროგრამას აქვს დამატებითი ფუნქციები, რომლებმაც უნდა იმუშავონ ერთდროულად. ამ
ფუნქციების გაუქმება შეუძლებელია. დამატებითი ფუნქციის ჩარჩო არ გაანათებს, გაანათებს მხოლოდ შიდა
სივრცე.
4.3.7.1 დამატებითი ფუნქციები
• Prewash (წინასწარი რეცხვა)
წინასწარი რეცხვა საჭიროა მხოლოდ ძალიან დასვრილი სარეცხისთვის. წინასწარი რეცხვის
გამოუყენებლობა დაგიზოგავთ ელექტროენერგიას, წყალს, სარეცხ საშუალებასა და დროს.
• Extra Rinse (დამატებითი გავლება)
ეს ფუნქცია მანქანას საშუალებას აძლევს, მოახდინოს დამატებითი გავლება, უკვე შესრულებული
გავლების გარდა, ძირითადი რეცხვის შემდეგ. ამრიგად, შესაძლოა შემცირდეს მგრძნობიარე
კანისთვის (ბავშვები, ალერგიული კანი და ა. შ.) სარეცხი საშუალების ნარჩენებისგან ზიანის
მიყეების შსაძლებლობა.
• Quick Wash (სწრაფი)
ამ ფუნქციის არჩევისას შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობა მცირდება 50%-ით.
რეცხვის ოპტომიზაციის, მაღალი მექანიკური აქტივობის და წყლის ოპტიმალური მოხმარების
წყალობით,
რეცხვის ხანგრძლივობის შემცირების მიუხედევად, მიიღწევა მაღალი ეფექტურობა.
4.3.7.2 ფუნქციები/პროგრამები, რომელთა არჩევა შესაძლებელია კლავიშზე 3
წამის განმავლობაში დაჭერით
• ცილინდრის გაწმენდა
პროგრამის არჩევისთვის, დააჭირეთ 1-ლ დამატებითი ფუნქციის კლავიშს და გააჩერეთ 3 წამი.
რეგულარულად გამოიყენეთ (1-2 თვეში ერთხელ), ცილინდრის გასაწმენდად და საჭირო
ჰიგიენის უზრუნველსაყოფად. გაუშვით პროგრამა, როცა მანქანა სრულიად ცარიელია. უკეთესი
შედეგის მისაღწევად, ჩაყარეთ მინადუღის მოსაშორებელი ფხვნილი, სარეცხი მანქანებისთვის
სარეცხი საშუალების განყოფილებაში ნომ. "2". პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩასატვირთი
კარი ოდნავ ღია დატოვეთ, რათა მანქანის შიდა მხარე გაშრეს.
C
ეს სარეცხი პროგრამა არ არის. ეს მანქანის მოვლის პროგრამაა.
არ გაუშვათ პროგრამა, როცა მანქანაში რამე დევს. თუ ასე მოიქცევით, მანქანა აღმოაჩენს, რომ შიგნით სარეცხი
დევს და პროგრამას შეწყვეტს.
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
23 / KA

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents