Beko WTV8633XB User Manual page 22

Table of Contents

Advertisement

Available languages

Available languages

  • ENGLISH, page 37
4.3.6. ბრუნვის სიჩქარის არჩევა
ახალი პროგრამის არჩევისას, ბრუნვის სიჩქარის ინდიკატორზე გამოჩნდება არჩეული
პროგრამისთვის რეკომენდებული ბრუნვის სიჩქარე.
ბრუნვის სიჩქარის შესამცირებლად, დააჭირეთ ბრუნვის სიჩქარის რეგულირების ღილაკს.
ბრუნვის სიჩქარე თანდათანობით მცირდება.
შემდეგ, პროდუქტის მოდელის გათვალისწინებით, ეკრანზე ვარიანტები - "გავლების შეჩერება"
და "ბრუნვის გარეშე" გამოჩნდება. "ბრუნვის გარეშე" ფუნქციის არჩევისას, გავლების დონის
ინდიკატორი არ ჩაირთვება.
C
თუ პროგრამამ ბრუნვის საფეხურს არ მიაღწია, შეგიძლიათ, სიჩქარე შეცვალოთ, პროდუქტის პაუზის რეჟიმში
გადართვის გარეშე.
გავლების შეჩერება
თუ მანქანიდან სარეცხის გამოღებას პროგრამის დასრულებისთანავე არ აპირებთ, შეგიძლიათ
გამოიყენოთ გავლების შეჩერების ფუნქცია, რათა გააჩეროთ თქვენი სარეცხი საბოლოო
გასავლებ წყალში, რომ ის არ დაიჭმუჭნოს, როცა პროდუქტში წყალი არ იქნება. დააჭირეთ
დაწყების/პაუზის ღილაკს, ამ პროცესის შემდეგ, თუ გსურთ წყლის ამოშრობა, თქვენი სარეცხის
დატრიალების გარეშე. პროგრამა განახლდება და დასრულდება წყლის ამოშრობის შემდეგ.
თუ გსურთ წყალში გაჩერებული სარეცხის დატრიალება, დაარეგულირეთ ბრუნვის სიჩქარე
და დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს. პროგრამა კვლავ გაგრძელდება. წყალი ამომშრალია,
სარეცხი - დატრიალებული, პროგრამა კი - დასრულებული.
4.3.7 დამატებითი ფუნქციის არჩევა
აირჩიეთ სასურველი დამატებითი ფუნქცია, პროგრამის გაშვებამდე.
აინთება არჩეული დამატებითი ფუნქციის მისათითებელი ნათურა.
C
როცა თქვენ ცდილობთ შეცვალოთ დამატებითი ფუნქცია, რომლის არჩევა არ არის დაშვებული მიმდინარე
პროგრამაში, შესაბამისი დამატებითი ფუნქციის ნათურა გაანათებს და გაიგონებთ ხმოვან გაფრთხილებას.
22 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents