Dometic Hipro Alpha A 30S1 Operating Manual page 391

Minibar
Hide thumbs Also See for Hipro Alpha A 30S1:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
HiPro
ამ მინიბარის შეკეთება უნდა შესრულდეს მხოლოდ
კვალიფიცირებული პერსონალის მიერ. არაადეკვატურმა
შეკეთებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საფრთხე.
მინიბარის განლაგებისას დარწმუნდით, რომ
ელექტროკვების კაბელი არ არის გაჭედილი ან
დაზიანებული.
ნუ განალაგებთ ბევრ პორტატიულ საშტეფსელო როზეტს
ან პორტატიულ ელექტროკვების წყაროს მოწყობილობის
უკან.
ხანძრის საფრთხე
მაცივებელი ნივთიერების კონტურში არსებული
მაცივებელი ნივთიერება უკიდურესად აალებადია.
მაცივებელი ნივთიერების კონტურის დაზიანების
შემთხვევაში:
– გამორთეთ მინიბარი.
– მოარიდეთ ღია ალს და ნაპერწკლებს.
– კარგად გაანიავეთ ოთახი.
აფეთქების საფრთხე
ნუ შეინახავთ მინიბარში ფეთქებად ნივთიერებებს,
როგორიცაა პროპელენტების შემცველი
პულვერიზატორები.
ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე
აბსორბციული გაცივების ფუნქციის მქონე
ვერსიებისთვის: არასოდეს გახსნათ აბსორბერის ბლოკი.
ის მაღალი წნევის ქვეშაა და გახსნის შემთხვევაში
შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება.
ამ მინიბარის გამოყენება შეუძლიათ 8 წლის და მეტი
ასაკის ბავშვებს, ასევე შეზღუდული ფიზიკური,
სენსორული ან მენტალური შესაძლებლობების, ან
არასაკმარისი გამოცდილების თუ ცოდნის მქონე პირებს,
თუ ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ ან თუ
ჩაუტარდათ მინიბარის უსაფრთხოდ გამოყენების
ინსტრუქტაჟი და გააზრებული აქვთ არსებული რისკები.
დაუშვებელია ბავშვების თამაში მინიბარით.
დაუშვებელია ბავშვის მიერ მოწყობილობის გაწმენდა და
მოვლის სამუშაოების ჩატარება მეთვალყურეობის გარეშე.
3-8 წლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მინიბარიში
ნივთების ჩალაგება-ამოლაგება.
KA
უსაფრთხოების ინსტრუქციები
391

Hide quick links:

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents