EGO LM2120E Operator's Manual page 367

56 volt lithium-ion cordless mower
Table of Contents

Advertisement

შეინახეთ ყველა მითითება და ინსტრუქცია
სამომავლოდ გამოყენებისთვის.
ტერმინი „ელექტრული ხელსაწყო"
უსაფრთხოების ინსტრუქციაში შეესაბამება
ქსელიდან (სადენით) ან აკუმულატორით
(უსადენო) მიღებულ დენზე მომუშავე
ელექტრულ ხელსაწყოს.
სამუშაო არის უსაფრთხოება
სამუშაო არის უსაფრთხოება
დაიცავით სამუშაო არის სისუფთავე და
იქონიეთ კარგი განათება. ჩახერგილი ან
ბნელი სამუშაო არე იწვევს ინციდენტებს.
არ ამუშაოთ ელექტრული ხელსაწყო
ჰაერში ფეთქებადი საშუალებების
არსებობისას, როგორიცაა აალებადი
სითხეები, აირები ან მტვერი.
ელექტრული ხელსაწყოები წარმოქმნიან
ნაპერწკალს, რომელმაც შესაძლოა აანთოს
მტვერი ან აირი.
ელექტრული ხელსაწყოთი
სარგებლობისას მოარიდეთ მას ბავშვები
და სხვა პირები. ყურადღების გაფანტვას
შეუძლია გამოიწვიოს ხელსაწყოზე
კონტროლის დაკარგვა.
ელექტრული უსაფრთხოება
ელექტრული უსაფრთხოება
ელექტრული ხელსაწყოს დენის ჩანგალი
უნდა ერგებოდეს შტეფსელს. არასოდეს
გაუკეთოთ მოდიფიცირება ხელსაწყოს
დენის ჩანგალს. არ გამოიყენოთ
ადაპტორები ისეთი ხელსაწყოების
დენის ჩანგალზე, რომელსაც აქვს
დამიწება. არსებული დენის ჩანგალი და
მისი შესაბამისი შტეფსელის არსებობა
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
მოერიდეთ სხეულით დამიწებული
საგნების ზედაპირებთან კონტაქტს,
როგორიცაა მილები, რადიატორები,
ქურები და მაცივრები. ელექტრული
შოკის მიღების რისკი იზრდება თუ
თქვენი სხეული დამიწებულია.
არ დატოვოთ ელექტრული ხელსაწყოები
წვიმაში ან სველ ადგილას. ელექტრულ
ხელსაწყოში შესული წყალი ზრდის
ელექტრული შოკის მიღების რისკს.
არ დააზიანოთ დენის სადენი.
არასოდეს გამოიყენოთ სადენი
56 ვოლტიანი ლითიუმის-იონის უსადენო ძრავა — LM2120E / LM2120E-SP
ხელსაწყოს სატარებლად, მოსაქაჩად
ან შტეფსელიდან ამოსართველად.
დაიცავით დენის სადენი სიმხურვალისგან,
ზეთისგან, მჭრელი და მოძრავი
საგნებისგან. დაზიანებული ან
გადახლართული დენის სადენი ზრდის
ელექტრული შოკის რისკს.
ელექტრული ხელსაწყოთი გარეთ
სარგებლობისას გამოიყენეთ
დამაგრძელებელი, რომელიც
გამოსადეგია გარეთ მუშაობისთვის.
გარეთ მუშაობისთვის შესაბამისი
ელექტრული სადენის გამოყენება
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
თუ ელექტრული ხელსაწყოს ნესტიან
გარემოში მუშაობა გარდაუვალია,
გამოიყენეთ დიფერენციალური
დაცვის მქონე (RCD) კვების წყარო.
დიფერენციალური RCD დაცვის
გამოყენება ამცირებს ელექტრული შოკის
რისკს.
პირადი უსაფრთხოება
პირადი უსაფრთხოება
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით. არ
გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც
ხართ დაღლილი, ან ალკოჰოლის,
მედიკამენტების ან ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ. ხელსაწყოთი
სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
გამოიყენეთ პირადი დამცავი
საშუალებები. ყოველთვის გაიკეთეთ
თვალების დამცავი. შესაბამის სამუშაო
პირობებში დამცავი საშუალებების
გამოყენება, როგორიცაა მტვრის
საწინააღმდეგო ნიღაბი, მოცურების
საწინააღმდეგო სპეც ფეხსაცმელი, მყარი
ჩაფხუტი ან სმენის დამცავი, ამცირებს
სამუშაო ტრამვებს.
KA
367

Hide quick links:

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Lm2120e-sp

Table of Contents