Lenovo Motorola Motox4 Read Me page 72

Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
გარანტია
ამ პროდუქტზე ვრცელდება Motorola-ს შეზღუდული გარანტია. თქვენს ტელეფონში
გარანტიის სანახავად გახსენით Settings > Legal information > Warranty
ან ეწვიეთ გვერდს www.motorola.com/device-legal. აგრეთვე, შეგიძლიათ მიიღოთ
გარანტიის ასლი Motorola-სთან დაკავშირებით, მისამართზე: Motorola Mobility LLC,
Attention Customer Service--Warranty Request, 222 West Merchandise Mart Plaza,
Suite 1800, Chicago, IL 60654.
არბიტრაჟი და უარის განცხადება
ნებისმიერი კონფლიქტი ან სარჩელი, წარმოშობილი Motorola-ს პროდუქტის შედეგად ან
მასთან დაკავშირებით, დაექვემდებარება სავალდებულო არბიტრაჟს და არა სასამართლოს,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ განაცხადებთ უარს. უარის განსაცხადებლად გააგზავნეთ
უარის თქმის წერილობითი უწყება შეძენიდან 30 დღის განმავლობაში, რომელიც უნდა
შეიცავდეს თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, მოწყობილობის
ნომერსა და მოწყობილობის სერიულ ნომერს და რომელიც განუცხადებს Motorola-ს, რომ
თქვენ უარს აცხადებთ ამ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, მისამართზე: Motorola Mobility LLC,
222 West Merchandise Mart Plaza, Suite 1800, Attn: Arbitration Provision Opt-Out,
Chicago, IL 60654 ან ელფოსტის მისამართზე arbitrat@motorola.com. აღნიშნული
საარბიტრაჟო დებულების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ტელეფონში გახსენით
Settings > Legal information > Arbitration and opt-out ან ეწვიეთ გვერდს
www.motorola.com/device-legal.
პასუხისმგებლობაზე უარის თქმა
ზოგიერთი ფუნქცია, სერვისი ან აპლიკაცია დამოკიდებულია ქსელზე და, შესაძლოა, ყველა
ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი არ იყოს; შეიძლება ამოქმედდეს დამატებითი წესები,
პირობები და/ან მოგიწიოთ დამატებითი საფასურის გადახდა. დეტალებისთვის დაუკავშირდით
თქვენი სერვისის პროვაიდერს. ყველა ფუნქცია, ფუნქციონალობა და პროდუქტის სხვა
სპეციფიკაციები, ისევე როგორც ამ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, ეყრდნობა
უახლეს ხელმისაწვდომ ინფორმაციას და დაბეჭდვის მომენტისათვის ზუსტ ინფორმაციად
ითვლება. Motorola იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან მოდიფიკაცია მოახდინოს ნებისმიერ
ინფორმაციასა თუ სპეციფიკაციაში შეტყობინების ან ვალდებულების გარეშე.
საავტორო უფლებები და სასაქონლო
ნიშნები
MOTOROLA, სტილიზებული M ლოგო, MOTO და MOTO ოჯახის ნიშნები არის Motorola
Trademark Holdings, LLC-ის სასაქონლო ნიშნები ან რეგისტრირებული სასაქონლო
ნიშნები. LENOVO არის Lenovo-ს სავაჭრო ნიშანი. Google, Android, Google Play და
სხვა ნიშნები არის Google Inc.-ის სასაქონლო ნიშნები microSD ლოგო არის SD-3C,
LLC-ის სასაქონლო ნიშანი. ყველა სხვა პროდუქტის ან მომსახურების სახელი შესაბამისი
მფლობელების საკუთრებას წარმოადგენს.
© 2017 Motorola Mobility LLC. ყველა უფლება დაცულია.
პროდუქტის ID: Moto X
(მოდელი XT1900-5, XT1900-7)
4
სახელმძღვანელოს ნომერი: SSC8C19572-A
Motorola Mobility LLC
Merchandise Mart Plaza
Chicago, IL 60654
www.motorola.com
10
Moto X4_GSG_Russia_en-GB ru kk uk ro ka az_SSC8C19572A.indb 10
2017-08-09 11:12:57

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents