Dometic HiPro Alpha C60S1 Short Operating Manual page 91

Minibar
Hide thumbs Also See for HiPro Alpha C60S1:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
• მინიბარის არამდგრადი მდგომარეობით
გამოწვეული საფრთხის თავიდან
ასაცილებლად მოწყობილობა უნდა
დაამაგროთ მონტაჟის ინსტრუქციის
შესაბამისად.
• არასოდეს დაფაროთ მინიბარის
კორპუსზე ან ჩაშენებულ
სტრუქტურაში არსებული
სავენტილაციო ღიობები.
• ნუ გამოიყენებთ მექანიკურ
მოწყობილობებს ან სხვა საშუალებებს
გალღობის პროცესის დასაჩქარებლად,
მწარმოებლის მიერ რეკომენდებული
მოწყობილობების გარდა.
• ნუ გამოიყენებთ ელექტრულ
მოწყობილობებს მინიბარის შიგნით, თუ
ისინი არ არის ამ მიზნით
რეკომენდებული მწარმოებლის მიერ.
!
ფრთხილად! ამ გაფრთხილებების
დაუცველობამ შეიძლება
გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო
ხარისხის ფიზიკური დაზიანება.
დამსხვრევის რისკი
• ნუ ჩაყოფთ თითს კარის სახსარში.
ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე
• სურსათის შენახვა შეიძლება მხოლოდ
ორიგინალურ შეფუთვაში ან შესაფერის
კონტეინერში.
A
ყურადღება! დაზიანების საფრთხე
• შეამოწმეთ, რომ ტიპის აღმნიშვნელ
ფირფიტაზე მითითებული ძაბვა
შეესაბამება კვების წყაროს ძაბვას.
• მინიბარი არ არის განკუთვნილი მწვავე
ან გამხსნელების შემცველი
ნივთიერებების შესანახად.
• მაცივებელი მოწყობილობის იზოლაცია
შეიცავს აალებად ციკლოპენტანს და
საჭიროებს უტილიზაციის
განსაკუთრებული პროცედურების
დაცვას. ექსპლუატაციის ვადის გასვლის
შემდეგ ჩააბარეთ მაცივებელი
მოწყობილობა შესაბამის უტილიზაციის
ცენტრში.
• სადრენაჟე გამოსასვლელი ყოველთვის
სუფთა უნდა იყოს.
• გადაიტანეთ მინიბარი მხოლოდ
ვერტიკალურ მდგომარეობაში.
მინიბარის უსაფრთხო გამოყენება
D
საფრთხე! ამ გაფრთხილებების
დაუცველობა გამოიწვევს
სიკვდილს ან სერიოზულ ფიზიკურ
დაზიანებას.
ელექტრული დენით დაზიანების
საფრთხე
• ნუ შეეხებით კაბელებს შიშველი
ხელებით.
!
ფრთხილად! ამ გაფრთხილებების
დაუცველობამ შეიძლება
გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო
ხარისხის ფიზიკური დაზიანება.
ელექტრული დენით დაზიანების
საფრთხე
• მინიბარის ჩართვამდე დარწმუნდით,
რომ კვების კაბელი და შტეკერი
მშრალია.
ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე
• დარწმუნდით, რომ მინიბარში
ათავსებთ მხოლოდ ისეთ პროდუქტებს,
რომელთა გაგრილება შესაძლებელია
შერჩეულ ტემპერატურაზე.
• სურსათის შენახვა შეიძლება მხოლოდ
ორიგინალურ შეფუთვაში ან შესაფერის
კონტეინერში.
• კარის ხანგრძლივი დროით გაღებამ
შეიძლება გამოიწვიოს მინიბარის
სექციებში ტემპერატურის
მნიშვნელოვანი ზრდა.
• რეგულარულად გაწმინდეთ
ზედაპირები, რომლებიც შეიძლება
კონტაქტში მოვიდეს სურსათთან და
სადრენაჟე სისტემები, რომლებთანაც
მიწვდომა შესაძლებელია.
• თუ მინიბარს ხანგრძლივი დროით
ცარიელს ტოვებთ:
– გამორთეთ მინიბარი.
– გაადნეთ ყინული მინიბარში.
– გაწმინდეთ და გააშრეთ მინიბარი.
– დატოვეთ კარი ღია მინიბარში ობის
წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
A
ყურადღება! დაზიანების საფრთხე
• ნუ განათავსებთ მინიბარს ღია ალთან ან
სითბოს სხვა წყაროებთან ახლოს
(გამათბობლებთან, მზის პირდაპირი
სხივების ქვეშ, გაზქურებთან და ა.შ.).
4445103232
91

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents