Braun Oral-B PRO TRIZONE 6000 Smart Manual page 135

Hide thumbs Also See for Oral-B PRO TRIZONE 6000:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
ჯაგრისს თავი. ცალცალკე გაწმინდეთ სახელური
და ჯაგრისის თავი. აწყობამდე კარგად
გაამშრალეთ. გაწმენდამდე დაშალეთ დამტენი
მოწყობილობა. ჯაგრისის თავის ყუთი და დამცავი
ხუფები შეიძლება იყოს გარეცხილი ჭურჭლის
სარეცხ მანქანაში.
ორივე ძირითადი დამტენი მოწყობილობა და
SmartGuide უნდა იყოს გაწმენდილი მხოლოდ
სველი ტილოთი. სამგზავრო კონტეინერის
მოსახსნელი შიდა ნაწილები (m) შეიძლება იყოს
გარეცხილი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. გარე
ბუდე უნდა იყოს გაწმენდილი სველი ტილოთი
(სურათი 7, გვერდი 5). დარწმუნდით იმაში, რომ
სამგზავრო კონტეინერის ნაწილები მთლიანად
მშრალია მათ ხელმეორედ აწყობამდე და კბილის
ჯაგრისი/ჯაგრისის თავები მშრალია მათ
სამგზავრო კონტეინერში შენახვამდე.
შენიშვნა: დაუყოვნებლივ გაწმინდეთ სამგზავრო
კონტეინერზე არსებული ლაქები.
სამგზავრო კონტეინერი შეინახეთ სუფთა და
მშრალ.
კედლის ფიქსატორი
კედელზე დაყენებისთვის (k) გამოიყენეთ
წებოვანი რგოლი (i), თუ თქვენ გსურთ დააყენოთ
SmartGuide/სმართგუიდე კედელზე, სარკეზე
ან სხვა ზედაპირზე. მიაწებეთ წებოვანი რგოლი
კედლის სწორ ზედაპირზე და ძლიერად მიაჭირეთ
კედელზე. კედელზე დაყენებული SmartGuide/
სმართგუიდე ფიქსატორის (j) მიმაგრების შემდეგ
დაელოდეთ 24 საათი. მოათავსეთ SmartGuide/
სმართგუიდე მის ფიქსატორში (სურათი ც,
გვერდი 4). წებოვანი რგოლი არ დამაგრდება
ჭუჭყიან ან წყალგაუმტარ ზედაპირებზე.
შეიძლება შეიცვალოს ყოველგვარი შეტყობინების
გარეშე.
შენიშვნა გარემოს დაცვის
შესახებ
პროდუქტში გამოიყენება ბატარეები
და/ან განმეორებითი გამოყენებისთვის
განკუთვნილი ელექტრონული ნარჩენები.
გარემოს დაცვის მიზნით არ გადააგდოთ
საყოფაცხოვრებო ნაგავში და უტილიზაციის
მიზნით მიიტანეთ თქვენს ქვეყანაში არსებულ
ელექტრონული ნარჩენების შეგროვების
ადგილებში.
136
გარანტია
ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროდუქტის 2-წლიან
გარანტიას, რომლის მოქმედება დაიწყება შეძენის
დღიდან. საგარანტიო პეიოდის განმავლობაში,
ჩვენ უფასოდ გამოვასწორებთ მოწყობილობის
ნებისმიერ დეფექტებს, რომლებიც წამოიშვა
მასალების ან ნაკეთობის არასათანადო ხარისხის
შედეგად და განვახორციელებთ მოწყობილობის
შეკეთებას ან შეცვლას, ჩვენი არჩევანით.
აღნიშნული გარანტია მოქმედებს ნებისმიერ
ქვეყანაში, სადაც მოწყობილობა მიწოდებული
იქნება ბრაუნის ან მის მიერ დანიშნული
დისტრიბუტორის მიერ.
ჩვენი გარანტია არ ფარავს ზიანს, რომელიც
წარმოიშვა მოწყობილობის არასწორი გამოყენების,
ბუნებრივი ცვეთის ან გამოყენების შედეგად,
ეს განსაკუთრებით ეხება ჯაგრისის თავებს
და ასევე დეფექტებს, რომლებიც წარმოიშვა
მოწყობილობის გამოყენების წესების დარღვევის
და შეუსრულებლობის შედეგად.
გარანტია ბათილდება, თუ შეკეთება შესრულდა
არაავტორიზებული პირების მიერ და თუ
შეკეთების პროცესში არ იყო გამოყენებული
ორიგინალი ნაწილები.
წინამდებარე მოწყობილობა აღჭურვილია
a Bluetooth Smart/ბლუეთოოთჰ სმართ
დამტკიცებული რადიო მოდულით. სპეციფიკურ
სმარტ ფონებში Bluetooth Smart/ბლუეთოოთჰ
სმართ-ის დაყენება არ არის გათვალისწინებული
მოწყობილობის გარანტიაში გარდა შემთხვევებისა,
როდესაც დაზიანებულია ამ მოწყობილობის
Bluetooth/ბლუეთოოთჰ-ის რადიო მოდული.
ბლუეთოოთჰ-ის მოწყობილობის გარანტია
უზრუნველყოფილია მათი მწარმოებლების და არა
ორალ-ბ-ის მიერ. ორალ-ბ არ აკონტროლებს და
არ აძლევს რეკომენდაციებს მოწყობილობების
მწარმოებლებს და შესაბამისად ორალ-ბარ აგებს
პასუხს ჩვენს ბლუეთოოთჰ სისტემებთან
შეთავსებადი მოწყობილობების რაოდენობაზე.
Oral-B/ორალ-ბ იტოვებს უფლებას, ყოველგვარი
წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს
ნებისმიერი სახის ტექნიკური მოდიფიკაციები
და ცვლილებები სისტემაში, მოწყობილობის
ფუნქციებში, გარეგან სახეებში და ასევე მენიუს
სტრუქტურის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა
ორალ-ბ-ის სისტემების ფუნქციონალური
სანდოობის უზრუნველსაყოფად.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში
მომსახურების მისაღებად, წარადგინეთ ან
გაუგზავნეთ სათანადო წესით შევსებული
განაცხადი და სავაჭრო ჩეკი ავტორიზებულ
ორალ-ბ-ის ბრაუნის კლიენტთა მომსახურების
ცენტრს.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Oral-b pro trizone 6500Oral-b pro trizone 7000

Table of Contents