მუშაობის დაწყების მოკლე სახელმძღვანელო - Huawei AND-B19 Quick Start Manual

Table of Contents

Advertisement

მუშაობის დაწყების მოკლე სახელმძღვანელო
დამუხტვა
მოათავსეთ დამტენი მოწყობილობის უკანა მხარეს დატენის ზონაზე, შემდეგ შეაერთეთ კაბელი დენის წყაროსთან და დაელოდეთ ეკრანზე
კვების ელემენტის დონის გამოჩენას.
ღილაკი
1
ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს მოწყობილობის ჩასართავად, გამოსართავად ან გადასატვირთად.
დინამიკი
2
მიკროფონი
3
გულისცემის სენსორი
4
დამტენი პორტი
5
უზრუნველყავით, რომ მოწყობილობა და მისი აქსესუარები სუფთა და მშრალი იყოს.
თქვენი მოწყობილობის დაყენება
დააწყვილეთ მოწყობილობა ტელეფონთან Huawei Health აპის გამოყენებით. დაასკანირეთ QR კოდი ან მოიძიეთ „Huawei Health" AppGallery-ში
ან საიტზე: consumer.huawei.com, რომ ჩამოტვირთოთ Huawei Health აპი. დაამატეთ თქვენი მოწყობილობა Huawei Health აპში და მიჰყევით
ეკრანზე მოცემულ მითითებებს დაწყვილების დასასრულებლად.
დახმარების მიღება
დაკავშირებისა და ფუნქციების შესახებ, ასევე გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის იხილეთ ონლაინ დახმარება Huawei Health აპში.
საავტორო უფლება © Huawei Device Co., Ltd. 2022. ყველა უფლება დაცულია.
წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ იძლევა არანაირი სახის გარანტიას.
სავაჭრო ნიშნები და ნებართვები
სიტყვიერი ნიშანი და ლოგო არის Bluetooth SIG, Inc.-ის კუთვნილი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და Huawei Technologies Co.,
®
Bluetooth
Ltd.-ს მიერ ასეთი ნიშნების ნებისმიერი გამოყენება ლიცენზირებულია. Huawei Device Co., Ltd. წარმოადგენს Huawei Technologies Co., Ltd.-ს
ფილიალს.
სხვა ხსენებული სასაქონლო ნიშნები, პროდუქტების, სერვისებისა და კომპანიების სახელები შეიძლება იყოს მათი შესაბამისი მფლობელების
საკუთრება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდზე https://consumer.huawei.com/privacy-policy.
მუშაობა და უსაფრთხოება
დაუდასტურებელი ან არათავსებადი კვების გარდამქმნელის, დამტენის ან კვების ელემენტის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის
გაჩენა, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
სმენის შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დიდხანს ნუ მოუსმენთ მაღალ ხმაზე.
მოწყობილობა და კვების ელემენტი იქონიეთ ძლიერი სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან მოშორებით. არ მოათავსოთ ისინი
გამათბობელ მოწყობილობებთან, მათ შორის, მიკროტალღურ ღუმელთან, ქურასთან ან რადიატორთან ან მათზე. არ დაშალოთ, შეცვალოთ,
გადააგდოთ ან გამოწუროთ ის. არ ჩადოთ მასში უცხო საგნები, არ ჩაძიროთ სითხეში, მოარიდეთ გარე ძალასა თუ ზეწოლას, რადგან ამან
შესაძლოა მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის მოკიდება და აფეთქებაც კი გამოიწვიოს.
მოწყობილობას აქვს ჩაშენებული კვების ელემენტი, რომლის ამოღებაც შეუძლებელია. არ სცადოთ კვების ელემენტის ამოღება, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მოწყობილობა შეიძლება დაზიანდეს.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და მოწყობილობის მწარმოებელს, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა თქვენი მოწყობილობის მუშაობამ ხელი
შეუშალოს თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას.
ეს პროდუქტი არ არის შექმნილი, როგორც სამედიცინო მოწყობილობა და არ არის გამიზნული რაიმე დაავადების დიაგნოსტიკის,
მკურნალობის, განკურნების ან პროფილაქტიკისთვის. ყველა მონაცემი და გაზომვის შედეგი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ
საინფორმაციო მიზნით.
თუ მოწყობილობის ტარებისას კანზე დისკომფორტს იგრძნობთ, მოიხსენით იგი და მიმართეთ ექიმს.
მოერიდეთ ლითონის საგნების მოთავსებას უსადენო სადგამი დამტენის ზედაპირზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის
გაცხელება და გაუმართაობა. უსადენო სადგამი დამტენი გამოიყენეთ მხოლოდ 0°C-დან 45°C-მდე გარემოს ტემპერატურის პირობებში.
თუ გარემოს ტემპერატურა ძალიან მაღალია, უსადენო დამტენმა შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა. ამ შემთხვევაში, გირჩევთ შეწყვიტოთ
უსადენო დატენა.
3
1
4
2
5
34

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents